თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 21:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1517,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" ფეხბურთელები ნაკრებში
სანაკრებო შესვენების "მანჩესტერული" კალენდარი.
სეზონის ბოლო სანაკრებო შესვენება უკვე მოახლოვდა. ნაკრებში ბევრი "მანჩესტერელი" გამოიძახეს. იხილეთ თითოეული მათგანის განრიგი:

ბელგია:
რომელუ ლუკაკუმ "იუნაიტედის" ბოლო მატჩი გამოტოვა, თუმცა ნაკრებში მაინც გამოიძახეს და ნაკრების სამედიცინო ჯგუფი უწევს დახმარებას. სავარაუდოდ, ფორვარდი რუსეთის წინააღმდეგ მატჩს ვერ ჩაატარებს.

ეკვადორი:
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო ვალენსიამ ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, "იუნაიტედის" კაპიტანი ნაკრებში გამოიძახეს. ეკვადორელები მეგობრულ მატჩს აშშ-ს წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი:
მარკუს რეშფორდი ნაკრებში გამოიძახეს და ინგლისს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ინგლისი "უემბლიზე" ჩეხეთს დაიპირისპირდება. ამის შემდგომ კი მონტენეგროში გაემგზავრება. მაეკუსთან ერთად, ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს ლუკ შოუც, თუმცა ტრავმის გამო უკან დაბრუნება მოუწია.

საფრანგეთი:
მსოფლიო ჩემპიონებმა ნაკრებში ორი მანჩესტერელი გამოიძახეს: პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი. ენტონი მარსიალს, ლუკ შოუს მსგავსად, ტრავმის გამო უკან დაბრუნება მოუწია. საფრანგეთი პირველ მატჩს მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები ნაკრებში


კოტ-დ'იუვარი:
თანაგუნდელებთან ერთად სანაკრებო სიაში ერიკ ბაიიც მოხვდა. ეგვიპტის მთავარ ტურნირზე "სპილოებმა" კვალიფიკაცია უკვე მოიპოვეს.

შოტლანდია:
სკოტ მაკტომინეი ისევ ნაკრების წევრია. ის თანაგუნდელებთან ერთად ყაზახეთში გაემართება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკავიო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

სერბეთი:
ნემანია მატიჩი სერბეთის ვიცე-კაპიტანია. ისინი ჯერ ვოლფსბურგში გაემართებიან გერმანიასთან მეგობრული მატჩის ჩასატარებლად, ხოლო შემდგომ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს.

ესპანეთი:
ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ დავიდ დე ხეა ნაკრების მეკარეა. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები ნორვეგიას უმასპინძლებენ და ამის შემდეგ მალტაში გაემგზავრებიან.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები ნაკრებში


განრიგი:

ოთხშაბათი - 20 მარტი.

გერმანია - სერბეთი (მეგობრული 23:45) - მატიჩი.

ხუთშაბათი - 21 მარტი.

ყაზახეთი - შოტლანდია (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი - 19:00) - მაკტომინეი.
ბელგია - რუსეთი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი - 23:45) - ლუკაკუ.

პარასკევი - 22 მარტი.

აშშ-ეკვადორი (მეგობრული - 04:00) - ვალენსია.
ინგლისი - ჩეხეთი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - რეშფორდი.
მოლდოვა - საფრანგეთი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - პოგბა.

შაბათი - 23 მარტი.

კოტ-დ'იუვარი - რუანდა (აფრიკის თასის საკვალიფიკაციო, 21:00) - ბაიი.
ესპანეთი - ნორვეგია (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - დე ხეა.

კვირა - 24 მარტი.

სან მარინო - შოტლანდია (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - მაკ ტომინეი.
კვიპროსი - ბელგია (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - ლუკაკუ.

ორშაბათი - 25 მარტი.

საფრანგეთი - ირლანდია (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - პოგბა.
მონტენეგრო - ინგლისი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - რეშფორდი.
პორტუგალია - სერბეთი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - მატიჩი.

