სოლსკიაერი ამ წუთებში პრესკონფერნეციას მართავს, სადაც "იუნაიტედის" ხუთ ტრავმირებულ ფეხბურთელზე ისაუბრა.
"ჩვენ ნელ-ნელა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან. ისინი გასულ კვირასთან შედარებით მეტი დატვირთვით ვარჯიშობენ. ჯესი ლინგარდი და ანდერ ერერა ბევრად უკეთ გრძნობენ თავს. რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, მან ტერფი დაიზიანა, დღეს ექიმები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ და ნახავენ შეძლებს თუ არა თამაშს "ვულვზის" წინააღმდეგ."
"დაცვის ხაზიდან ფილ ჯონსიც დაგვიბრუნდა, ასე რომ გაცილებით უფრო ძლიერად ვგრძნობთ თავს. მეისონი ავად იყო, ასე რომ ამ კვირაში ვარჯიში არ ჩაუტარებია. მან შეიძლება დღეს დილას ივარჯიშოს, მაგრამ მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, როგორ იგრძნობენ ბიჭები თავს."
შეგახსენებთ, რომ ხვალ "იუნაიტედს" "ვულვზი" უმასპინძლებს. აღნიშნულ ფეხბურთელებთან ერთად ტრავმირებულები არიან ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანიც. გარდა ამისა, ხვალ მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს ვერც კაპიტანი, ეშლი იანგი, ორი ყვითელი ბარათის გამო. მის ადგილს დიდი ალბათობით, დიოგო დალო დაიკავებს.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.