თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2019, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2767,
კომენტარები: 9
"იუნაიტედის" ისტორია პოტენციურ მეტოქეებთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" კენჭისყრის მოლოდინშია.
პარასკევს გაირკვევა, თუ ვინ შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ევროპის ელიტარულ ტურნირზე რამდენიმე ძლიერი მეტოქის გავარდნის მიუხედავად, "იუნაიტედს" არ ექნება იმის ილუზია, რომ მეოთხედფინალში იოლი მატჩი ელის. ტურნირზე შემორჩენილ თითოეულ მეტოქეს "იუნაიტედი" მანამდეც დაპირისპირებია ევროპისა თუ შიდა ჩემპიონატის მასშტაბით.

ეს გუნდებია:

"აიაქსი"

რა თქმა უნდა, პარიზში "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების შემდეგ "აიაქსის" მიერ მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიღწეული შედეგი დიდებულია.

თუ ერიკ ტენ ჰააგის გუნდს დავუპირსპირდებით, ეს "აიაქსისა" და "იუნაიტედის"პირველი შეხვედრა იქნება ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა მანამდე ეს გუნდები UEFA-ს თასსა და ევროპა ლიგაზე გადაყრიან ერთმანეთს. ყველაზე ბოლო დაპირისპირება "იუნაიტედის" გულშემატკივრად კარგად დაამახსოვრდა, ვინაიდან სტოქჰოლმში გამართულ ფინალში ჟოზე მოურინიოს ყოფილმა გუნდმა 2-0 მოიგო.


"იუვენტუსი"

გუნდი, რომელთანაც "იუნაიტედი" წარსულში დიდ მატჩებს ატარებდა. "წითლები" "ბებერ ქალბატონს" მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მიუხედავად "ოლდ ტრაფორდზე" განცდილი მარცხისა, ბოლო სიტყვა მაინც "იუნაიტედმა" თქვა, ვინაიდან ტურინში ხუან მატას საჯარიმო დარტყმითა და გვიანდელი ავტოგოლით გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა პლეი-ოფში გასასვლელად.

ამ გუნდების დაპირისპირება ევროპის მასშტაბით სულ 14-ჯერ შედგა. 1984 წლის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში რონ ატკინსონის ტრავმებით გაწამებულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით განიცადა მარცხი, თუმცა 1999 წელს სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ბარსელონაში დიდებული საღამოს მოწყობას სწორედ "იუვენტუსის" დამარცხებით ჩაუყარეს საფუძველი.

"მანჩესტერ სიტი"

მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ევროტურნირის მასშტაბით არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს, როცა სათასო მატჩებზე მიდგება საქმე, "წითლები" და "ცისფერები" შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს. ინგლისის თასზე სულ 9 შეხვედრა ჩატარდა მათ შორის და 6 შემთხვევაში "იუნაიტედი" იმარჯვებდა, ხოლო ლიგის თასზე ისინი ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2010 წელს "ეტიჰადზე" პირველ მატჩში 2-1 დამარცხების შემდეგ ალექს ფერგიუსონის გუნდმა საპასუხო მატჩში ორი მატჩის ჯამში 4-3 მოიგო და "უემბლის" საგზური მოიპოვა, სადაც შემდეგ ტიტული აღმართა.


"პორტუ"

10 წელი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" უკანასკნელი დაპირისპირების შემდეგ. შთამბეჭდავ გამარჯვებებს შორისაა 1997 წლის მეოთხედფინალში მოპოვებული 4-0 გამარჯვება, ყველაზე ბოლო კი 2009 წლით თარიღდება, როცა ნახევარფინალში "იუნაიტედმა" ორი მატჩის ჯამში 3-2 მოიგო.

"ტოტენჰემი"

რაც შეეხებათ "დეზებს", ამ გუნდს "იუნაიტედი" ერთადერთხელ შეხვდა ევროპულ ტურნირზე - 1963 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასზე. "წითლებმა" პირველ მატჩში განცდილი მარცხი აღმოფხვრეს და "ოლდ ტრაფორდზე" 4-0 იმარჯვეს, საბოლოოდ კი ორი მატჩის ჯამში 4-2 დაფიქსირდა "წითლების" სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბოლო მატჩს, იგი "უემბლიზე" შედგა და "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო მარკუს რეშფორდის გოლის წყალობით. თუ კენჭისყრა "ტოტენჰემს" შეგვახვედრებს, ერთ-ერთი მატჩი ლონდონელთა ახალ სტადიონზე გაიმართება.

