თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 13:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1296,
კომენტარები: 4
ბლინდი: "იუნაიტედის" მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს"
ჰოლანდიელმა ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი მეტოქე დაასახელა.
ბლინდი:
მადრიდში ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, სადაც ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა მადრიდული გრანდი დამაჯერებელი ანგარიშით 1-4 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ჰოლანდიელები დღეს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე ჩასატარებელ კენჭისყრას და შემდეგ მოწინააღმდეგეს დაელოდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ჰოლანდიური კლუბის ღირსების დამცველმა დეილი ბლინდმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მათთვის სასურველი შემდეგი მეტოქე დაასახელა.

"მოდით დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს, თუმცა ნათელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს" - განაცხადა ჰოლანდიელმა.

29 წლის ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2014 წლიდან 2018 წლამდე ასპარეზობდა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 13:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარჩიელობას აზრი არ აქვს დაველოდოთ და ვნახოთ ვინ შეგვხვდება, ყველა გუნდს შეუძლია დიდი საფრთხის შექმნა.
0
№2
ავტორი: JuanMata
15 მარტი 2019 14:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
აქამდე არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ მგონი ბლინდს ოლე კარგად გამოიყენებდა მანჩესტერში.
სწრაფ კონტრშეტევების დასაწყებად იდეალური ფეხბურთელია, უზუსტეს პასებს აკეთებს, დაბალს, მაღალს ნებისმიერ მონაკვეთში. ერთი სისწრაფის პრობლემა აქვს, მაგრამ აიაქსში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება
0
№3
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვეღარ ვითმენ უკვე:))
0
№4
ავტორი: deqstera
15 მარტი 2019 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მაგრად მომწონდა ეს ფეხბურთელი, ფერდინანდის მერე ესეთი ჭკვიანი მცველი არგვყოლია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top