თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 15:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 7
სოლსკიაერი: “სქოულზი სამუშაოდ მოვიწვიე“
ინგლისელ ლეგენდას სამწვრთნელო შტაბში მიიღებენ.
სოლსკიაერი: “სქოულზი სამუშაოდ მოვიწვიე“
“მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი მოხარული იქნებოდა პოლ სქოულზის ხილვით მის სამწვრთნელო შტაბში.

“იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმველმა “ოლდჰემ ატლეტიკი“ გუშინ, სამწვრთნელო კარიერის დაწყებიდან 31 დღეში დატოვა და განაცხადა, რომ დაკისრებულ მოვალეობას ისე ვერ ართმევდა თავს, როგორც მას სურდა.

სქოულზის ხელმძღვანელობით “ოლდჰემმა“ სულ შვიდი მატჩი ჩაატარა და მათგან ერთადერთის მოგება მოახერხა, დანარჩენი 6 მატჩიდან კი 3 წააგო.

აღნიშნული შედეგების შემდეგ ინგლისელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა, რაც გუშინ აღასრულა. ოლე გუნარი სქოულზს უკვე დაუკავშირდა და თავის შტაბში მისვლა შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.

“კლუბი რომ დატოვა, ამის მიზეზი ექნებოდა, ასე რომ... მას უნდა ჰკითხოთ. თუ ჩვენთან მოსვლა სურს, სიამოვნებით მივიღებთ და ამის შესახებ უკვე ვესაუბრე, მაგრამ არ დამთანხმდა. ასეთია მენეჯმენტი",
- განაცხადა ნორვეგიელმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
15 მარტი 2019 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
რა დროს სქოულზია? დაგვერხა მაგრად... ბარსელონა!!
1
№2
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: კახა ხოსროშვილი
რა დროს სქოულზია? დაგვერხა მაგრად... ბარსელონა!!

ეგრე ეგონათ პსჟსთანაც ბრატ:)) არაფერი არ დაგვრხევია
2
№3
ავტორი: shotkin
15 მარტი 2019 16:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე პირადად მაგრად გამიტყდა რო პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჯობდა ყველაფერი ჩვენთან გადაგვეწყვიტა
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
15 მარტი 2019 16:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: shotkin
მე პირადად მაგრად გამიტყდა რო პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჯობდა ყველაფერი ჩვენთან გადაგვეწყვიტა

ეგ იყო გულდასაწყვეტი თორე ისე ბარსა კარგია.გამოვჩნდებით რა შეგვიძლია.მოტივაციაც უფრო ექნებათ ბიჭებს
0
№5
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: shotkin
მე პირადად მაგრად გამიტყდა რო პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჯობდა ყველაფერი ჩვენთან გადაგვეწყვიტა

ეგ იყო გულდასაწყვეტი თორე ისე ბარსა კარგია.გამოვჩნდებით რა შეგვიძლია.მოტივაციაც უფრო ექნებათ ბიჭებს

მე პირიქით პირველი თამაში ოლდზე მინდოდა და ეგრეც იქნება. გასვლაზე რა შეგვიძლია ეს კარგად გამოჩნდა უკვე და დარწმინებული ვარ ბარსელონაში მშვენივრად ვითამაშებთ. 50-50 მგონია შანსები მიუხედავად იმისა რომ მესი ბარსაში თამაშობს :დდ
1
№6
ავტორი: temo-scholes
15 მარტი 2019 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
არადა სქოულზი როგორ ძაან მინდა რა სამწვრთნელო შტაბში... იმედია გადაიფიქრებს და მოვა მაინც...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 21:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩემპიონშიპის გუნდში რო მაინც მივიდეს კაია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top