სამშაბათი - 26 მარტი.

კოტ-დ’იუვარი - ლიბერია (მეგობრული, 21:00) - ბაიი.
მალტა - ესპანეთი (2020 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23:45) - დე ხეა.

ოთხშაბათი - 27 მარტი.

ჰონდურასი - ეკვადორი (მეგობრული, 04:30) - ვალენსია.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
19 მარტი 2019 23:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კლავენ ფეხბურთელებს.წესიერად დასვენების საშუალებასაც არ აძლევენ,მერე იმიტომ არის ასეთი ტრავმიანობა და ასეთი დაბალი ხარისხიც.როდესაც ფეხბურთელებს ყოველ მეორე დღეს ათამაშებ,მერე ამდენი გადაფრენ-გადმოფრენა,ცალკე შიდა ჩემპიონატები,ცალკე ჩემპიონთა ლიგა,სათასო შეხვედრები.ძაან გადაიტვირთნენ და ეტყობა კიდეც ფეხბურთს ეს.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2019 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონი მნიშვნელოვან ფაზაში შედის და იმედია ტრავმიანობა რაც შეიძლება ცოტა იქნება. ლუკაკუს და შოუს დარჩენაც კარგია რაღაც მხრივ.
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
20 მარტი 2019 11:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
კიდე კაი ყველა არ არის წასული
ციტატა: Lalana
კლავენ ფეხბურთელებს.წესიერად დასვენების საშუალებასაც არ აძლევენ,მერე იმიტომ არის ასეთი ტრავმიანობა და ასეთი დაბალი ხარისხიც.როდესაც ფეხბურთელებს ყოველ მეორე დღეს ათამაშებ,მერე ამდენი გადაფრენ-გადმოფრენა,ცალკე შიდა ჩემპიონატები,ცალკე ჩემპიონთა ლიგა,სათასო შეხვედრები.ძაან გადაიტვირთნენ და ეტყობა კიდეც ფეხბურთს ეს.

თან მაშინ როცა პრემიერ ლიგას თამაშობ თავისი ორო თასით.
ვერ ვიტან ამ სანაკრებო პაუზებს სულ პირველოვე თამაშს ვაგდებთ ხოლმე და ახლა მაგის ფუფუნება სად გვაქვს.
0
№4
ავტორი: wiking
20 მარტი 2019 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მარსიალს არ უმართლებს ნაკრებში, როცა იზახებენ სულ ტრამვა აქ
0
№5
ავტორი: Lalana
20 მარტი 2019 13:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
კიდე კაი ყველა არ არის წასული
ციტატა: Lalana
კლავენ ფეხბურთელებს.წესიერად დასვენების საშუალებასაც არ აძლევენ,მერე იმიტომ არის ასეთი ტრავმიანობა და ასეთი დაბალი ხარისხიც.როდესაც ფეხბურთელებს ყოველ მეორე დღეს ათამაშებ,მერე ამდენი გადაფრენ-გადმოფრენა,ცალკე შიდა ჩემპიონატები,ცალკე ჩემპიონთა ლიგა,სათასო შეხვედრები.ძაან გადაიტვირთნენ და ეტყობა კიდეც ფეხბურთს ეს.

თან მაშინ როცა პრემიერ ლიგას თამაშობ თავისი ორო თასით.
ვერ ვიტან ამ სანაკრებო პაუზებს სულ პირველოვე თამაშს ვაგდებთ ხოლმე და ახლა მაგის ფუფუნება სად გვაქვს.

ის ორი თასიც რომ არ ჩავთვალოთ პრემიერ ლიგაში ისედაც რთულია ასპარეზობა,მითუმეტეს ახლა ისეთი კალენდარი გვაქვს ნამდვილად არ ჭირდებოდათ ჩვენ ფეხბურთელებს კიდევ ასეთი დატვირთვა.
0
№6
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2019 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia am tramvebs avicilebt ra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top