თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2019, 22:02
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" რაბიოსთვის ბრძოლაში ჩაერთო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ადრიენ რაბიოს გადაბირება სურს.
პსჟ-ს ფრანგი ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ნახევარმცველი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

პარიზელებს რაბიოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდათ, მაგრამ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. მხარეებს შორის საუბრები შეწყვეტილია, რაც პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა. ამის გამო, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ის განაცხადიდან ამოაგდო.

The Sun-ის ცნობით, ოლე გუნარ სოლსკიაერს მისი ხილვა "იუნაიტედში" სურს. მანჩესტერული კლუბი მზადაა ფეხბურთელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომელსაც ხელფასის სახით კვირაში 200 ათასი ფუნტი სურს.

რაბიოს სიტუაციას რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება, ყველაზე მეტად მისი შეძენით კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი. ფრანგს გერმანული გრანდიც აკვირდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარზე მის გადაბირებას "ბაიერნი" ცდილობდა.

23 წლის ნახევარმცველი ფრანგული კლუბის აღზრდილი გახლავთ. მისი სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 50 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, დიდი ალბათობით, პსჟ-ს მისი დათმობა უფასოდ მოუწევს.
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მითუმეტეს უფასოდ რავი ამაზე კაი ვარიანტი რა უნდა იყოს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2019 23:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა ეცადონ ყველანაირად და მოიყვანონ
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
15 მარტი 2019 00:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ikeoni
მითუმეტეს უფასოდ რავი ამაზე კაი ვარიანტი რა უნდა იყოს

შენ კი მიძახი გევასება რაბიოო მაგრამ ამის მოყვანას ვერატზე იჩალიჩონ და რამდენიც უნდათ იმდენი გადაიხადონ და თუნდაც ხარკი უხადონ ყოველ კვირაში:))
0
№4
ავტორი: dybbuk
15 მარტი 2019 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi

ვერატი ყველა გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია და ყველა გრანდს გააძლიერებდა უდაოდ, მაგრამ უფასოდ რაბიო ნამდვილად არაა ხელიდან გასაშვები, დიდი ხანია ვიძახი ნეტა თუნდაც ინტერესის დონეზე დაიწერებოდესთქო და მართლა მაგრად გამისწორდება თუ საბოლოოდ ჩვენთან აღმოჩნდება, თუ ესე მოხდება მერე მაკტომინეის პროგრესს ძალიან მშვიდად და წყნარად დაველოდები:)))
0
№5
ავტორი: PaLoMo
15 მარტი 2019 01:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
უფასოდაა თან და მიცენ რასაც მოითხოვს და მოვიდეს ასაკი იდეალური გამოცდილია და საკაიფო კოთამაშეა გაგავძლიერებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Dato kutaisi
15 მარტი 2019 08:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
მითუმეტეს უფასოდ რავი ამაზე კაი ვარიანტი რა უნდა იყოს

შენ კი მიძახი გევასება რაბიოო მაგრამ ამის მოყვანას ვერატზე იჩალიჩონ და რამდენიც უნდათ იმდენი გადაიხადონ და თუნდაც ხარკი უხადონ ყოველ კვირაში:))

ვერატი ყველა გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია და ყველა გრანდს გააძლიერებდა უდაოდ, მაგრამ უფასოდ რაბიო ნამდვილად არაა ხელიდან გასაშვები, დიდი ხანია ვიძახი ნეტა თუნდაც ინტერესის დონეზე დაიწერებოდესთქო და მართლა მაგრად გამისწორდება თუ საბოლოოდ ჩვენთან აღმოჩნდება, თუ ესე მოხდება მერე მაკტომინეის პროგრესს ძალიან მშვიდად და წყნარად დაველოდები:)))

ბაზარი არაა მეგობარო უბრალოდ ვიხუმრე თორე ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო ნათქვამია.
ზოგადად მზოლოდ მსოფლიოზე ნათამაშევი მახსოვს ამის და ბარსასთან პირველ თამაშში.ბევრი არც ვიცი ამის შესახებ რას წარმოადგენს მაგრამ რახან ყველას მოწონს,იყოს შეგვიფუთეთ:)))
0
№7
ავტორი: gaga1987
15 მარტი 2019 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Me piradad dzalian momwons
0
№8
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვეარტიიი დაგვხატავდაა მაგრაამ არ მჯერაა მაგის აქ მოსვლის :(( უფასოდ ესეც მშვენერი იქნება
0
№9
ავტორი: რეალისტი
15 მარტი 2019 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
უფასოდ ამაზე კარგი ვინ გინდათ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№10
ავტორი: dybbuk
15 მარტი 2019 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
მითუმეტეს უფასოდ რავი ამაზე კაი ვარიანტი რა უნდა იყოს

შენ კი მიძახი გევასება რაბიოო მაგრამ ამის მოყვანას ვერატზე იჩალიჩონ და რამდენიც უნდათ იმდენი გადაიხადონ და თუნდაც ხარკი უხადონ ყოველ კვირაში:))

ვერატი ყველა გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია და ყველა გრანდს გააძლიერებდა უდაოდ, მაგრამ უფასოდ რაბიო ნამდვილად არაა ხელიდან გასაშვები, დიდი ხანია ვიძახი ნეტა თუნდაც ინტერესის დონეზე დაიწერებოდესთქო და მართლა მაგრად გამისწორდება თუ საბოლოოდ ჩვენთან აღმოჩნდება, თუ ესე მოხდება მერე მაკტომინეის პროგრესს ძალიან მშვიდად და წყნარად დაველოდები:)))

ბაზარი არაა მეგობარო უბრალოდ ვიხუმრე თორე ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო ნათქვამია.
ზოგადად მზოლოდ მსოფლიოზე ნათამაშევი მახსოვს ამის და ბარსასთან პირველ თამაშში.ბევრი არც ვიცი ამის შესახებ რას წარმოადგენს მაგრამ რახან ყველას მოწონს,იყოს შეგვიფუთეთ:)))

ლიგა 1ს დიდი ბალეშიკი არ ვარ, მაგრამ სადაც ვუყურე პსჟს თამაშებს შიდა ჩემპში და ლიგაზეც, ხშირად ვაკვირდებოდი კონკრეტულად რაბიოს და მართლა ძალიან კარგი ბიჭია, ასაკთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი გახდება, მის პოზიციაზე უკეთესი არავინ გვყავს, აგერ იუვემ მაგ ნაჩუქარი ცხენებით გაილაღა დოღზე:)))) ისე გამიკვირდა რომ არ იცნობ ამ ფეხბურთელს, როგორც მახსოვს ერთი თაობა ვართ და საკმაოდ კარგად ხარ ჩახედული ამ სპორტში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top