თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2019, 15:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1519,
კომენტარები: 4
გიგზი: "ოლე სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს"
გიგზის რჩევა ოლეს ბარსელონაში გამგზავრების წინ.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ საუბრობს. მან ყოფილ თანაგუნდელს "ნოუ კამპზე" გამგზავრების წინ რამდენიმე რჩევა მისცა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" პირველ მატჩს 10 აპრილს გამართავს "ოლდ ტრაფორდზე". შემდგომ კი "წითლები" ესპანელებს "ნოუ კამპზე" დაუპირისპირდებიან.

"რთულია - ვფიქრობ, ხალხის უმეტესობას "ბარსელონასთვის" თავის არიდება უნდოდა, თუმცა ოლეს ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს "ნოუ კამპთან". არ ვიცი თავის თავს დასვამს თუ არა სათადარიგოთა სკამზე... მგონი, ამაზე დაფიქრება ღირს!"

"პსჟ-ს დამარცხების შემდეგ, თანაც ამგვარ სიტუაციაში, ვფიქრობ, რომ ბიჭები ძალიან დიდი შემართებით არიან და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჩვენი მოწინააღმდეგის რანგში ხილვა გაუხარდება."

სოლსკიაერმა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. "იუნაიტედმა" ეს ათი ტრავმირებული ფეხბურთელით მოახერხა.

პარიზში მოპოვებული გამარჯვებით ნორვეგიელმა ისტორია დაწერა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი ვერ ჩაატარა კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამაც, პოლ პოგბამ.

"ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლიდან შორს თამაშობ. არავის ეგონა, რომ გავიდოდით, განსაკუთრებით ამდენი ტრავმის პირობებში. პოლ პოგბასაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასე რომ ყველასთვის საწინააღმდეგოს დამტკიცება ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მატჩის სახელით უნდა შევიდეს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
21 მარტი 2019 17:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვნახოთ სადამდე გაარგძელებს ოლე სასწაულების ჩადენას
0
№2
ავტორი: stepno
21 მარტი 2019 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბარსელონა თუ გამოვაგდეთ აი მერეე კიი მართლა უნდა გავხდეთ ჩემპიონები რაა
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2019 20:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სკაზე გამახსენდა, ისე რო არ ზის სულ ვან გაალივით ესეც დიდი პლუსი აქვს wink
0
№4
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Unda gavuyarot mag axvrebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top