თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2019, 13:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 7
საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით
"წითელი ეშმაკები" ლიდერობენ.
საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე გუნარ სოლსკიაერის თაოსნობით წარმატებული სტატისტიკებისა თუ ციფრების დაფიქსირებას განაგრძობს. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, ინგლისურმა გიგანტმა შესამჩნევად მოუმატა.

"წითელი ეშმაკების" შემტევებმა მეტოქე გუნდის კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმების სიზუსტე მკვეთრად გააუმჯობესეს და ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირეს.

"იუნაიტედს" სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 48,6-ს უტოლდება, რითაც ოლე გუნარის შეგირდები პირველ ადგილს იკავებენ.

მათ კატალონიური გრანდი "ბარსელონა" მოჰყვებათ, რომელთა შესრულებური დარტყმები მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ზუსტი 48,3 % შემთხვევაში აღმოჩნდა.

მესამე ადგილზე კი ლუსიენ ფავრის "დორტმუნდის ბორუსია" განთავსდა 46,3%-ით.
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
12 მარტი 2019 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შევეშვათ ყველანაირ სტატისტიკას, არანაირი მნშვნელობა არ ააქვს ამას. ეხლაა გადამწყვეტ ფაზაში შედის სეზონიი და იმედიაა ყველა თამაშს მთელი გულით და მაქსიმალური მოტივაციით ჩაატარებენ ბიჭებიი რომ ის სიხარული რაც აქამდე მოგვანიჭეს წყალში არ ჩაყარონ. 4 ეულში ვერ შესვლა უკვე წყალში ჩაყრა გამოდის ყველაფრის თუ რათქმაუნდა ლიგა არ დადეს რაც ძაან საეჭვოაა
0
№2
ავტორი: LASHQARA
12 მარტი 2019 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: stepno
შევეშვათ ყველანაირ სტატისტიკას, არანაირი მნშვნელობა არ ააქვს ამას. ეხლაა გადამწყვეტ ფაზაში შედის სეზონიი და იმედიაა ყველა თამაშს მთელი გულით და მაქსიმალური მოტივაციით ჩაატარებენ ბიჭებიი რომ ის სიხარული რაც აქამდე მოგვანიჭეს წყალში არ ჩაყარონ. 4 ეულში ვერ შესვლა უკვე წყალში ჩაყრა გამოდის ყველაფრის თუ რათქმაუნდა ლიგა არ დადეს რაც ძაან საეჭვოაა

სოლსკიაერისგან აღარაფერი გამიკვირდება. love am
2
№3
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2019 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მშვენიერი მშვენიერი ესე უნდა გავაგძელოთ am
0
№4
ავტორი: giorgiginturi
12 მარტი 2019 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არავის გჯერათ ოდნავ მაინც?
მანჩესტერი ბაიერნის ფინალის?
1
№5
ავტორი: nika_nikusha
12 მარტი 2019 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ციტატა: giorgiginturi
არავის გჯერათ ოდნავ მაინც?
მანჩესტერი ბაიერნის ფინალის?



კი, გულის სიღრმეში მგონი ყველა მანჩესტერის ფანი ფიქრობს რომ ლიგის ფინალში გავალთ თუმცა ჩემი არ იყოს უმეტესი ნაწილი ჩუმად ყოფნას ამჯობინებს რადგან ძაან ადრეა ჯერ მაგაზა ლაპაარაკი love love
1
№6
ავტორი: 100%Red
12 მარტი 2019 18:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
წელს არ ვიცი მაგრამ გაისად უფრო დამაჯერებელი იქნება გუნდი, თან იმედია 2-3 კარგი ტრანსფერი დაიდება ზაფხულზე.
აუ როდის მოვა შაბათი feel მაგრა მაინტერესებს როგორ გამოვლენ.
P.S. ლუკაკუ რა კაცია სურათზე wink
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტატისტიკაზეც დაეტყო გუნდს გაუმჯობესება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top