დღეს ამ ბლოგს მანჩესტერიდან ვწერ. ძალიან განსხვავებული კვირა მქონდა, არ მივარჯიშია, მაგრამ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი.
პარასკევს ცოტა ვივარჯიშე და როგორც ვიმედოვნებდით, ჩემი გამოჯანმრთელება პროგრესშია. იმედი მაქვს, რომ გუნდს მალე შევუერთდები.
"არსენალთან" მატჩს სახლიდან ვუყურე. ვფიქრობ, რომ დამარცხება არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ასე მოხდა. მგონია, რომ მეტს ვიმსახურებდით.
მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ ყველაფერი გაგვეთანაბრებინა, მაგრამ პენალტის გატანის შემდეგ ყველაფერი უფრო და უფრო რთული გახდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ მართლა მგონია, რომ ამ ანგარიშზე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.
ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ჩვენი დაუმარცხებელი სერია სწორედ მათ შეწყვიტეს. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ და უკეთესის შექმნის მოტივაციას ვეძებთ. თავდაჯრებულები ვართ და ეს ძალიან გვეხმარება.
გასულ კვირაზე საუბარს სანამ დავასრულებ, პარიზული მოგონებები უნდა გავიხსენოთ. ეს არის რაღაც, რასაც უბრალოდ სიტყვებით ვერ ახსნი. ისტორიული საღამო იყო. ძალიან რთული დავალება დავუსახეთ საკუთარ თავს, 2-0 ანგარიშიდან ყველაფრის შემოტრიალება თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით პსჟ-ს წინააღმდეგ.
იმ მაგიურმა საღამომ ყველას დაანახა "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე კლუბის ისტორიაში საუკუნოდ დარჩება. მოუთმენლად ველით მეოთხედფინალს.
თუმცა იქამდე ბევრი რამ გველის, მათ შორის ინგლისის თასის დაბრუნება. ჩვენ ამ ჩემპიონატში მუდმივად რთული მატჩების გადალახვა გვიწევდა, ვფიქრობ, "ვულვზთან" გასვლაზე მატჩი მარტივი არ იქნება. მომავალში უნდა გავიხედოთ და წარსულს ცოტა ხნით შევეშვათ. მაქსიმალური კონცენტრაცია მივმართოთ ამ მატჩებისკენ.
ჩვენ ძალიან გვინდა ამ ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ეს ჩემპიონატი ყველასთვის განსაკუთრებულია. ჩვენი მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა იქნება საჭირო. "ვულვზი" ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ასე რომ მარტივი მატჩი არ გველის.
მადლობა ყველას ვინც გამოჯანმრთელება მისურვა, ვიმედოვნებ, რომ ყველას ფანტასტიკური კვირა გექნებათ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე.
გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.