თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 11:15
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1283,
კომენტარები: 8
სქოულზმა თანამდებობა დატოვა
ლეგენდარულმა ინგლისელმა "ოლდჰემ ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
სქოულზმა თანამდებობა დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა დაადასტურა, რომ "ოლდჰემ ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

"გადავწყვიტე, კლუბი დაუყოვნებლივ დავტოვო. იმედი მქონდა, რომ 18 თვეს გავატარებდი კლუბში, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვგულშემატკივრობ. ფანებმა, ოჯახმა, ჩემმა მეგობრებმა - ყველას იცის, როგორ სიამაყესა და აღფრთოვანებას განვიცდიდი ამ სამუშაოს მიღების გამო.

სამწუხაროდ, აქ გატარებული მცირე დროის განმავლობაში მივხვდი, რომ საქმეს ვერ ვუძღვები ისე, როგორც ამას დასაწყისში ვაპირებდი. გულშემატკივარს, პერსონალსა და ფეხბურთელებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მათ ყურებას და გულშემატკივრობას კვლავ გავაგრძელებ"
- განაცხადა სქოულზმა.

ლეგენდარულმა ინგლისელმა თავის ბავშვობის კლუბში მხოლოდ 31 დღე გაატარა. სქოულზის კარიერა მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებით დაიწყო, როცა გუნდმა 4-1 დაამრცხა "იოვილი", თუნცა ეს ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდა იმ 7 მატჩიდან, რომელშიც მან კლუბს უხელმძღვანელა. სქოულზის მწვრთნელობის პერიოდში "ოლდჰემ ატლეტიკმა" 7 მატჩიდან 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
15 მარტი 2019 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
არაუშავს პოლ, ცხოვრება გრძელდება. შემდგომში ისწავლი ყველაფერს მწვრთნელობის შესახებ. და უფრო უკეთ გაუძღვები ნებისმიერ გუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვაა რა საინტერესოაა რატოო არ გამოუვიდაა
0
№3
ავტორი: dybbuk
15 მარტი 2019 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება დიდი მწვრთნელი, მაგრამ ამ კაცს რომ ვგულშემატკივრობ ეგრე რავიცი, ძალიან მინდა რომ ერთ დღეს იუნაიტედს ჩაუდგეს სათავეში, რიჟა გენიოსი, მეამაყება რომ ჩემ საყვარელ გუნდში ესეთი დიდი პერსონა და ფეხბურთელი თამაშობდა, არაუშავს, ეგრე დაიწყო ოლემაც კარდიფში და ეხა ი ვხედავთ რას აკეთებს. ზოგადად ძალიან განსხვავდება ისეთი გუნდის გაწრვთნა რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის, აბსოლუტურად სხვადასხვაა
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ან მისვლა რა იყო ან წასვლა

წარმატებები პოლს
0
№5
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2019 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sainteresoa martla Ra moxda
0
№6
ავტორი: makaveli
15 მარტი 2019 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გასაგებია რო ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება მწვრთნელი მაგრამ ოლდჰემით ნუ განვსაზღვრავთ ძალიან გთხოვთ, მიიყვანონ აბა ჟოზე ან გვარდიოლა რას იზავენ უსუსტესი ოლდჰემ ატლეტიკით
0
№7
ავტორი: dybbuk
15 მარტი 2019 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: makaveli
გასაგებია რო ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება მწვრთნელი მაგრამ ოლდჰემით ნუ განვსაზღვრავთ ძალიან გთხოვთ, მიიყვანონ აბა ჟოზე ან გვარდიოლა რას იზავენ უსუსტესი ოლდჰემ ატლეტიკით

ჩემს კომენტარს თუ გულისხმობ, ბოლოში მეც ეგ დავწერე და არავინ არ აკნინებს მის პოტენციალს, ყოველ შემთხვევაში აქ ვინც დაპოსტა ცუდი არავის უთქვამს და დიდ ფეხბურთელებზე და მერე დიდ ტრენერებზე მარტო მე დავწერე და რაც წერია ბოლომდე წაგეკითხა ბარემ
0
№8
ავტორი: makaveli
18 მარტი 2019 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: dybbuk
ციტატა: makaveli
გასაგებია რო ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება მწვრთნელი მაგრამ ოლდჰემით ნუ განვსაზღვრავთ ძალიან გთხოვთ, მიიყვანონ აბა ჟოზე ან გვარდიოლა რას იზავენ უსუსტესი ოლდჰემ ატლეტიკით

ჩემს კომენტარს თუ გულისხმობ, ბოლოში მეც ეგ დავწერე და არავინ არ აკნინებს მის პოტენციალს, ყოველ შემთხვევაში აქ ვინც დაპოსტა ცუდი არავის უთქვამს და დიდ ფეხბურთელებზე და მერე დიდ ტრენერებზე მარტო მე დავწერე და რაც წერია ბოლომდე წაგეკითხა ბარემ

სართოდ არ წამიკითხავს კომენტარები ძმა ტელეფონით რო ვარ არ მიხსნის ხოლმე პირდაპირ ჩემი აზრი დავწერე :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top