"ბარსელონა"


რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" "უემბლიზე" "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი მატჩითა და გატანილი გოლებით სრულდებოდა. ტრებლის მოგების წელს "იუნაიტედმა" "ბარსელონას" ფრედ 3-3 ეთამაშა "ნოუ კამპსა" და "ოლდ ტრაფორდზე", მოგვიანებით კი, 2008 წელს პოლ სქოულზის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა მეტოქე და მოიპოვა მოსკოვში გამართული ფინალის საგზური, საიდანაც ტრიუმფით დაბრუნდა "ჩელსის" დამარცხების შემდეგ. "ბარსელონას" ასევე ვძლიეთ 1991 წელს როტერდამში ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში, მაგრამ კატალონიელებმა გვძლიეს 2009 და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.

"ლივერპული"

მიუხედავად მდიდარი და ხშირი დაპირისპირებების ისტორიისა, მანჩესტერელი და მერსეისაიდელი წითლები ევროპის მასშტაბით ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების გამარჯვებული "ენფილდის" მკვიდრი კლუბი გახდა. რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებებს, "ლივერპულმა" 3-1 დაამარცხა "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონის პირველ მატჩში, ხოლო საპასუხოში ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლეს უგოლო მატჩში.

წყარო: Manutd.com


რომელ გუნდს ისურვებთ მეტოქედ 1/4 ფინალურ ეტაპზე?

ბარსელონა
ლივერპული
სიტი
ტოტენჰემი
იუვენტუსი
აიაქსი
პორტუ

სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
14 მარტი 2019 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ისეთი სასწაული მოვახდინეთ, ნებისმიერთან გვაქ შანსი , რათქმაუნდა პორტუს ვისურვებდი
ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა

ბარსელონა - სიტი
ლივერპული - იუვე

ტოტენჰემი - აიაქსი
MU - პორტო

შემდეგ --------------------------
სიტი - ლივერპული
MU - ტოტენჰემი

ფინალი ---------------------------
MU - ლივეპრული ანგარიშით 3-0
3
№2
ავტორი: Malboro463
14 მარტი 2019 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
პორტუ ან აიაქსი
2
№3
ავტორი: LASHQARA
14 მარტი 2019 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
პორტუ რომ ყველაზე კარგი ვარიანტია არ უნდა საუბარი, მაგრამ აიაქსი უფრო უხერხული მეტოქეა ჩემი აზრით, ვიდრე ტოტენჰემი, ამ სამიდან ერთ ერთი მოკლედ და მერე ლივერპულის გადაგლეჯვა გაასწორებს lol თუ ეღირსათ გასვლა am
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
14 მარტი 2019 15:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: f.c.mu
ისეთი სასწაული მოვახდინეთ, ნებისმიერთან გვაქ შანსი , რათქმაუნდა პორტუს ვისურვებდი
ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა

ბარსელონა - სიტი
ლივერპული - იუვე

ტოტენჰემი - აიაქსი
MU - პორტო

შემდეგ --------------------------
სიტი - ლივერპული
MU - ტოტენჰემი

ფინალი ---------------------------
MU - ლივეპრული ანგარიშით 3-0

სად გვაქვს მაგის იღბალი.არადა რამდენი ხანია მეოთხედფინალში 4 ინგლისური კლუბი არ მახსოვს.ვნახოთ რა იქნება
0
№5
ავტორი: kobinio
14 მარტი 2019 15:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სიტი ისეთი იღბალ მთხნულია პორტუ ან აიაქსი დაუჯდება,ჩვენ ეხლა ბარსაზე ნაკლები არ გვეკადრება 3d_7
2
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2019 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ვინ შეგვხვდება
0
№7
ავტორი: glory28
14 მარტი 2019 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: kobinio
სიტი ისეთი იღბალ მთხნულია პორტუ ან აიაქსი დაუჯდება,ჩვენ ეხლა ბარსაზე ნაკლები არ გვეკადრება 3d_7

მეც ეგრე ვფიქრობ მაგრამ როგორც ისტორია და წარსული გვეუბნება როდესაც 1/8 პსჟ შეგვხვდა აწი მარტივი თამაშის დროა შედარებით მარტივი თამაში გვინდა ყოველთვის ეგრე იყო და იმედია ტრადიცია არ დაირღვევა და მარტივი მეტოქე გვეყოლება
0
№8
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2019 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada Porto dagvxatavda raa:))
2
№9
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნუ ეხლაა :DDD პორტუუ უნდა ისურვოო მაგაზეე საუბარიც ზედმეტიაა. ყველაზეე მეტად ბარსელონა არ მინდა მაგრად მეზიზღება ეგ გუნდიი და ჩვენთან სულ სასწაულად თამაშობენნ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top