თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2019, 23:43
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1697,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" რეშფორდს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს
მარკუს რეშფორდი ახალ კონტრაქტს და გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მარკუს რეშფორდისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. Mirror-ის ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ახალგაზრდა ინგლისელის ანაზღაურება კვირაში 150 ათასი ფუნტი გახდება. ამჟამად 21 წლის ფორვარდი კვირაში 75 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

წყაროს ინფორმაციით, რეშფორდის სიტუაციას ტურინის "იუვენტუსი", "პარი სენ-ჟერმენი", და მადრიდის "რეალი" აკვირდებიან, რომლებიც მზად არიან შეთავაზება ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე გააკეთონ.

21 წლის ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტში შეიტანა პუნქტი, რომლის საშუალებითაც შეთანხმების კიდევ 12 თვით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ მარკუსი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ინგლისელი შემტევის დებიუტი 2016 წლის თებერვალში შედგა, მას შემდეგ რეშფორდმა კლუბის მაისურით 160 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩესის ხელფასმა ძაან არია სიტუაცია, ცოტა უნდა დარეგულირდეს ამ მხრივ პრობლემა, ასტრონომიული ხელფასები ცუდად მოქმედებს ხოლმე გუნდზე. ამ შემთხვევაში ეკუთვნის რაშფორდს მარა რაღაც ზღვარი უნდა იყოს დაწესებული.
0
№2
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2019 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ულაპარაკოდ!!!!❤️
0
№3
ავტორი: stepno
13 მარტი 2019 04:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: SANDROGRIGA
სანჩესის ხელფასმა ძაან არია სიტუაცია, ცოტა უნდა დარეგულირდეს ამ მხრივ პრობლემა, ასტრონომიული ხელფასები ცუდად მოქმედებს ხოლმე გუნდზე. ამ შემთხვევაში ეკუთვნის რაშფორდს მარა რაღაც ზღვარი უნდა იყოს დაწესებული.

დაგეთანხმებიიი ნამდვილად. საერთოდ სანჩესი გასაშვებიაა და იმედიაა გაუშვებენ კიდეეც ახალგაზრდა კრეატიული ტიპი გვწირდება რაა ვინგერად
0
№4
ავტორი: PaLoMo
13 მარტი 2019 09:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: SANDROGRIGA
სანჩესის ხელფასმა ძაან არია სიტუაცია, ცოტა უნდა დარეგულირდეს ამ მხრივ პრობლემა, ასტრონომიული ხელფასები ცუდად მოქმედებს ხოლმე გუნდზე. ამ შემთხვევაში ეკუთვნის რაშფორდს მარა რაღაც ზღვარი უნდა იყოს დაწესებული.

მაგ აზრზე ვარ მეც...ტოტენჰემს აქვს ზღვარი 100კ კვირაში და მაგაზე მეტი მხოლოდ კეინს და ერიკსენს აქვს

რეშს კი ეკუთვნის ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Malboro463
13 მარტი 2019 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არასტაბილურია და ვერც პროგრესირებს. დამატებითი ვარჯიში არ აწყენდა
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2019 12:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Malboro463
არასტაბილურია და ვერც პროგრესირებს. დამატებითი ვარჯიში არ აწყენდა

ეგ არ უნდა გეთქვა, ჯონ, შეგჭამენ მაგის გამო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: sandroo
13 მარტი 2019 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
რა მაგის პასუხია და უცებ გავიფიქრე რო რაკარგია გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა რომელსაც იუვე პსჟ და რეალი აკვირდება am
0
№8
ავტორი: Malboro463
13 მარტი 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: RojoDiablo
ეგ არ უნდა გეთქვა, ჯონ, შეგჭამენ მაგის გამო :დ

ბევრი დამეთანხმება წინა თამაშებიდან გამომდინარე ბიჭებიც უკმაყოფილო არიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top