თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 14:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1443,
კომენტარები: 6
ოლე პოტენციური მეტოქის შესახებ
სოლსკიაერმა კენჭისყრის წინ კომენტარი გააკეთა.
ოლე პოტენციური მეტოქის შესახებ
“მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება მისი გუნდის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებად ითამაშებს.

“წითელი ეშმაკები“ დღეს 1/4 ფინალური ეტაპის მეტოქის ვინაობას გაიგებენ, როცა კენჭისყრა ჩატარდება.

პოტენციურ მეტოქეებს შორის ინგლისის სამი გუნდია, რომელთაგან მხოლოდ ერთს არ დაპირისპირებია ნორვეგიელი მწვრთნელის რანგში. “მანჩესტერ სიტიმ“ “შალკეს“ განადგურების შემდეგ “ლივერპულსა“ და “ტოტენჰემთან“ ერთად მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური.

საუკეთესო რვა გუნდს შორის არიან “აიაქსი“, “ბარსელონა“, “იუვენტუსი“ და “პორტუც“, რომელიც მრავალჯერადი გამოკითხვის შედეგად, “იუნაიტედის“ გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასურველი მეტოქეა.

თუმცა, იმავე პოზოციას არ იზიარებს ოლე გუნარი, რომელიც მეტოქის ვინაობას მნიშვნელობას არ ანიჭებს:

“რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში გავედით, როგორც ბევრი სხვა კარგი გუნდი. რამდენიმე საათში გავიგებთ, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. მანამდე კი ძალიან სასიამოვნო იყო სხვა მატჩების ყურება.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, რადგან თუ მოსაგებად გადიხარ, ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩი გელის“,
- განაცხადა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
პორტო პორტო ეს გვინდა :))
0
№2
15 მარტი 2019 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
ოღონდ ბარსელონა არა, გაგვაუბედურებენ!
1
№3
ავტორი: england123
15 მარტი 2019 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ოღონდ ბარსელონა არა, გაგვაუბედურებენ!

ბარსას იუვეს დაატაკებენ და გააგდებს იუვე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 15:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შესაბამისი კომენტარია მწვრთნელის მხრიდან
0
№5
ავტორი: shotkin
15 მარტი 2019 16:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხოდა ბარსა გარუნე ოლეეე
0
№6
ავტორი: giorgiginturi
15 მარტი 2019 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ოლეე შე ჯიგარო, შენ თუ ეხლა ბასკებს გაცდი საღოლ ძმაო, თასიც შენია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top