რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე დაბრუნდა. უელსელი თავის ნაკრებს სწორედ იქ გაწრთვნის.
გიგზის განცხადებით, ამ ბაზაზე დაბრუნება საოცარი შეგრძნებაა და ის მისი ნაკრების მომზადებას ამ პირობებში უკეთ შეძლებს.
"აქ ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული, როგორც ფეხბურთელის, ისე მწრთვნელის რანგში. დიდებული შეგრძნებაა აქ დაბრუნება და ამდენი ნაცნობი სახის ხილვა."
"დიდ მადლობას ვუხდი "იუნაიტედს", რადგან ამ სავარჯიშო კომპლექსის გამოყენების უფლება მომცა. უელსშიც გვაქვს სავარჯიშო მოედანი, თუმცა ის სრულყოფილი ჯერ კიდევ არ არის, ასე რომ ეს შანსი გამოვიყენე და აქ დავბრუნდი. ეს კომპლექსი ორმაგ დატვირთვას ატარებს ჩემთვის: პირველი, იდეალურადაა აღჭურვილი და მეორე, პირადი ემოციები მაკავშირებს, რაც ნაკრების უკეთ მომზადების საშუალებას მომცემს."
"მე აქ პროფესიონალიზმისა და მაღალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობ და ეს სავარჯიშო კომპლექსი სწორედ ამაში მეხმარება."