დიდი ხნის განმავლობაში პირველად გწერთ მას შემდეგ, რაც თქვენი გუნდი ტურნირიდან გავარდა. სამწუხაროა იმის აღიარება, რომ "ვულვერჰეპტონისგან" მარცხი დავიმსახურეთ, რის შედეგადაც ინგლისის თასიდან გავვარდით. იმის როგორც მიხვდებოდით, რამდენიმე რთული მეტოქის ბარიერის გადალახვის შემდეგ უფრო მეტის იმედი გვქონდა. ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. ეს უნდა ვაღიაროთ. ასეთი სიტუაციები ჩვენი პირადი ხასიათისა და გუნდური სულისკვეტების გამოცდაა, რაზეც გამარჯვებისას ვსაუბრობდით. დარწმუნებული ვარ, ამ მარცხს წარსულში მოვიტოვებთ და სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის მოვემზადებით და სანაკრებო მატჩების დროს ენერგიით დავიმუხტებით. სეზონის დასასრული ახლოვდება.
საწყენია, რომ სწორედ წაგებულ მატჩში დავუბრუნდი მოედანს "ლივერპულთან" მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მოედანზე მატჩის მიწურულს შევედი. ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ კიდევ უფრო კარგად იქნებოდა, ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა.
პარასკევს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა. ჩვენ "ბარსელონას" ვხვდებით. სერიოზული გამოწვევა გველოდება, მაგრამ ამ კლუბმა უკვე გადალახა სირთულე, რისთვისაც სერიოზული ძალისხმევა და გამარჯვების სურვილი დაგვჭირდა. "ბარსელონა" - საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა და მათთან თავის გამოჩენა მოგვიწევს. "კამპ ნოუზე" დაბრუნება განსაკუთრებული იქნება ჩვენი ბოსისთვის 1999 წლის მაისის საღამოს გამო, სხვა ადამიანებისთვის კი ამავეს ამ მატჩში მონაწილეობა განაპირობებს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 150% თავდადება მოგვიწევს.
ლა ლიგაში "ბარსამ" მესის მორიგი შედევრული თამაშით "რეალ ბეტისი" დაამარცხა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ასეთი შთაგონებული არ იქნება.
გეხვევით და სასიამოვნო კვირას გისურვებთ
ხუანი
მატას ბლოგი
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.