თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1281,
კომენტარები: 5
ლუკაკუ სათასო მატჩს გამოტოვებს
ბელგიელმა ტრავმა მიიღო.
ლუკაკუ სათასო მატჩს გამოტოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ინგლისის თასზე "ვულვზთან" მატჩის მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს.

ბელგიელმა ტრავმა ჯერ კიდევ პსჟ-სთან მატჩში მარკინიოსთან შეჯახებისას მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად "არსენალთან" წაგებულ შეხვედრაში მაინც ითამაშა, სადაც ტრავმა გაიღიზიანა.

"იუნაიტედის" სამედიცინო შტაბის ცნობით, რომელუ რამდენიმე კვირას გამოტოვებს და იგი ვერც ბელგიის ნაკრებს დაეხმარება საერთაშორისო მატჩებში.

25 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და 4 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და ლუკაკუს გარდა გუნდს ვერ დაეხმარებიან სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც, რომელთა რიგებში არიან ანდერ ერერა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, მატეო დარმიანი, ალექსის სანჩესი, ანტონიო ვალენსია და ფილ ჯონსი. თუმცა, რამდენიმე მათგანი, შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს, რის შესახებაც დღეს ნორვეგიელი მწვრთნელი თავის პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

წყარო: the times
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 მარტი 2019 13:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აუ ამ ტანებმა უკვე ტვინის *****ა დაიწყო რა ვულვზთან გვჭირდებოდა ეს კაცი

ტვინი მოი**** უკვე ამ ტრანვებით
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 13:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არადა რა მაგარ ფორმაში იყო და რა ცუდ დროს მიიღო ტრავმა
0
№3
ავტორი: LASHQARA
15 მარტი 2019 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო შემადგენლობაში ის მოხდა, მაგრამ რას ვიზავთ, იმედია მალე დაბრუნდება love
0
№4
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ღადაოოობთ?? იმედიაა სერიოზული არაა თორეე ყველანაირ შანს დავკარგავთ როგორც ლიგაზე ისე 4 ეულისთვის ბრძოლაში
0
№5
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აუ მართლა რა გვჭირს ვინ დაგვწყევლა ტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top