თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 13:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1258,
კომენტარები: 3
ფრედი: "ტიტული სახლში უნდა წამოვიღოთ"
ფრედს ტიტული სურს.
ფრედი:
ბრაზილიელ ნახევარმცველს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის თასის ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს.

"მოუთმენლად ველი ამ მატჩს. ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ მაყურებელს კარგი საგანახაობა ელის. ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებული დატვირთვისაა, რადგან სწორედ "ვულვზის" წინააღმდეგ გავიტანე პირველი გოლი "იუნაიტედის" მაისურით. მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს. მინდა, რომ მივიდე და ვითამაშო, სხვა არაფერი მსურს."

"ვულვზი" ძალიან კარგი გუნდია, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ წინ მარტივი მატჩი არ გველის, ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. გააზრებული გვაქვს, რამდენად რთულია მათთან ჩასვლა, მაგრამ მოსაგებად მივდივართ. ვნახოთ, რა მოხდება."

როგორც თავად აღნიშნა, ფრედმა პირველი გოლი "იუნაიტედის" მაისურით "ვულვზის" წინააღმდეგ გაიტანა. ნახევარცმველი ამ მოგონებებს იხსენებს:

"კარგად მახსოვს ეს მომენტი. გოლი ჩემს შვილს მივუძღვენი, რომელიც ჯერ დაბადებული არ იყო. მართლა ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვიყავი."

"ლამაზი გოლი გამოვიდა. იმ მატჩში კარგად ვითამაშე და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მიდიოდა. პოლმა კარგი ასისტი გამიკეთა, შემდგომ მარჯვენა ფეხით დავარტყი, რომელიც ჩემი ყველაზე ძლიერი ფეხი არ არის, მაგრამ მაინც წავიდა და გოლიც გავიდა. ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი, ყველა დეტალი მახსოვს. მახსოვს რამდენად ბედნიერი ვიყავი გოლის გატანით. ეს ჩემი პირველი გოლი იყო "ოლდ ტრაფორზე" და ზუსტად "ვულვზის" წინააღმდეგ. ახლაც, როცა ვფიქრობ, ცხადად ვხედავ იმ მომენტებს."

"მოედანზე მონიკაც იყო და ჩემთან ერთად ისიც ძალიან ბედნიერი გახლდათ. როგორც უკვე გითხარით, ფეხმძიმედ იყო და გოლი ორმაგი ემოციეით აღნიშნა. მიხარია, რომ მოვახერხე მეტოქის კარის დალაშქვრა და ამ გოლის ბენჟამინისთვის მიძღვნა."

"რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტიტულების მოსაგებად ბრძოლა განვაგრძოთ. ეს დიდებული კლუბია, რომელიც ბევრ ტიტულსაა მიჩვეული. წინ ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველაფერს ვეცდებით, რათა თასი სახლში მოვიტანოთ. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, ეს არარეალური არ არის. ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ამას ხვალ დაინახავთ. მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ და ტიტული სახლში წამოვიღოთ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აუცილებლად მოსაგები თამაშია

ისე უცებ მეგონა ლიგის ტიტულზე თუ ამბობდა wink
0
№2
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მთავარიი განწყობაა და ჩვენ ძალიან მაგარი განწყობა გვაქ რაც ოლეს დამსახურებაა. ყველაფრის მოგება შეგვიძლია ეგეთი მიდგომით love
0
№3
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რთული თამაში იქნება მაგრამ მოსაგებია უეჭველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top