თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 13:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1516,
კომენტარები: 3
სანჩესი: "იუნაიტედი" ბავშვობიდანვე მიყვარდა"
სანჩესი მის მდგომარეობას ძალიან განიცდის.
სანჩესი:
ალექსის სანჩესს ძალიან სურს "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მიღწევა. ჩილელი მოსვლის შემდეგ არც თუ ისე კარგ ფორმაშია, რასაც თავად ძალიან განიცდის. იხილეთ ამონარიდი "MUTV"-ის ექსკლუზიური ინტერვიუდან ალექსის სანჩესთან:

"რა თქმა უნდა, მინდა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები გავაბედნიერო. მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და კლუბს წარმატებები მოვუტანო, გულშემატკივარს კი რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივანიჭო."

"გასულ სეზონში ინგლისის თასის ფინალი "ჩელსისთან" წავაგეთ, რითაც ბედნიერი საერთოდ არ ვიყავი. ფაქტობრივად, ძალიან მოწყენილი ვიყავი, რადგან ჩვენი ბრწყინვალე გულშემატკივრები ვერ გავაბედნიერეთ. ვუყურებდი, როგორ გროვდებოდნენ ისინი ნელ-ნელა "უემბლიზე". ჩვენ ირგვლივ ყველა წითელში იყო შემოსილი. მომწონდა, საშინლად მომწონდა. "უემბლი" მთლიანად გაწითლებული გახლდათ."

"პირველი, რაც მახსენდება არის "უემბლიზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გატანილი გოლი. საოცარი მომენტი იყო, რადგან "იუნაიტედის" გულშემატკივრები ისევ ჩვენთან ერთად იყვნენ და მათთან ერთად აღვნიშნეთ ეს მომენტი."

"ახალგაზრდობაში ყოველთვის მიყვარდა "იუნაიტედი", გეფიცებით. ჯერ კიდევ სულ პატარა ვიყავი, როცა ამ გუნდს თაყვანს ვცემდი. მინდა, რომ ეს საქმით დავამტკიცო, მინდა, რომ ამ კლუბისადმი ჩემი სიყვარული გამოვავლინო და გულშემატკივარს ბედნიერება მოვუტანო. მინდა, რომ გავიმარჯვო, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გულშემატკივრისთვის."

"მინდა, რომ ყველას დაგანახოთ თუ რამდენად მიყვარს ფეხბურთი. ვიცი, რისი გაკეთებაც შემიძლია. ჩემი შესაძლებლობების მწამს და მჯერა. "იუნაიტედი" დიდებული კლუბია, არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით და მსურს, რომ გულშემატკივრებს ტიტულები ვაჩუქოთ."

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი! მიყვარს, ძალიან მიყვარს! მთელს ჩემს ვნებას, ემოციას, ყველაფერს ამ სპორტში ვდებ. ეს არის პირველი, მეორე ადგილზე კი ჩემი ძაღლები და ოჯახია. ისინი ყველაფერს ნიშნავენ ჩემთვის, აბსოლუტურად ყველაფერს. ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი, მაგრამ - ჩილეში, ყოველთვის ჩემს ქვეყანაში, არსად სხვაგან. არასდროს მიოცნებია ევროპაში წამოსვლაზე. არასდროს."

"თავიდან ჩილეს ლიგაში დავიწყე თამაში, შემდგომ ჩემი მოგზაურობა არგენტინასა და იტალიაში გაგრძელდა. ამის შემდეგ ვიგრძენი ფეხბურთის ნამდვილი ბედნიერება და მივხვდი, თუ რამდენად მიყვარდა ეს სპორტი. თამაშს განვაგრძობდი და უფრო და უფრო მომწონდა ეს ყველაფერი. სხვადასხვა ფეხბურთელები მიზიდავდნენ, გამონაკლისები, რომლებიც არაორდინალურად თამაშობდნენ."

"ჩილეში ისეთი ტექნოლოგიები არ არსებობს, როგორც ევროპაში. იქ ვერ დასხდებით და ლა ლიგას ვერ უყურებთ. ვერც "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" მატჩებს ადევნებთ თვალს. იმ მომენტში მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. აი, ასეთი ვიყავი. ამ ყველაფრის შემდეგ კი დიდი ისტორია გამოვიარე და სამი გრანდი გამოვიცვალე: "ბარსელონა", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". ეს ყველაფერი საოცარია
."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
კარიერა მართლაც დიდებული აქვს მაგრამ პაქტია რო ძაან ცუდ ფორმაშია:((
0
№2
ავტორი: shotkin
19 მარტი 2019 16:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
არ ღირს გარისკვა და მაის გუნდში დატოვება მიტუმეტეს ათამაშების არანაირი ნიშან კვალი არ ეტყობა გასაყიდია 80% ით მჯერა რო გაუშვებენ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ძაან მწყდება გულის სანჩესზე, სულ მაქ იმედი რო ათამაშდება, ტრავმაც რა ცუდ დროს მიიღო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top