თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 12:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1325,
კომენტარები: 3
UEFA-ს განცხადება
საფეხბურთო ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა.
UEFA-ს განცხადება
UEFA-ს ოფიციალური ცნობის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საშინაო მატჩს ერთ დღეს ვერ ჩაატარებენ.

დღეს თბილისის დროით 15 საათზე "წითელი ეშმაკები" და "ქალაქელები" თავიანთი მეტოქის ვინაობას გაიგებენ და ასევე ცნობილი გახდება, თუ რომელ დღეს სად ჩაატარებენ პირველ მატჩს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მატჩები 9 და 10 აპრილს განახლდება და მასში ოთხი ინგლისური გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ნებისმიერს აქვს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება.

თუმცა, როგორც UEFA იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად მანჩესტერულ გუნდებს პირველი მატჩის საშინაო არენაზე გამართვა ერთსა და იმავე დღეს მოუწევთ, "იუნაიტედი" იძულებული იქნება, მეტოქეს გადაუცვალოს და 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად ჩაატაროს.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ქალაქ მანჩესტერის პოლიციით მოთხოვნით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორივე მატჩის ერთ დღეს ჩატარება საფრთხეს შეუქმნის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს.

UEFA-მ პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება "მანჩესტერ სიტის" იმიტომ არ დაავალა, რომ "ქალაქელები" საკლუბო რეიტინგში "იუნაიტედზე" მაღლა დგანან.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება ერთი მხრივ კარგიც იყოს
2
№2
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საკუთარ მოედანზე ჯობიაა 1 თამაშიი იმედია ეგრე მოგვიწევს
0
№3
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Vnaxot aba davelodot kenchisyras
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top