თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2019, 13:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2027,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" შეთავაზებას ამზადებს
"წითლებს" ვალვერდეს ფეხბურთელი სურთ.
ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველით ფელიპე კოუტინიოთი ინტერესდება. სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაბამისი შეთავაზებაც გაკეთდება.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ხოსე მარია ბართომეუს 115 მილიონი ევრო შესთავაზონ, იუწყება - AS.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, კოუტინიო გუნდის მენეჯერმა ცვლილების სახით გაიყვანა მოედნიდან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა მოედნიდან გასვლის დროს უსტვინეს.

ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება და "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნება.


გსურთ კოუტინიოს "იუნაიტედში" ტრანსფერი"?

დიახ
არა

ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
12 მარტი 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ერთი ნაგავს მეორე ნაგავში გავცვლით თორემ ამის ყიდვა არ ღირს სანჩესი გავცვალოთ კოუტინიოში
0
№2
ავტორი: JuanMata
12 მარტი 2019 13:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან კარგი ფეხბურთელია კოუტინიო, ჯერ მარტო დარტყმა აქვს ისეთი, ბურთი კარგად თუ მოაჯდა, ლამის ყოველი მეორე გოლი გააქვს, ტექნიკაც კარგი აქვს და მოკლედ მაღალი დონის ფეხბურთელია.

მაგრამ სად უნდა დადგეს? გვჭირდება ახლა კოუტინიო?
არ გვინდა ეს ტრანსფერები მარტო სახელის გამო.

სადაა სპორტული დირექტორი? მონჩიზე წავიკითხე არსენალში გადადისო, ჩვენზე ჭორები სულ შეწყდა.
0
№3
ავტორი: stepno
12 მარტი 2019 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან დიდი იმედი მაქ რო ჭორიაა და ეს არ მოეთრევაა აქ :))
1
№4
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2019 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია მართალია და გადმოვა ჩვენთან და მერე კლოპის სახე მანახა არ მინდა არაფერი wink
2
№5
ავტორი: nika_nikusha
12 მარტი 2019 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ეს ხო მარცხენა ფლანგზე თამაშობს და ამის მოყვანას მარჯვენა ვინგერი მოიყვანონ არ ჯობია ?
0
№6
ავტორი: VALERI.s
12 მარტი 2019 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მეც მომხრე ვარ რო თუ შესაძლებელი იქნება ისეთივე დონის მარჯვენა ვინგერი ვიყიდოთ როგორიც კოუტინიოა მაგრამ თუ ეს ვერ მოხდება კოუტინიოც კარგი ვარიანტია 4-3-1-2 ტაქტიკაში სერიოზული ტანდემი ჩამოყალიბდება პოგბა კოუტინიოს სახით. მოკლედ გააჩნია ოლე რა ტაქტიკით აპირებს თამაშს.
2
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ მჯერა რაღაც ამ ტრანსფერის
0
№8
ავტორი: SHOTAMESSI10
12 მარტი 2019 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
იუნაიტედმა უარი თქვა კოუტინიოს ყიდვაზე
0
№9
ავტორი: GIOMU
13 მარტი 2019 04:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
საერთოდ არ გვჭირდება!
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
14 მარტი 2019 02:16
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ გვჭირდება და საერთოდ ესეთი გამოწურული ფეხბურთელები არაა საჭირო გუნდში. სანჩესიც გასაშვებია და არც ამის მოყვანაა საჭირო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top