თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2019, 19:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1353,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" რეზერვები ტურნირს გამოეთიშნენ
მიდტიულანდში განცდილი მარცხი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

ახალგაზრდა "წითლები" დანიაში "მიდტიულანდელ" თანატოლელებს ესტუმრნენ და 3-1 დამარცხდნენ.

მასპინძლები შეხვედრის მე-11 წუთზე ისაკსენმა დააწინაურა, რასაც ანხელ გომესმა პირველივე ტაიმში გოლად ქცეული პენალტით უპასუხა და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მიუხედავად 31-ე წუთზე გათანაბრებული ანგარიშისა, "წითლებმა" მეორე ტაიმში მაინც ვერ მოახერხეს მატჩის გადარჩენა და 73-ე წუთზე კვლავ ჩამორჩნენ ანგარიშში. უსაკსონმა კვლავ აიღო მეტოქის კარი და დუბლი გაიფორმა, რასაც 14 წუთში ოლსენმა კიდევ ერთი გოლი დაუმატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის", რომელმაც ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად დაასრულა პირველ ადგილზე.

"იუნაიტედის" რეზერვები ტურნირს გამოეთიშნენ

ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
13 მარტი 2019 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აქ რანაირადაა? ერთმატჩიანი პლეიოფებია? სახლში აღარ ითამაშებენ თუ რა უაზრო სისტემაა ვერ მივხვდი
2
№2
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2019 19:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: dybbuk
აქ რანაირადაა? ერთმატჩიანი პლეიოფებია? სახლში აღარ ითამაშებენ თუ რა უაზრო სისტემაა ვერ მივხვდი

კი. ერთმატჩიანია. როგორც ინგლისის თასზე, იგივე პრინციპია აქაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2019 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია, არადა მეგონა შორს წავიდოდნენ, იუვეს და ვალენსიასაც მარტივად მოუგეს ჯგუფში.
0
№4
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2019 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძაან ცუდი ამათან როგორ გამოვარდნენ:((
0
№5
ავტორი: dybbuk
13 მარტი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: dybbuk
აქ რანაირადაა? ერთმატჩიანი პლეიოფებია? სახლში აღარ ითამაშებენ თუ რა უაზრო სისტემაა ვერ მივხვდი

კი. ერთმატჩიანია. როგორც ინგლისის თასზე, იგივე პრინციპია აქაც

ტეხავს, ესეთი დონის ტურნირზე გამიკვირდა ესეთი სისტემა, იქ კიდე გაიგებ კაცი მე-19 საუკუნის ტურნირია და არ ცვლიან ეს ხურუშიანი ინგლისელები:))) მაგრამ აქ აქ ველოდი ნამდვილად, მადლობა რომ გამარკვიე მეგობარო, გაიხარე
0
№6
ავტორი: Malboro463
14 მარტი 2019 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
აკადემია იყო თუ რეზერვები?
შემადგენლობა დადეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top