დანიელი "იუნაიტედს" შეურთდა "ალესუნდსიდან" თითქმის 2 წლის წინ და მან მხოლოდ 24-ჯერ შეძლო და ითამაშა პრემიერ ლიგაში. მან ბოლოს "რედინგის" წინააღმდეგ ითამაშა დეკემბერში, როდესაც "იუნაიტედმა" მოწინააღმდეგე 4-3 დაამარცხა, მას მერე კი კარს ესპანელი დარაჯობს, მაშინ კი ანდრესი, მხოლოდ დე ხეას ტრამვის გამო იცავდა წითლების კარს. 28 წლის ფეხბურთელს სიამოვნებს "იუნაიტედში" ყოფნა, თუმცა მისი მთავარი მიზანი დე ხეას შეცვლა და რეგულარულ ნომერ პირველ მეკარედ ჩამოყალიბებაა. "მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ის პერიოდი რაც ამ კლუბში გავატარე, წარმატებული იყო." განაცხადა დანიელმა ფეხბურთელმა. ანდერსის თქმით კლუბს, როგორც პატარა თევზი ისე შეურთდა, ამიტომაც ის ყოველთვის მზად უნდა იყოს... "პირადად მე, ვთვლი რომ ვერ ავიხდინე ჩემი ოცნება "იუნაიტედში", გავმხდარიყავი ნომერ პირველი. მე მინდა, რომ ვიყო რეგლარული სასტარტო მეკარე და ვითამაშო დიდი თამაშები. ეს არის ჩემი მიზანი, მე მჯერა საკუთარი თავის." - დაასრულა ლინდერგარდმა.