თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2019, 19:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 10
"ამ მატჩისგან მეტს ვიმსახურებდით"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
დღეს ამ ბლოგს მანჩესტერიდან ვწერ. ძალიან განსხვავებული კვირა მქონდა, არ მივარჯიშია, მაგრამ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი.

პარასკევს ცოტა ვივარჯიშე და როგორც ვიმედოვნებდით, ჩემი გამოჯანმრთელება პროგრესშია. იმედი მაქვს, რომ გუნდს მალე შევუერთდები.

"არსენალთან" მატჩს სახლიდან ვუყურე. ვფიქრობ, რომ დამარცხება არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ასე მოხდა. მგონია, რომ მეტს ვიმსახურებდით.

მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ ყველაფერი გაგვეთანაბრებინა, მაგრამ პენალტის გატანის შემდეგ ყველაფერი უფრო და უფრო რთული გახდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ მართლა მგონია, რომ ამ ანგარიშზე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ჩვენი დაუმარცხებელი სერია სწორედ მათ შეწყვიტეს. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ და უკეთესის შექმნის მოტივაციას ვეძებთ. თავდაჯრებულები ვართ და ეს ძალიან გვეხმარება.

გასულ კვირაზე საუბარს სანამ დავასრულებ, პარიზული მოგონებები უნდა გავიხსენოთ. ეს არის რაღაც, რასაც უბრალოდ სიტყვებით ვერ ახსნი. ისტორიული საღამო იყო. ძალიან რთული დავალება დავუსახეთ საკუთარ თავს, 2-0 ანგარიშიდან ყველაფრის შემოტრიალება თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით პსჟ-ს წინააღმდეგ.

იმ მაგიურმა საღამომ ყველას დაანახა "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე კლუბის ისტორიაში საუკუნოდ დარჩება. მოუთმენლად ველით მეოთხედფინალს.

თუმცა იქამდე ბევრი რამ გველის, მათ შორის ინგლისის თასის დაბრუნება. ჩვენ ამ ჩემპიონატში მუდმივად რთული მატჩების გადალახვა გვიწევდა, ვფიქრობ, "ვულვზთან" გასვლაზე მატჩი მარტივი არ იქნება. მომავალში უნდა გავიხედოთ და წარსულს ცოტა ხნით შევეშვათ. მაქსიმალური კონცენტრაცია მივმართოთ ამ მატჩებისკენ.

ჩვენ ძალიან გვინდა ამ ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ეს ჩემპიონატი ყველასთვის განსაკუთრებულია. ჩვენი მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა იქნება საჭირო. "ვულვზი" ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ასე რომ მარტივი მატჩი არ გველის.

მადლობა ყველას ვინც გამოჯანმრთელება მისურვა, ვიმედოვნებ, რომ ყველას ფანტასტიკური კვირა გექნებათ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე.


გეხვევით,
ხუანი.
მატას ბლოგი
10 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
11 მარტი 2019 19:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მართალია მარა რას იზამ, რანაირადაც პარიზს მოვუგეთ ისე მოგვიგო არსენალმაც))) 1ელ ტაიმში ერთხელ დაარტყა დაისიც გაიტანა, ჯაკაა თუ რობერტო კარლოსი რანაირად წავიდა ბურთი(დავიდს მეტი მოეთხოვებოდააა!), პენალი კიდე საოცრება იყო)) მე პირადად კმაყოფილი ვარ თამაშით თქვენი არ ვიცი
კაროჩე მთავარია მოინდოონ და ყურები არ ჩამოყარონ, გუშინ არ გადაწყვეტილა ყველაფერი მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ რო მაქსიმუმი უნდა გამოწურონ მომდევნო თამაშებიდან, ნელ-ნელა გართულდება 4ეულში შესვლა დაკარგულ ქულებთან ერთად.
0
№2
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მალე დაბრუნდი ხუან ❤️
0
№3
ავტორი: LASHQARA
11 მარტი 2019 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: რეალ მადრიდი
ზიზუუუ ბრუნდება ^^^^^ ჩემპიონთა ლიგის მეფე უბრუნდება და ამ სეზონში ჯობია ყველა გუნდნა სული მოითქვას )

კაი გაჩერდი ნუ გვაშინებ თუ კაცი ხარ lol ზიზუ კი არა, ტრანსფერები დადოს კარგი ზაფხულში მანჩესტერმა და მოდით მერე ლუბოიიი lol love am
0
№4
ავტორი: RedHeart
11 მარტი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არა უშავს. 8 თამაშიდან 5 სახლში უნდა ვითამაშოთ.
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
11 მარტი 2019 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: რეალ მადრიდი
ზიზუუუ ბრუნდება ^^^^^ ჩემპიონთა ლიგის მეფე უბრუნდება და ამ სეზონში ჯობია ყველა გუნდნა სული მოითქვას )
რა უხარია ძმას ზიზუ გბურნდება თორე არ დადოს ერთბაშათ 10 ლიგა წასულია რეალის საქმე ზიზუც ვეღარ უშველის მაგ გუნდს გადაიწვა გუნდიც და გადაიწვა სასტავიც ახალი სისხლის ნახვა გინდათ ახალი და ეგ კიდე წლებთან ერთად მოდის ამიტო ტყვილა გიხარია ზიზუ და ზიზუნები :D :D :D :D ;დ
0
№6
ავტორი: england123
12 მარტი 2019 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ზიდანი გუნდს დაააყენებს უძლიერეს, ერთი წლისთვის კიარ მიიყვანა იმ აჩკებიანმა ახვარმა , გუნდი მოშლილი ყავთ და ზიზუ დაალაგებს იყიდის ფეხბურთლებს და სასწაულ გუნდს სეუქმნის მომავლისთვის გათვლილს
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
12 მარტი 2019 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კოუტინიოზე იწერება და ასენსიოზე ორივე მოვიდეს მაგრა გაგვაძლიერებს აი საზიზღრად მაგარ კამანდას ააწყობს ოლეეე ამ 4 წელზე მიდი ოლეჯან მაგარი მომავალი გაქ .<3
0
№8
ავტორი: stepno
12 მარტი 2019 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დაგვაკლდი ხუანიტოო არსენალთააან :(((
0
№9
ავტორი: tedore
12 მარტი 2019 17:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
პატივს ვცემ და ბოდიშს გიხდით წინასწარ სხვა კლუბის გულშემატკივრებს, მაგრამ აი რაში გვაინტერესებს ეხლა ჩვენ ზიზუ ბრუნდება რეალში თუ რა ხდება საერთოდ?! გასაგებია რომ გაგიხარდათ მაგრამ გაქვთ თქვენი საიტი და იქ გამოხატეთ ეგ სიხარული. მე პირადად მაგრად მახატია რა ხდება სხვა კლუბში
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატა საჭირო ფეხბურთელია და კარგი იქნება თუ მალე დაბრუნდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top