თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 11:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1394,
კომენტარები: 5
იბრაჰიმოვიჩი: "იუნაიტედმა" ფერგიუსონი უნდა დაივიწყოს"
ზლატანის აზრით, ფერგიუსონი "იუნაიტედის" წინსვლას აფერხებს.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერ ალექს ფერგიუსონი უნდა დაივიწყოს, რადგან მისი წარმატება კლუბს წნეხის ქვეშ აქცევს და პროგრესირების საშუალებას არ აძლევს.

ფერგიუსონმა კარიერა 2013 წელს დაასრულა. მან "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნისას 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასისა და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოიგო. მისი წასვლის შემდეგ კი "იუნაიტედს" წარმატების მიღწევა უჭირს.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედი" სეზონის ბოლომდე ჩაიბარა და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო. ის არასდროს მოქცეულა სერ ალექსის ჩრდილქვეშ. პირიქით, ყოფილი მწრთვნელი სავარჯიშო კომპლექსზეც დაპატიშა და სერ ალექსს გასახდელშიც ხშირად შეამჩნევთ, თუმცა იბრაჰიმოვიჩის აზრით, ეს არასწორი მიდგომაა:

"ყველფაერი, რაც დღეს "იუნაიტედში" ხდება სერ ალექსის ერის მიხედვით წყდება. ყველგან მხოლოდ ეს ისმის: "ფერგიუსონი რომ აქ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა", "ფერგიუსონს ეს არ მოეწონებოდა", "ფერგიუსონი ასე არ მოიქცეოდა"... ყველაფერი ფერგიუსონი იყო."

"მე რომ ვიყო, მარტივად ვიტყოდი: "სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ახლა ფერგიუსონი აღარ გვყავს. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი ისტორია დავწერო, ჩემი საკუთარი ამბავი მოვყვე."

"არ მინდა, რომ მუდმივად მესმოდეს ის, თუ რა ხდებოდა წარსულში "ოლდ ტრაფორდზე". მსურს, რომ ჩვენი მთელი ძალები ახლანდელი დროისკენ მივმართო. სხვა ხარ და სხვა მენტალიტეტით მოდიხარ, სხვა განწყობით, სხვა ისტორია უნდა შექმნა."

"ფერგიუსონს თავისი ადგილი აქვს კლუბის ისტორიაში, მაგრამ გუნდმა არსებობა უნდა განაგრძოს. თავისი იდენტობა იპოვნოს და ეს ძალიან რთულია."


წყარო: SkySports
სხვა
5 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
19 მარტი 2019 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მართალია, წარსულს არ უნდა მიტიროდე, დღეს უნდა იცხოვრო და ახლა უნდა შექმნა მომავალზე გათვლილი გუნდი, მაგრამ ძნელია ფერგის დავიწყება, მაინც გეფიქრება იმდენად კერპია მანჩესტერისთის ფერგი, ეგ მოხდება მაშინ, როცა გუნდი დაიწყებს ტიტულების მოგებას, მერე დაიწყება ახალი ერა, მანამდე სულ იფიქრებ ფერგი რომ ყოფილიყო ლიგას მოვიგებდით, პრემიერლიგას მოვიგებდით და ეს მართლა ასე იქნებოდა, ფაქტია რომ იყო ეს კაცი განსაკუთრებული love am
0
№2
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2019 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ამას ვიძახი რამდენი ხანია. წასულები მწვრთვნელის საქმეში არ უნდა ერეოდეს
თუ იმდენი ბაგაჟი არ აქ რომ გუნდი მართოს და რჩვები სხვას უნდა კითხოს
მასეთი კაცი არა გასაჩერებელი გუნდში.
0
№3
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართალი ხარ ჩემო ზლატან მართალი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
100%
0
№5
ავტორი: giorgi_mg
19 მარტი 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართალია, მაგრამ სათქმელად ადვილი, მაგ კაცმა ისეთი რამ ჩაიდინა რასაც ვერავინ გაიმეორებს და მაგის ჩრდილიდან გამოსვლა ასე მარტივი არ არის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top