თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2019, 12:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 8
სოლსკიაერი თანხას დაზოგავს, რათა შეტევაში ჩაიდოს ინვესტიცია
შემტევი სტილის მოყვარული მწვრთნელისთვის გუნდის სუსტი წერტილი თავდასხმაა.
სოლსკიაერი თანხას დაზოგავს, რათა შეტევაში ჩაიდოს ინვესტიცია
ოლე გუნარ სოლსკიაერი მზად არის, დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე 80 მლნ. ფუნტი არ დახარჯოს და არსებულ ფეხბურთელებს მისცეს თავის გამოჩენის შანსი, სანამ პრობლემის არსებობის საკითხი დადგება.

ნორვეგიელის პრიორიტეტულ სამიზნეს მარჯვენა ვინგერი წარმოადგენს და ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატად ინგლისელი ახალგაზრდა, ჯეიდონ სანჩო მიაჩნია.

"იუნაიტედი" ასევე დუგლას კოშტას ვარიანტსაც განიხილავს, რომელსაც "იუვენტუსში" არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც ივან პერიშიჩის სახით, რომელიც ჩვეულებრივ მარცხენა ვინგერად გვევლინება, მაგრამ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

დაცვის ცენტრში "იუნაიტედს" კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ვიქტორ ლინდელოფი და გამოჯანმრთელებული მარკოს როხო ჰყავს, რომელთა ნაწილიც საიმედო მცველად იქცა ნორვეგიელის ხელმძღვანელობისას, რაც კლუბს იმედს აძლევს, რომ მცველის შესაძენად სატრანსფერო რეკორდის დამყარება არ იქნება საჭირო.

კალიდუ კულიბალი სწორედ ასეთი საჭიროების კანდიდატი მცველია, რომელსაც "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში აქტიურად აკვირდება.

კიდევ ერთი კანდიდატი კი, რომელიც "იუნაიტედის" სამიზნეს წარმოადგენს, ჰარი მაგუაიერია, თუმცა გასულ სეზონში "ლესტერმა" მასთან განშორება არ ისურვა.

წყარო: espn
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2019 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მარჯვნივ გვაქ მოსაგვარებელი საქმე
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2019 15:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაღალი დონის ცენტრალური მცველი მაინც საჭიროა, მარჯვენა ვინგერიც ჰაერივით ჭირდება გუნდს და ერთი კარგი ჩამშლელი, მატიჩის შემცვლელი ფაქტობრივად არაა.
0
№3
ავტორი: The Special One
13 მარტი 2019 16:05
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: SANDROGRIGA
მაღალი დონის ცენტრალური მცველი მაინც საჭიროა, მარჯვენა ვინგერიც ჰაერივით ჭირდება გუნდს და ერთი კარგი ჩამშლელი, მატიჩის შემცვლელი ფაქტობრივად არაა.

მატიჩის შემცვლელი მაკტომინეია და რაც ითამაშა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2019 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: The Special One
ციტატა: SANDROGRIGA
მაღალი დონის ცენტრალური მცველი მაინც საჭიროა, მარჯვენა ვინგერიც ჰაერივით ჭირდება გუნდს და ერთი კარგი ჩამშლელი, მატიჩის შემცვლელი ფაქტობრივად არაა.

მატიჩის შემცვლელი მაკტომინეია და რაც ითამაშა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ციტატა: SANDROGRIGA
მაღალი დონის ცენტრალური მცველი მაინც საჭიროა, მარჯვენა ვინგერიც ჰაერივით ჭირდება გუნდს და ერთი კარგი ჩამშლელი, მატიჩის შემცვლელი ფაქტობრივად არაა.

მატიჩის შემცვლელი მაკტომინეია და რაც ითამაშა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მაკტომინეი შეიძლება პერსპექტივაში კარგი ვარიანტი იყოს და კარგი ნახევარმცველიც დადგეს, თუმცა ამ ეტაპზე როცა მატიჩი ასაკშია ან როცა ტრავმა აქვს მისი შეცვლა მაკტომინეის სრულყოფილად არ შეუძლია, ამიტო მაღალი დონის საყრდენი მაინც გვჭირდება, მარტო მაკტომინეიზე დაყრდნობა ცოტა რთულია, არაა დღეს იმ დონეზე რო მაგას ჩააბარო მთლიანად ეგ ზონა, მომავალში ვნახოთ რას იზამს.
1
№5
ავტორი: 100%Red
13 მარტი 2019 17:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მოდი ჯერ გასაშვებები გაუშვან, პირველ რიგში ალექსისი მერე მიყვებიანი როხო, დარმიანი და ვალე, ნუ იანგს აღარავინ გაუშვებს გაახანგრძლივა უკვე თან არცაა გასაშვები თადარიგისთვის არაუშავს.
მოსაყვანია მარჯვენა ფალანგზე მცველი და შემტევი, ნახევარმცველი და ცენტრ. მცველი.
იმედია რამეს იზამენ და ტყუილად არ გადაყრიან ფულს.
0
№6
ავტორი: JuanMata
13 მარტი 2019 18:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ პერიშიჩს ჰო ვერ ავცდით.
1
№7
ავტორი: kobinio
14 მარტი 2019 03:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სმოლინგი და ლინდელოფის გარდა ყველა ჩამოთვლილი გასაშვებია.
0
№8
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სანჩესი გაყიდოონ სანამ დროაა იქნებ ვინმე მოტყუვდეს და იყიდოს :)) ერთი ცენტრალური მცველი და მარჯვენა ვინგერიი აუცილებელიაა ჩემი აზრით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top