თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2019, 19:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 6
"მანჩესტერ სიტი" თუ "ლივერპული"?
ვისი გაჩემპიონება ურჩევნია ფერდინანდს?
პრემიერ ლიგის ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით პირველ ადგილზე "ლივერპული" იმყოფება, ხოლო მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტი". თუმცა "ქალაქელებს" ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ტიტულისთვის მებრძოლ მტრებს, "იუნაიტედი" საგრძნობლად ჩამორჩება და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზე იმყოფება. რიო ფერდინანდის განცხადებით, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ორივე გუნდის გამარჯვება მტკივნეული იქნება, თუმცა მაინც ურჩევნია, რომ ტიტული "მანჩესტერ სიტიმ" აღმართოს:

"ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოხდეს ეს "ლივერპულის" ჩემპიონობაა. ამ ორი მტრიდან "მანჩესტერ სიტის" ავირჩევდი, რადგან ეს მიგრძვნია, მინახავს, ამ დროს "იუნაიტედს" ფეხბურთელის რანგში წარმოვადგენდი... ასე რომ ვიცი როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს."

"მაგრამ "ლივერპული"? ეს სრულიად სხვა ამბავია, მათ ჩემპიონობაზე უარესი შეგრძნება არ არსებობს. გულშემატკივრები, რომელთა შესახებაც არც კი მსმენია, რადგან 20 წლის განმავლობაში მდუმარედ იყვნენ, უკვე ალაპარაკდნენ, უკვე საუბრობენ ტიტულზე, რომელიც ჯერ არ მოუგიათ და წარმოგიდგენიათ რა მოხდება თუ ისინი რეალურად შეძლებენ ჩემპიონობას?"

"ასე რომ ჩვენთვის გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება "ლივერპულის" ჩემპიონობის ყურება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამ ჩემპიონატს საუკეთესო გუნდი იგებს ხოლმე, ასე რომ ვინც ამას შეძლებს, უბრალოდ ყოჩაღ... მეტს ვერაფერს ვიტყვი."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: england123
21 მარტი 2019 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ვერ ვიტან ლივერპულს/ ისევ სიტიმ მოიგოს თასი მაინც ერთი ქალაქის გუნდიაა ლივერპული უბრალოდ მტერია
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2019 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტიმ ასე თუ გააგრძელა მალე ლივერპულს ჩაანაცვლებს მგონი :) 5-ჯერ რო აქვს მარტო მოგებული მაგიტო ვლაპარაკობთ ასე wink თუმცა ამ ეტაპზე სიტი მირჩევნია მეც.
0
№3
ავტორი: stepno
21 მარტი 2019 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სიტი მოუგებს იმედიაა :) შემდეგი წელს კიდე იმედია არავის არაფერს არ დაუთმობთ
0
№4
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2019 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Isev yliti jobia raa am archevanshi
0
№5
22 მარტი 2019 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
სიტი
0
№6
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჩვენ ვერ ვიგებთ და ჩემთვის სულ ერთია, მტრობაც ღირსეული უნდა შეგეძლოს, რო ხედავ ესე გაძლიერდნენ მტრები, დაიმატე რა მაღალი კლასის 3-4 ფეხბურთელი, რა პოზიციაზეც გინდა გაძლიერება, ტრანსფერები გვინდა ზაფხულში, თორემ ვიძახებთ მომავალ წელსაც, სიტი გვინდა გახდეს ჩემპიონი თუ ლივერპული, ჩემთვის სულ ერთია, მე ის მიტყდება რომ 2013 მერე ჩვენ ვერ ვიგებთ და უკვე დიდი დროა გასული, სოლსკიაერის იმედი მაქ და კარგი ტრანსფერების ზაფხულში, ჯადოქარია უკვე ეს კაცი რა შემადგენლობით დებს რა შედეგებს. love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top