თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2019, 21:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1434,
კომენტარები: 10
მოიესი: "იუნაიტედი" ნებისმიერი მეტოქისთვის მზადაა"
"წითლების" ყოფილი დამრიგებელი სოლსკიაერის გუნდზე საუბრობს.
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრას გამოეხმაურა, სადაც ინგლისური გრანდი, ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

გლაზგოური ფესვების მქონე სპეციალისტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ფრანგული "პარი-სენ ჟერმენის" ბარიერი დაძლია, ისინი ნებისმიერი მეტოქისთვის მზად არიან.

"იუნაიტედს" ძალიან რთული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. თუმცა ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც ინგლისურმა კლუბმა პსჟ დაამარცხა, ისინი ნებისმიერი კალიბრის გუნდთან სათამაშოდ მზად არიან.

ეჭვგარეშეა, რომ შესანიშნავი მატჩების მომსწრენი გავხდებით"
- ციტირებს Sky Sports-ი მოიესის სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2019 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ზუსტად იგივეს ვფიქრობ, თუ გონია ბარსას რომ გაინავარდებს ცდება, ეგრე ეგონა პსჟსაც, მაგრამ დარჩნენ საფრანგეთის თასით ხელში wink
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 მარტი 2019 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალია, არაფერია გამორიცხული. ბარსა ძლიერია, თუმცა უკვე გამოჩნდა როგორ იბრვის ოლეს გუნდი.
0
№3
ავტორი: Svanchester
16 მარტი 2019 21:53
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
არ ვიცი რატომღაც არავის არ აუღნიშნავს, რომ "ბარსელონას" თუ მესი ჰყავს, ჩვენ მეკარეების მესი გვყავს კარებში ასე, რომ ნახევარფინალში გასასვლელად, დე ხეას ძალიან ძალიან დიდი დახმარება დაგვჭირდება )) am
1
№4
ავტორი: england123
16 მარტი 2019 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ციტატა: Svani
არ ვიცი რატომღაც არავის არ აუღნიშნავს, რომ "ბარსელონას" თუ მესი ჰყავს, ჩვენ მეკარეების მესი გვყავს კარებში ასე, რომ ნახევარფინალში გასასვლელად, დე ხეას ძალიან ძალიან დიდი დახმარება დაგვჭირდება )) am

უნდა ჩააახიოთ ბრატალუნიაა მიდით მანჩესტერელებო
0
№5
ავტორი: levionok
16 მარტი 2019 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბარსა მოდი ააააქ რა იყოთ ხალხო გულშემატკივრობის დროსაც რომ შიშით ხართ ფეხბურთს როგორ თამაშობდით(თუ თამაშობდით)? არ დამიწეროთ ვინმემ რო რეალისტები ვართ და ასე შემდეგ! ეს იუნაიტედია და მას ყველაფერი ძალუძს,ვითამაშებთ ამაყად და თუ მოვიგეთ მოვიგეთ თუ არ მოვიგეთ ბარსას დედა ასეც და ისეც აბა ლიგის მოგება როგორ გვინდა ბარსას თუ არ მოუგე და იუვენტუსს სიტის და ა.შ ისე თასს ვინ მოგცემს

დავიღალე იმის კითხვით აუ ბარსა და აუ ბარსა ბარსაა რააა და მორჩა ჩვენ იუნაიტედი ვართ და თუ ვინმეს უხარია იუნაიტედთან შეხვედრა ძალიან ცდება მე მჯერავს ამ გუნდის და დალშე თქვენ როგორც გიდათ ისე უქომაგეთ!
2
№6
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
საერთოდ არ მეშინია საერთოდ... მაგარი იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების❤️
1
№7
ავტორი: giorgisamnidze99
16 მარტი 2019 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დაგვიბრუნდეს ტრამვინებული ფეხბურთელები და მზად დავხდებით ოცნების ტეატრში 2-1 კარგია 1-0 უფრო ჯობს ოცნების თეატრზე მაგრამ ძნელი იქნება გოლი რო არ გაუშვათ ნუ ჯობია ამ ეტაპზე ბარსასთან შეხვედრა თორე ნახევარ ფინალში ძნელი იქნებოდა ბარსას გაგდება .. ერთი მომენტიცაა სუარეზის ეშმაკობა უნდა იცოდენ მსაჯებმაც და ფეხბურთელებმაც მთავარია რო არ იუხეშონ თორე სიაფანტობა სუარეზის მოგონილია .. დეხეა შოუ ლინდელოფი სმოლინგი ფრედი მატიჩი პოგბა მარსიალი სანჩესი ლუკაკუ და რაშფორდი ესენი ხელუხლებელები და მზად იყვნენ და მოვიდეს ბარსამანიები ოლდზე ... იმაში მაინც ვარ დარწმუნებული რო სახლში ოლე არ წააგებს პარიზი გაგვეთილი არის მანჩესტერისთვის
0
№8
ავტორი: onlyred
17 მარტი 2019 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ნუ ეს პესეჟე რომ არაა ყველამ ვიცით
და არც მანჩესტერი არაა დიდად ნაკლები ბარსაზე
ვფიქეობ ისევ ფსიქოლოგიის ამბავია, თორე ლუკაკუ ბევრად მეტს მოძრაობს და ქაჩავს ამ ბოლოს ვიდრე სუა, მარსიალიც თუნდაც ბევრად სასარგებლოა ვიდრე კოუ.
ერთი რაცაა, ფსიქოლოგია,გამოცდილება, საკუთარი ძალების რწმენა, ესაა რაშიც ბარსა მეტია და პლუს მესი,მაგრამ თუ პოგბამ ბოო ბოლო რთულ მატჩში აიღო თავზე თამაში დამიჯერეთ ჯიბეში ჩაიდებს მთელს ბარსას.
იმედია ბოლოსდაბოლოს მეღირსება მაგ ბიჭისგან კაცური თამაში
0
№9
ავტორი: tupaca
17 მარტი 2019 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
წინასწარ ბაქი-ბუქი არ მიყვარს არასდროს მაგრამ 80% დარწმუნებული. ვარ რო ბარსას ვატირებთ, ეს დღევანდელმა თამაშმაც დამაჯერა, ასე რო გვჯეროდეს და ასრულდება
0
№10
ავტორი: stepno
18 მარტი 2019 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წინასწარ ლაპარაკი ზოგადად დამღუპველიაა და ბარსელონას დაღუპავს ეგ ზუსტად:)) მანჩესტერის ესე მარტივად გამოგდება არაა ადვილიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top