თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 13:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1582,
კომენტარები: 5
მაკგრეგორი: "ოლე უნდა დარჩეს"
კონორ მაკგრეგორის აზრით, ოლე გუნარმა მუდმივი მწრთვნელის ადგილი უნდა დაიკავოს.
მაკგრეგორი:
კონორ მაკრგეგორის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი უნდა გახდეს.

სოლსკიაერი გუნდს სათავეში 18 დეკემბერს ჩაუდგა. მანამდე ჟოზე მოურინიოს ბიჭები ოთხეულს 11 ქულით ჩამორჩებოდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წინააღმდეგ იმედი არავის ჰქონდა.

რთული მდგომარეობის მიუხედავად, ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა და გარდა ამისა, ოთხეულამდე სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. თუმცა ბოლო ორი მატჩია ოლე გუნარი გამარჯვებას ვერ ახერხებს. მაკრეგორის განცხადებით, რომელიც "იუნაიტედის" გულშემატკივარია, სოლსკიაერმა საოცარი შედეგი აჩვენა და შესაბამისად, ის "ოლდ ტრაფორდზე" უნდა დარჩეს.

"ხელმძღვანელობამ ოლეს მუდმივი მწრთვნელის პოსტი უნდა შესთავაზოს. შეგიძლიათ, რომ იგრძნოთ ის სიამაყე და ის ვნება, რაც მას გუნდსა და მის ისტორიასთან აკავშირებს. შეხედეთ ფეხბურთელებს, მათთვის პატივია ოლე გუნარის ზედამხედველობის ქვეშ თამაში, შეხედეთ მათ, მათთვის ისევ პატივია "იუნაიტედის" მაისურის ტარება და ეს ყველაფერი სწორედ ოლეს დამსახურებაა."

მაკრეგორმა ასევე პოლ პოგბასა და მარკუს რეშფორდის შესახე ისაუბრა. მისი აზრით, ისინი ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ გაცილებით უკეთესები არიან.

"პოლ პოგბა და მარკუს რეშფორდი მისი მოსვლის შემდეგ გასაოცარ მატჩებს ატარებენ. ისინი ახალგაზრდები, თავდაჯერებულები და უშიშრები არიან. მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ."

"შეხედეთ, როგორ მოძრაობს რეშფორდი. ის მხოლოდ 21 წლისაა და პენალტი გასაოცარი გამბედაობით შეასრულა. ჯერ შეყოვნდა, ისე თითქოს მსოფლიოს ტვირთი მის მხრებზე იყო და სიარული უჭირდა, შემდგომ ძალები მოიკრიბა, ნაბიჯი წინ გადადგა და გოლი გაიტანა. გასაოცარი საღამო იყო. უბრალოდ ასე განაგრძეთ, ბიჭებო! თქვენ ბრწყინვალენი ხართ!"


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
19 მარტი 2019 13:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აი რატო მევასები ესეიგი love
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
19 მარტი 2019 14:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: kobinio
აი რატო მევასები ესეიგი love

აუ მეც მაგრად მევასება.ჰაბიბის გავარტყვი მოქალაქეობაში მე

იუეფსი 3 მაქ პლეისტეიშენზე და სულ მაკგრეგორით ვჩუხობთ მთელი ოჯახი:))ახლა ათჯერ მეტად შემიყვარდა
0
№3
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ოოო ეს ამბავი არ ვიცოდი საღოლ კონორ საღოლ:))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კონორი კაი კაცია :)
0
№5
ავტორი: psixi13
19 მარტი 2019 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
პსიხი)))) ჭიდაიბაში წააგო ეგ არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top