თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 12:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1347,
კომენტარები: 2
"მე ბედნიერებას ვეძებდი და ამისთვის "სიტი" სწორი ადგილი არ იყო"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ სიტისთვის" უარის თქმის მიზეზები ახსნა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლის ეპიზოდი გაიხსენა. ფორვარდმა განაცხადა, რომ მისით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა, მაგრამ იქ გადასვლაზე უარი თქვა.

მისი განცხადებით, "სიტიმ" გადასვლა 2010 წელს შესთავაზა. რობერტო მანჩინს ძალიან სურდა ქარიზმატული ფორვარდის შეძენა და მისი აზრით, სწორედ იბრაჰიმოვიჩი სჭირდება "მანჩესტერს" კარლოს ტევეზთან ერთად სათამაშოდ.

ამ დაინტერესებიდან ექვსი წლის შემდეგ შვედი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა. "Mirror"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი "სიტისთვის" უარის თქმის მიზეზები ახსნა:

"როცა "ბარსელონაში" ვთამაშობდი, "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ იმ მომენტების შემდეგ ბედნიერებას ვეძებდი, "სიტი" კი სწორი ადგილი არ იყო."

"იტალიაში დავრბუნდი და ამით ბედნიერი ვიყავი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სწორედ ეს გამაბედნიერებდა."

"არ ვიცოდი "სიტი" მომცემდა თუ არა იმას, რასაც ვეძებდი. ეს სულ სხვაგვარი გამოწვევა იყო. ახალი კლუბი იყო ჩემთვის, ისევე როგორც "მილანი". მაგრამ თვითონ მილანს კარგად ვიცნობდი, რადგან ამ ქალაქში სამი წელი ვცხოვრობდი "ინტერში" თამაშისას, ქვეყანასაც კარგად ვიცნობდი, ასე რომ უფრო მარტივი და დაცული გზა ავირჩიე."


წყარო: M.E.N.
სხვა
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სიტის დედას არ ....
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მილანიდან რო გადმოსულიყო აქ კარგი იქნებოდა, პესეჟეში რო წავიდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top