თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2019, 13:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1532,
კომენტარები: 5
"ტოტენჰემმა" ბელგიელს ფასი დაადო
დიდი ალბათობით ალდერვეირელდი ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობას და ახალი სახეების დამატებას გეგმავს. "წითელ ეშმაკებს" სხვადასხვა პოზიციების გაძლიერება სურთ.

მათი უმთავრესი საზრუნავი დიდი ალბათობით დაცვის ცენტრალური ხაზის შესამჩნევად გაძლიერება იქნება. ოლე გუნარ სოლსკიაერის სატრანსფერო სიაში, სხვა მცველებთან ერთად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდის ფეხბურთელი ტობი ალდერვეირელდიც შედის რომელსაც, დღეს გავრცელებული ცნობით "დეზებმა" ფასიც დაადეს.

"ტოტენჰემი" მზად არის საკუთარ უკანახაზელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. იუწყება - Mirror.

ცენტრალური მცველით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ალდერვეირელდი, "იუნაიტედის" პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ითვლებოდა, მაშინ როდესაც კლუბის ხელმძღვანელის პოსტს, პორტუგალიელი მენეჯერი ჟოზე მოურინიო იკავებდა.
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2019 15:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამის, სნეიდერის და ბეილის მარადიულ ტრანსფერებზე წიგნი უნდა გამოიცეს
1
№2
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2019 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ამის, სნეიდერის და ბეილის მარადიულ ტრანსფერებზე წიგნი უნდა გამოიცეს

აუ მაგაზე სულ მეცინება ძმა :)))
1
№3
ავტორი: gaga1987
14 მარტი 2019 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Am fasad nachukari gamodis iseti fasevia
0
№4
ავტორი: PaLoMo
14 მარტი 2019 18:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ეს ზაფხულში უფასო არ გახდება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიციი რავიციიი რამდენაად გააძლიერებს ეს გუნდსს და რამდენაად ამოავსებს დავაში ცარიელ ადგილს :)) მე უფრო მაღალი დონის მცველი მინდაა მაგრამ სადააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top