ნორვეგიელი სპეციალისტი ხელმძღვანელობას დავალებებს უკვე აძლევს.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ ზაფხულში ოთხი პოზიციის გაძლიერებას მოისურვებს.
დროებითი მწვრთნელის პოსტზე გატარებული საოცარი სამი თვის შემდეგ სოლსკიაერი, დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელად ხანგრძლივი ვადით დაინიშნება და მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ განცხადება სეზონის დასრულებამდე გაკეთდეს.
"იუნაიტედი" ვერ დაუშვებს სოლსკიაერის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, რადგან მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე იგეგმება და 46 წლის სპეციალისტს მასში მთავარი როლი უჭირავს.
სოლსკიაერის აზრები ხელმძღვანელობისთვის დეკემბერშივე იყო მნიშვნელოვანი და გუნდის თამაშისა და შედეგების გაუმჯობესების შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა მნიშვნელობა.
ქვემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, ნორვეგიელი თავისი კლუბის ხელმძღვანელობას ლონდონის ოფისში შეხვდა, სადაც გუნდის პრიორიტეტებზე ისაუბრეს და ოლე გუნარმა მოითხოვა, რომ ზაფხულში კლუბმა მარჯვენა მცველი, მარცხენა მცველი, მარჯვენა ვინგერი და შემტევი ნახევარმცველი შეიძინოს.
ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი ზაფხულს კლუბს დატოვებენ, ეშლი იანგი კი, რომელიც ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, კონტრაქტის ამოწურვისას 35 წელს იქნება მიახლოებული.
მარცხენა ფლანგზე სოლსკიაერის არჩევანი ლუკ შოუზე ჩერდება, დიოგო დალო კი მარჯვენა ფლანგზე მოახდენს დატვირთვას, სადაც იანგს დიდი კონკურენცია ელის მისი სახით.
სოლსკიაერს კი მიაჩნია, რომ დაზღვევა ორივე ფლანგს სჭირდება, მაგრამ ეს დაზღვევა შესაბამისი უნდა იყოს ნორვეგიელის მაღალენერგიულ სქემასთან.
რაც შეეხება მარჯვენა ვინგერის პოზიციას, ეს ხუთი წელია პრობლემას წარმოადგენს, რისი აღმოფხვრაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსიდან" ვილიანის შეძენით სურდა.
სოლსკიაერს კი ამ პოზიციაზე ჯეიდონ სანჩო უფრო კარგ ვარიანტად მიაჩნია, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ 19 წლის ინგლისელის გადაბირებას ზაფხულშივე შეძლებს.
შემტევი ნახევარმცველის შეძენა აღნიშნულ მოთხოვნაში ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულია, ვინაიდან ამ პოზიციაზე პოლ პოგბას, ხუან მატასა და ჯესი ლინგარსაც შეუძლიათ თამაში, მაგრამ საწიროებების განხილვისას ნორვეგიელს ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენია.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ოლე გუნარს 200 მლნ. ფუნტს გამოუყოფს ტრანსფერებისთვის, თუმცა ნორვეგიელის ბიუჯეტშივე იქნება ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხაც.
თანაც, გამოყოფილი ბიუჯეტი არ იქნება დამოკიდებული მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება სახელოვანი ფეხბურთელების შეძენის ალბათობა.
წყარო:
metro