თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2019, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1519,
კომენტარები: 8
რეშფორდის სამი ფავოროტი თავდამსხმელი
მარკუს რეშფორდმა მისაბაძი მაგალითები დაასახელა.
რეშფორდის სამი ფავოროტი თავდამსხმელი
მარკუს რეშფორდის აზრით, სერხიო აგუერო მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე სრულყოფილი ცენტრფორვარდია.

"მანჩესტერ სიტის" თილისმამ მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 28 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მოგების მთავარი კანდიდატია 18 გოლით.

აგუერომ ბოლო რვა წლის განმავლობაში "სიტის" ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და ამჟამად კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

227 გატანილი გოლით აგუეროს 50-თ მეტი აქვს ამ მაჩვენებელში, ვიდრე ყოფილ საუკეთესო ბომბარდირს ერიკ ბრუკს, თუმცა არგენტინელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

რეშფორდსაც სწორედ ამგვარი გეზი აქვს აღებული. 44 გოლის გამტანი 21 წლის ფორვარდი ძლიერ ჩამორჩება უეინ რუნის, რომელმაც "იუნაიტედში" გატარებული 13 წლის განმავლობაში თავის აქტივში 253 გოლი ჩაიწერა.

სანამ ამ შედეგს მიაღწევს, რეშფორდი თავისთვის მისაბაძ მაგალითებს გვისახელებს.

"ვფიქრობ, ყველაზე მრავალმხრივი ფორვარდი სერხიო აგუეროა. ცუდ ფორმაში მყოფსაც კი შეუძლია, სამი ან ოთხი გოლი გაგიტანოს. ეს კი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახასიათებელი, რომელიც ცენტრფორვარდს უნდა ჰქონდეს და რაზეც მთელი დღე ვმუშაობ - როცა ცუდად თამაშობ, მაგრამ მაინც გაგაქვს გოლები. ესეც თავისებური უნარია.

ასევე მომწონს ჰარი კეინი, მისი მოძრაობა და პოზიციის შერჩევა - ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ობამეიანგიც მომწონს".


რაც შეეხება "იუნაიტედის" რიგებში მოთამაშე კერპებს: "ჩემთვის გიგზი, ნიკი ბატი, სქოულზი, გარი ნევილი - თითოეული მათგანი იყო მისაბაძი მაგალითი პატარაობისას და ყოველთვის ასე იქნება.

აკადემიის თითოეული ფეხბურთელისთვის ისინი განსაკუთრებულად ძვირფასნი არიან. ასევე იყო რუნი და რონალდუ. ვან ნისტელროიც ძალიან კარგი იყო".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
19 მარტი 2019 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ასევე იყო რუნი და რონალდუ. ვან ნისტელროიც ძალიან კარგი იყო". ესენი იყვნენ ასევე და აგუეროა მხეციი lol საგიჟეთში არ მოხვდეს ეს ბიჭი, ამას უმალავენ რომ პრემიერლიგაში ალან შირერი არსებობდა wink რაღაც უცნაური ინტერვიუა, რეალურად ესე თუ ფიქრობს ეს ბიჭი და ჟურნალისტის მონაჭორი არაა, ვერ ქონია კარგად საქმე... am
1
№2
ავტორი: manubro
19 მარტი 2019 11:38
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
რა მოაწევინეს ამას და დაქლიავდა ? შირერზე და ანრიზე უამბეთ ამას...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჩათვალეთ რო არ უთქვამს რეშს ეს ყველაფერი:))
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
19 მარტი 2019 13:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: LASHQARA
"ასევე იყო რუნი და რონალდუ. ვან ნისტელროიც ძალიან კარგი იყო". ესენი იყვნენ ასევე და აგუეროა მხეციი lol საგიჟეთში არ მოხვდეს ეს ბიჭი, ამას უმალავენ რომ პრემიერლიგაში ალან შირერი არსებობდა wink რაღაც უცნაური ინტერვიუა, რეალურად ესე თუ ფიქრობს ეს ბიჭი და ჟურნალისტის მონაჭორი არაა, ვერ ქონია კარგად საქმე... am

ციტატა: ikeoni
ჩათვალეთ რო არ უთქვამს რეშს ეს ყველაფერი:))

მაგრად ვიცინე:))გაიხარეთ.ლიგაში სადაც კანტონა ნისტელროი ანრი შირერი გასკოინი თუნდაც დროგბა და ქინქლაძე თამაშობდნენ ამან ვინ ჩამოთვალა.ისე ამ ინტერვიუსავით კი თამაშობს ბოლო თამაშებია:))
0
№5
ავტორი: JuanMata
19 მარტი 2019 14:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ალბათ მოქმედ ფეხბურთელებზე საუბრობს.
და მერე მანჩესტერელებზე ჰკითხეს.
რა ვიცი, სტრანნი ხალხი შეარჩია, აგუერო კიდევ ჯანდაბას, ობამა და კეინი რა მოსატანი იყო საერთოდ.
0
№6
ავტორი: David_Beckham7
19 მარტი 2019 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ხალხო რა დაგერმართათ :D რა გაიგდეთ წიხლქვეშ :D ჯერ დაასახელა მოქმედი სპორცმენები პრემიერლიგის ვინც დღეს თამაშობს და შემდეგ ისინი ვინც იუნაიტედის აღზრდილთათვის სამაგალითონი არიან
0
№7
ავტორი: makaveli
19 მარტი 2019 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ მაგრამ კაცს რომელსაც გვერძე უნიკალური იბრაჰიმოვიჩი გყავდა ცოტა ტეხავს რა აგუერო და ობამეიანგი
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 18:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოქმედ თავდამსხმელებზე იტყოდა და მერე იუნაიტედის წარსულში მოთამაშე ფეხბურთელებზე :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top