თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2019, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1342,
კომენტარები: 3
ვან გაალმა კარიერა დაასრულა
საფეხბურთო სამყარო წარმატებულ მწვრთნელს ემშვიდობება.
ვან გაალმა კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კარიერა დაასრულა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "ოლდ ტრაფორდს" 2014 წელს მიაშურა და "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი შეცვალა. მაშინ ვან გაალმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, მაგრამ მხოლოდ 2 წელი გაწვრთნა "იუნაიტედი".

თავის პირველ სეზონში ვან გაალმა "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე გაიყვანა პრემიერ ლიგაში, რაც წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესება იყო, მომდევნო წელს კი მან ინგლისის თასი მოიგო, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გააძევეს.

მას შემდეგ ჰოლანდიელი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ "წითლების" ხელმძღვანელობა მის ზურგს უკან წარმართული მოლაპარაკებებისთვის გაეკრიტიკებინა და განაცხადა, რომ ახალ სამსახურს იმის გამო არ იწყებდა, რომ "იუნაიტედისგან" სრულად მიეღო კომპენსაცია მისი ვადაზე ადრე დათხოვნის გამო.

თუმცა, საბოლოოდ მან საერთოდ დაანება თავი სამწვრთნელო კარიერას და 65 წლის ასაკში პენსიაში გავიდა.

"ახლა პენსიონერი ვარ. არა მაქვს სატელევიზიო ექსპერტად ან ტექნიკურ დირექტორად მუშაობის ამბიცია.

22 წლის წინ ჩემმა ცოლმა სამსახური იმის გამო მიატოვა, რომ საზღვარგარეთ ჩემთან ერთად წამოსულიყო და მას დავპირდი, რომ 55 წლის ასაკში მეც გავიდოდი პენსიაში, მაგრამ 65 წლამდე ვიმუშავე. მას უფლება აქვს, ჩემთან ერთად ფეხბურთის გარეშე იცხოვროს და უნდა ვთქვა, ძალიან გახარებულია.

ვფიქრობ, ტექნიკურ დირექტორად მუშაობის უნარი ჯერ კიდევ შემწევს. მაგრამ ეს არ არის სამსახური, რომელიც ვარჯიშებზე დასწრების საშუალებას გაძლევს და გალაპარაკებს ისეთ რამეს, რაც ფეხბურთელებსა და მწვრთნელს სწყინთ. ასეთი სამუშაო არ მჭირდება"
- განაცხადა ვან გაალმა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
12 მარტი 2019 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესეც მაგარი, უაზრო კაცია, მაგრამ ჰოლანდია ბოლოს ამან მოხოდა ვან პერსის გოლი არ დამავიწყდება. love
0
№2
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2019 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ უნდა თქვა ამაზე ცუდი ტრენერიაო მაგრამ მოუძველდა ტაქტიკა და მეთოდები და ყველაზე სწორს რასაც იზავდა ის გააკეთა

როგორ უნდა თქვა ამაზე ცუდი ტრენერიაო მაგრამ მოუძველდა ტაქტიკა და მეთოდები და ყველაზე სწორს რასაც იზავდა ის გააკეთა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩვენთან კატასტროფა იყო, საბილოო ჯამში კარგი მწვრთნელის სახელით წავიდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top