თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2019, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1814,
კომენტარები: 6
გუნდის სიახლეები "ვულვზთან" მატჩის წინ
ინგლისის თასის მეექვსე ტური.
გუნდის სიახლეები
ოლე გუნარ სოლსკიაერს შაბათი საღამოსთვის დაცვის როტაცია მოუწევს. ეშლი იანგი დისკვალიფიკაციის გამო ინგლისის თასის ნახევარფინალში თამაშს ვერ შეძლებს.

33 წლის მცველმა გასულ თამაშში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ჩემპიონატში მეორე ყვითელი ბარათი აღმოჩნდა და შესაბამისად შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

მის ადგილს, სავარაუდოდ, დიოგო დალო დაიკავებს, რადგანაც ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი ისევ ტრავმირებულები არიან. თუმცა ამ პოზიციაზე პსჟ-ს წინააღმდეგ ერიკ ბაიიმ ითამაშა. რაც შეეხება ფილ ჯონსს, მას "იუნაიტედის" მაისური 9 თებერვლის შემდეგ არ მოურგია.

გარდა ამისა, ტრავმირებულთა სიაში იმყოფება ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესიც. შეგახსენებთ, რომ ის ლაზარეთში "საუთჰემპტონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ გაემგზავრა.

მეისონ გრინვუდის დებიუტი პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ შედგა. როგორც ცნობილია, ის ცუდად გრძნობს თავს და შესაძლოა შემდეგი მატჩისთვის მზად არც იყოს.


ვინ შეიძლება, რომ დაბრუნდეს?

სოლსკიაერის შეგირდებს გასულ შაბათ-კვირას ნემანია მატიჩი და ენტონი მარსიალი დაუბრუნდა. გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა როხოც.

პარასკევის ვარჯიშებზე ჩვენმა ფოტოგრაფებმა ანდერ ერერასთან ერთად ხუან მატაც და ჯესი ლინგარდიც დააფიქსირეს.

თავად მატამ ორშაბათს ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა:

"პარასკევს მცირედი დატვირთვით დავიწყე თამაში და როგორც ვიმედოვნებდით ჩემი გამოჯანმრთელება პროგრესშია. იმედი ამქვს, რომ გუნდს მალე შევუერთდები."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2019 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ისე პერიოდი იწყება და ისეთი მნიშვნელოვანი თამაშები მოდის რო ყველა მოთამაშე უნდა გვყავდეს love
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 მარტი 2019 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აუცილებლად უნდა გამოჯანმრთელდეს უკლებლივ ყველა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2019 22:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა დაცარიელდეს წესით ლაზარეთი ნელ-ნელა.
0
№4
ავტორი: kobinio
14 მარტი 2019 03:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ბაიზე იხუმრა ალბათ ავტორმა :))
0
№5
ავტორი: LEV4NI
14 მარტი 2019 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კარგია, ნელ-ნელა ბრუნდება ხალხი. ადვილი არაა ვულვზთან თამაში თანაც გასვლაზე. ბევრ გრანდს დააკარგვინეს ქულები წელს. რთულ მატჩს ველი. მაგრამ ბიჭების იმედი მაქვს!
0
№6
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ბაიზე იხუმრა ალბათ ავტორმა :))

wink იმედიაა აღარასოდეს აღარ ვნახავ ბაის მარჯვენა მცველად
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top