თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 10:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1442,
კომენტარები: 10
დე ხეას ძველი მსურველები დაუბრუნდნენ
დე ხეა კვლავ სასურველი კანდიდატია.
დე ხეას ძველი მსურველები დაუბრუნდნენ
მადრიდის "რეალმა" თავის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში დავიდ დე ხეას უპირველეს კანდიდატად შეიყვანა.

ლა ლიგის გრანდში მიაჩნიათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დე ხეას შორის კონტრაქტთან დაკავშირებული გაურკვევლობით სარგებლობა და ესპანელის სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ.

"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი არ აპირებს დე ხეას მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და მისთვის იმავე ხელფასის გადახდას, რაც ალექსის სანჩესსა და პოლ პოგბას აქვთ.

დე ხეას მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს იწურება, რაც მას უფლებას აძლევს, იანვარში წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს მისი შეძენის ნებისმიერ მსურველთან.

მადრიდში იციან შეფერხებული მოლაპარაკებების შესახებ და ცხადჰყვეს, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან შედარებით ისინი უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებენ მეკარეს, რომელიც "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა ბოლო 5 სეზონში.

დე ხეა ერთხელ უკვე დასთანხმდა მადრიდულ კლუბში გადასვლას, მაგრამ მაშინ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი ტრანსფერი არ შედგა.

"ბერნაბეუზე" დე ხეას გადასვლამ ხელი უნდა შეუწყოს ბელგიელი ტიბო კურტუას გაყიდვას, რომელიც მხოლოდ გასულ ზაფხულს შეიძინა კლუბმა. 26 წლის მეკარეს რთული სადებიუტო სეზონი გამოუვიდა მადრიდში და "სელტასთან" ზინედინ ზიდანმა იგი ძირითად თერთმეტეულს მიღმაც დატოვა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კურტუას ნერვიულობის მიზეზი მიეცა.

ზიდანმა თავისი გადაწყვეტილება და კარში კეილორ ნავასის გამწესება იმით ახსნა, რომ თავის გამოჩენის შანსი მისცა იმ მოთამაშეებს, ვისაც ყოფილი მწვრთნელი არ ენდობოდა.

როგორც მოსალოდნელია, კურტუა ძირითადი მეკარე იქნება მომდევნო სეზონშიც.

თუმცა, ამის პარალელურად "რეალი" ეძებს კურტუას შეძენით დაინტერესებულ კლუბს. ერთ-ერთი შესაზლებლობა "პარი სენ-ჟერმენი" იქნება, რომელსაც ამავდროულად ნეიმარის შეძენაზე ეკონტაქტებიან.

პსჟ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ეძებს მეკარეს და ასევე იქნება მომდევნო ზაფხულსაც, ვინაიდან ჯანლუიჯი ბუფონს მხოლოდ ერთი წელი დარჩა მოქმედი კონტრაქტის მიხედვით.

წყარო: dailyrecord
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
19 მარტი 2019 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ეს ვუდვორდი მოაკვლევიებს ვიღაცას თავს, დეხეას წასვლის ვარიანტი როგორ უნდა დაუშვა თუ რაიმეზე აქვს გუნდს პრეტენზია?! ამდენს ვერ ხვდებოდა ეს პიტალო რას გამოიწვევდა სანჩესის ესეთი უაზრო ხელფასი? ესეთი იმბეცილი როგორ უდგას ასეთ გუნდს სათავეში, სირცხვილია უბრალოდ
1
№2
ავტორი: Vaskaa
19 მარტი 2019 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
კიდევ ერთი ინტრიგა და სპეკულაცია.
ამითი საზრდოობს დღეს პრესა.
0
№3
ავტორი: LASHQARA
19 მარტი 2019 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დე ხეას წასვლა და გუნდის ჩამოშლა ერთია, აქამდეც წავიდოდა რომ მოენდომებინა, ისეთ მძიმე პერიოდში არ წავიდა, ახლა არაა არსად წამსვლელი, მომავალი სეზონის ბოლომდე ყოველ შემთხვევაში და მერე გუნდმა თუ კიდე ვერ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ცოდოცაა ეს კაცი უტიტულოდ, სოლსკიაერი ამას არ გაუშვებს და ხელფასზეც შეთანხმდებიან, ვინ გააშვებინებს ბიჭო გუნდიდან დე ხეას ვუდვორდს, მრჩეველი მაინც არ ყავს ვინმე lol ფანები შეკრავენ ფულს დაიქირავებენ ქილერს და გააგორებენ ვუდვორდს დე ხეა რომ გაუშვას მაგ მიზეზით lol არ ინერვიულოთ იქით დავიმატებთ ზაფხულში კარგ ფეხბურთელებს, მთავარია ოთხეული დაიდოს და ყველაფერი კარგად იქნება, ლიგაზე წარმატების შემთხვევაში ხომ საუბარიც აღარ მინდა რა მოხდება love am
0
№4
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სისულელე:))
0
№5
ავტორი: kobinio
19 მარტი 2019 13:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სამასი მილიონი გამოუყეს იმ დედამინძრეულს თუ 3 მილიარდი იბიომატ?! ფეირ პლეის წესები რეალისათვის არარასებობს? ნეიმარიც უნდა ,დე ხეა და დედის ტყვ... კიდე რა იყი რით ვერ გაძღნენ ეს დედამოტყბი
0
№6
ავტორი: JuanMata
19 მარტი 2019 14:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერთხელ უკვე აპირებდა წასვლას და უაზრო შემთხვევითობის გამო დარჩა, არ გამიკვირდება ახლა, რომ წავიდეს. კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, ბოლო მატჩებში აშკარად მოუკლო, რაღაც ხდება ნამდვილად.
0
№7
ავტორი: england123
19 მარტი 2019 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ციტატა: kobinio
სამასი მილიონი გამოუყეს იმ დედამინძრეულს თუ 3 მილიარდი იბიომატ?! ფეირ პლეის წესები რეალისათვის არარასებობს? ნეიმარიც უნდა ,დე ხეა და დედის ტყვ... კიდე რა იყი რით ვერ გაძღნენ ეს დედამოტყბი

ჯერ არავინ უყიდიათ , და როგორც ვიცი ძალიან ბევრს უშვებენ გუნდიდან ახალ სასტავს კრებავენ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მერამდენე ტომია ნეტა
0
№9
ავტორი: giorgi_mg
19 მარტი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან მომაბეზრებელია უკვე
0
№10
ავტორი: kobinio
20 მარტი 2019 01:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: england123
ციტატა: kobinio
სამასი მილიონი გამოუყეს იმ დედამინძრეულს თუ 3 მილიარდი იბიომატ?! ფეირ პლეის წესები რეალისათვის არარასებობს? ნეიმარიც უნდა ,დე ხეა და დედის ტყვ... კიდე რა იყი რით ვერ გაძღნენ ეს დედამოტყბი

ჯერ არავინ უყიდიათ , და როგორც ვიცი ძალიან ბევრს უშვებენ გუნდიდან ახალ სასტავს კრებავენ

კროსი გვაჩუქონ თანხმა ვარ request ვარანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top