თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 11:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" იჯარის წესით კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუშვებს
ბრაზილიელს კვლავ მოუწევს "ოლდ ტრაფორდის" დროებით დატოვება.
"მანჩესტერ იუნაიტედი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება.

გუნდს დიდი ალბათობით, ასაკში შესული ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია დატოვებს. წასვლის პირას დგას, იტალიელი უკანახაზელი მატეო დარმიანიც, რომელიც დიდი ხანია სათადარიგო სკამის უცვლელი წევრი გახდა.

გავრცელდა ინფორმაციებიც, რომ "წითელი ეშმაკების" აკადემიის ფეხბურთელი ტაჰიტ ჩონგი, რომელიც პირველი გუნდის შემადგენლობაში გულშემატკივარმა რამოდენიმე მატჩიც იხილა, არენდის წესით ჰოლანდიურ "აიაქსში" მომავალი სეზონიდან იასპარეზებს.

The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მომავალი სეზონიდან "ოლდ ტრაფორდს" კიდევ ერთხელ დატოვებს გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრეას პერეირა. ფეხბურთელის გადაბირებას "ლესტერი" იჯარის წესით გეგმავს.

სულ ცოტა ხნის წინ, ნახევარმცველმა გუნდთან ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება აამოქმედა, თუმცა როგორც ჩანს, სოლსკიაერი ფეხბურთელს ახლა უკვე სხვა გუნდში დააკვირდება.
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძალიან ცხელი და საინტერესო ზაფხული გველოდება
0
№2
ავტორი: kobinio
19 მარტი 2019 13:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმედია კარგი საკადრო რეფორმები იქნება წელს თორე ამდენი ზედმეტი ფეხბურთელი მჭამელებად იქცნენ.ოლესი ის მომწონს რომ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს და არა უხსენებელივით შემდგარ დაბერებულ ვარსკვლავებზე,დიბალა ისე მიაჯაჭვეს სკამზე შეილება გადმოვიდეს კიდეც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მერამდენედ უნდა გაუშვან, როცა მიეცა შანსი საბოლოო ჯამში კარგად ითამაშა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top