თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2019, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1484,
კომენტარები: 3
ტრებლის გუნდის ნახევარდაცვა დადასტურდა
შემადგენლობის კიდევ ოთხი წევრი გახდა ცნობილი.
ტრებლის გუნდის ნახევარდაცვა დადასტურდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტრებლის გუნდის შემადგენლობის დაკომოლექტება გრძელდება და ამჯერად ნახევარმცველების ვინაობა გახდა ცნობილი.

სახელოვანი კლას 92-ის წევრები, ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი და პოლ სქოულზი 2019 წლის 26 მაისს საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, ყოფილი შვედი ვინგერი იესპერ ბლომქვისტი კი ლეგენდების ოთახში იქნება.

ნახევარმცველები შეუერთდებიან 1998/99 წლების სეზონის გუნდის მცველებს, რომელთა რიგებში არიან ძმები ნევილები, იაპ სტამი და დენის ირვინი, დიდებული დანიელი პეტერ შმეიხელი კი კარის დარაჯის პოზიციას დაიკავებს.

გუნდს, რომელსაც ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაწვრთნის, თავდამსხმელები უახლოეს კვირებში შეუერთდებიან.

ტრებლის ხელახალი გათამაშების მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ შედგება 1999 წლის ფინალიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ. მატჩისგან მიღებული შემოსავალი მთლიანად დიდი მანჩესტერის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს მოხმარდებათ.

1999 წელი "იუნაიტედის" 140-წლიანი ისტორიის ყველაზე გამორჩეული სეზონია და გულშემატკივარს შეუძლია, 26 მაისს "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექსი და რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელი იხილოს ორივე გუნდის რიგებში.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2019 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგრად ველოდები ამ თამაშს და კიდე ერთხელ ატირებულ კუფურს:)))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2019 23:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ო რა კარგი საყურებელი იქმება :)
0
№3
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარიი იქნებაა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top