ნაკრებში ბევრი მანჩესტერელი გამოიძახეს, თუმცა ენტონი მარსიალსა და ლუკ შოუს უკან დაბრუნება მოუწიათ. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" სანაკრებო მოვალეობის შესასრულებლად ტრავმების გამო ვერ გაეშურნენ.
"იუნაიტედს" აქამდეც ბევრი ტრავმა აწუხებდა, ახლა კი ოლე გუნარის საფიქრალს ლუკ შოუ და ენტონი მარსიალის დაემატნენ. "ვულვზთან" გამართულ მატჩში მონაწილეობა ორივე ფეხბურტელმა მიიღო, თუმცა ტრავმის გამო მათი თამაში "იუნაიტედის" შემდეგ მატჩში "უოტფორდის" წინააღმდეგ საეჭვოა.
ამასობაში, სანაკრებო მოვალეობას ვერ ასრულებს ვერც ვიქტორ ლინდელოფი, თუმცა შვედს ტრავმა არ აწუხებს. პრესაში ბევრი საუბრობდა მისი დაბრუნების მიზეზებზე. ჭორებს წერტილი, საბოლოოდ, ჯეინ ანდერსონმა დაუსვა. შვედების მწრთვნელმა დაადასტურა, რომ ლინდელოფი სახლში პირადი მიზეზების გამო დაბრუნდა.
"ბევრი იწერებოდა ვიქტორის სახლში დაბრუნების მიზეზებზე. თქვენი აზრით, ეს მისი უპასუხისმგებლობის ან ჩვენ შორის არსებული კონფლიქტის ბრალია, მაგრამ ცდებით. ძალიან კარგად ვიცი, რატომაც დაბრუნდა სახლში და მისი მესმის. პირადი მიზეზები აქვს და სწორედ ამან გამოიწვია მისი ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვიქტორის მესმის და ჩვენ შორის არანაირ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი."