თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2019, 22:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1691,
კომენტარები: 9
მატიჩი: "მწვრთნელი ყველაფერს მოაგვარებს"
მატიჩს ოლე გუნარის დარჩენა სურს.
მატიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველასთვის მოულოდნელად ინგლისის თასის ჩემპიონატიდან გამოვარდა. "წითლები" სანაკრებო შესვენებაზე გავიდნენ და შემდეგ მატჩს "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავენ 30 მარტს.

"ჩვენ ამ მატჩს აუცილებლად გავაანალიზებთ და ვეცდებით, რომ კარგად გავიაზროთ ჩვენი შეცდომები. ვნახავთ, თუ რისი გაუმჯობესება შეგვიძლია."

"დარწმუნებული ვარ, რომ მწრთვნელი ყველაფერს მოაგვარებს და "იუნაიტედი" უკეთ წარდგება შემდეგ მატჩებში. მინდა, რომ ოლე დარჩეს. ის საოცარი მწრთვნელია და ძალიან დიდ პოზიტივს აფრქვევს."

"ვნახოთ, რა მოხდება სანაკრებო შესვენებების შემდეგ. დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ყოველთვის რთული ჩასატარებელია. განსაკუთრებით იმ გუნდისთვის, რომელიც სანაკრებო შესვენებებზე ამდენ ფეხბურთელს უშვებს. "იუნაიტედიდან" თითქმის ყველა სანაკრებო მოვალეობას ასრულებს."

"ვულზვთან" მატჩის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ და, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი მატჩისკენ მივმართოთ მთელი კონცენტრაცია. მთავარია, რომ არ დავნებდეთ და ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლოთ. ეს ახლა ჩვენი მთავარი მიზანია."

"ჩვენ ახლა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოგვიწევს ოთხეულში შესასვლელად. ასე მარტივად ამ შანსებს ხელიდან ვერ გავუშვებთ."

"რა თქმა უნდა, "ვულზვთან" გამართული მატჩით არავინაა ბედნიერი. ყველაფერს გავაანალიზებთ. ბევრი გვაქვს სათამაშო. პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ რვა მატჩი დაგვრჩა და ყველაფრისთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაც გვაქვს, ასე რომ სეზონის საინტერესო დასასრული გველის."

"ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და რამდენად ხარისხიანად. ასეთი მატჩებიდან ყველაფერი უნდა ვისწავლოთ."

"ჩელსი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" ყველაფერს იზამენ ოთხეულში მოსახვედრად. ეს ყველამ კარგად ვიცით."

"თუ სიტუაციას კარგად დააკვირდებით, გაგახსენდებათ, რომ ორი თვის წინ "ჩელსის" 11 ქულით ჩამოვრჩებოდით. ახლა კი გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ჯერ კიდევ რვა მატჩი დარჩა, ამ თამაშისგან ბევრს ვისწავლით და შემდეგი მატჩებისთვის უკეთესად მოვემზადებით."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2019 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ლიგაზე უსიკვდილოდ უნდა გავიდეთ მატიჩ❤️
0
№2
ავტორი: Gamkrelidze
18 მარტი 2019 22:24
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
გადმოჯიშდა ესეც მოუსგან :დდ
0
№3
ავტორი: Lalana
18 მარტი 2019 22:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლა ცხრილს გადავხდე და ვერ ვარ კარგად.რა უბედურებაა იმედია გადაგვიტანენ მატჩებს თორემ ასე ვერც ერთგან მოვიკიდებთ წესიერად ფეხს.
0
№4
ავტორი: kashmara
18 მარტი 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
salami bichebs lalana dawere dzmurad tu ar gezareba cxrili
0
№5
ავტორი: Lalana
18 მარტი 2019 23:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: kashmara
salami bichebs lalana dawere dzmurad tu ar gezareba cxrili

გაუმარჯოს კარგ კაცს.
ვოტფორდის შემდეგ სამ დღეში ვულვთან გვაქვს თამაში გასვლაზე,მერე რვა დღეში ბარსათან სახლში,სამ დღეში ვესთჰემთან სახლში,ისევ სამ დღეში ბარსასთან გასვლაზე,მერე ცოტათი დაისვენებენ ბიჭები და ხუთ დღეში ევერტონთან გვაქვს თამაში,სამ დღეში სიტისთან და ოთხ დღეში ჩელსისთან.დანარჩენს აღარ ჩამოვწერ,ეს კონკრეტულიც აჩენებს რომა ძაან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და არ ვიცი რამდენად გაქაჩავენ ბიჭები.ამიტომაც მინდოდა უფრო მარტივი მეტოქე შეგვხვედროდა და არა ბარსელონა,ძალიან გადაიღლებიან ზედიზედ მალ-მალე ისეთი თამაშები უწევთ.ბარსელონას კი უესკასთან ააქვს თამაში და მერე შემადგენლობას გამოიყვანს,აი ჩვენ კი ძალიან გვჭირდება პრემიერ ლიგაში ქულები.ამიტომ ნამდვილად არ ვართ კარგ მდგომარეობაში.
0
№6
ავტორი: kashmara
18 მარტი 2019 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
shemogevle gagimarjos dzmao.. auf martla mdzime tamashebi gvaq ese gachirdeba tam amdeni tramvebit imedia ormagad mondomeben bichebi da shedegs dadeben tore ese sheleba 4xeulic sanateeli gagvxdes da mere vin mova da wava kacma ar icis margam chven manchesters wuwuni ar shegvshvenis da wi n lomebo
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2019 00:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოთხელში ყველა ვარიანტშო უნდა შევუდეთ
0
№8
ავტორი: Lalana
19 მარტი 2019 00:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: kashmara
shemogevle gagimarjos dzmao.. auf martla mdzime tamashebi gvaq ese gachirdeba tam amdeni tramvebit imedia ormagad mondomeben bichebi da shedegs dadeben tore ese sheleba 4xeulic sanateeli gagvxdes da mere vin mova da wava kacma ar icis margam chven manchesters wuwuni ar shegvshvenis da wi n lomebo

მართალია,წუწუნი ნამდვილად არ შეგვშვენის მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და ამდენი რთული თამაშის ჩატარება ასეთ მოკლე დროში ძალიან რთული იქნება,ფიზიკურადაც და ემოციურადაც.ამავდროულად კი არსენალს მარტივი კალენდარი აქვს,ამიტომ ტოტენჰემის იმედი მაქვს რომ ქულებს დაკარგავს.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
19 მარტი 2019 09:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Lalana
ციტატა: kashmara
shemogevle gagimarjos dzmao.. auf martla mdzime tamashebi gvaq ese gachirdeba tam amdeni tramvebit imedia ormagad mondomeben bichebi da shedegs dadeben tore ese sheleba 4xeulic sanateeli gagvxdes da mere vin mova da wava kacma ar icis margam chven manchesters wuwuni ar shegvshvenis da wi n lomebo

მართალია,წუწუნი ნამდვილად არ შეგვშვენის მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და ამდენი რთული თამაშის ჩატარება ასეთ მოკლე დროში ძალიან რთული იქნება,ფიზიკურადაც და ემოციურადაც.ამავდროულად კი არსენალს მარტივი კალენდარი აქვს,ამიტომ ტოტენჰემის იმედი მაქვს რომ ქულებს დაკარგავს.

უბრალოდ სულ მაგას ვამბობ,რომ ახლა უესკასთან 8 კაცით მოიგებს ბარსა როცა შენ აქეთ პრემიერ ლიგაში თავცენზურა უნდა მოი*ყნა რო ადგილი არ დაკარგო.მერე ადგება ვინმე და გეტყვის ლა ლიგა ჯობია პლ-სო.უბრალოდ ვთვლი რომლიგაზე გამსვლელთა რაოდენობები არასამართლიანადაა. ინგლისიდან უნდა იყოს 4 დანარჩენებიდან 2.მაშინ როდესაც აიწევს იმ ჩემპიონატის დონე,ვგულისხმობ შიდა კონკურენციას,მერე უნდა დაუმატო ადგილები.ინგლისშია და რა დასირებულიც და ***ებითაც იჰო სავსე ფედერაცია იგივე ახლაც.მემკვიდრეობით გადადით ამ ჩათლახებს ეს ვრედნული დამოკიდებულება თუ საიდანაა რო ამდენი წელი არაფერი იცვლება.ამ კალენდარს არც გადახედავს ფედერაცია,კარგია მოს*****იათ პატრონიო იტყვიან.არ გვყავს სიტივით ორი შემდგენლობა თორე იჭიდავებდი და ახლა საპირწონეზე დევს ორი რამ:ოთხეული და ევროპული თავმოყვარეობა.მიმაჩნია მთავარია ოთხეული და ბარსასთან კაპიტულანტურად არ წაგება,ჩვენ ახლა ვაშენებთ გუნდს და პირველივე თვეში ყველაფერზე წაპოტინება სისულელეა.მთავარია გაისად ლიგაზე ვიყოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top