თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 14:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1351,
კომენტარები: 4
სანჩესი კვირას ვარჯიშებს დაუბრუნდება
ნორვეგიელმა ჩილელის ფიზიკურ ფორმაზეც ისაუბრა.
სანჩესი კვირას ვარჯიშებს დაუბრუნდება
“მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ალექსის სანჩესი კვირას ვარჯიშებს განაახლებს, თუმცა თამაშს რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს.

ჩილელმა შემტევმა ტრავმა პსჟ-სთან მატჩში მიიღო და პირველი ტაიმში დატოვა მოედანი. მას შემდეგ ალექსისმა თავის ყოფილ გუნდთან დაპისპირება გამოტოვა და ვერც ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ოლე გუნარი აცხადებს, სანჩესი მხოლოდ დამოუკიდებლად ვარჯიშობდა და საერთო ჯგუფს კვირას შეუერთდება.

“კვირას დაგვიბრუნდება, ჯერ ბალახზე არ უვარჯიშია. "ბარსელონაში" თავისიანების სანახავად იმყოფებოდა და კიდევ რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ "ევერტონის", "სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩების პერიოდამდე რომ მივალთ, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება.

იმედი მაქვს, თავის ჩვეულ ფორმას აღიდგენს. ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვერასდროს იქნები, მაგრამ ალექსის ძალიან მონდომებული ადამიანია. მას უყვარს ფეხბურთი და აკეთებს ყველაფერს, რათა დაბრუნდებს და თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს",
- განაცხადა ოლე გუნარმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: england123
15 მარტი 2019 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
დიდი იმედი მაქვს იუნაიტედს პორტოს შეხვდებააა

მინდა ბარსა იუვეს დაეტაკოს დაა გააპანღუროს ბარსა იუვემ რეალი მევასება და რონალდოს პონტში
0
№2
ავტორი: PACO
15 მარტი 2019 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ეს უეჭველი უნდა გაყიდოს მანჩესტერმა, მაგრამ დიდი ალბათობით ვერ გაყიდის ვუდვარდის გლეობის გამო ტიპს ნახევარი მილიონი დოლარი აქვს კვირაში ხელფასი :დ ამხელა ხელფას ჩინეთის და იაპონიის გარდა მგონი არავინ გადაიხდის და არც ისინი გადაიხდიან მგონი :დ დე ხეას კიდე ეჯიკავებიან 350 000 დათახმდიო და ამ გლეს კიდე 370 000 აქვს, ასეთი სამართლის დედაც.
1
№3
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია ვადაზე ადრე დაბრუნდება
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 21:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ტრავმა უნდოდა?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top