თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2019, 13:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1633,
კომენტარები: 6
როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?
სოლსკიაერი გუნდის სიახლეების შესახებ.
როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?
ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" კვირის განმავლობაში ლაზარეთიდან ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროის განმავლობაში გუნდს ათი ფეხბურთელი დააკლდა. კვირას შემადგენლობაში ნემანია მატიჩი და ენტონი მარსიალი დაბრუნდნენ. გარდა ამისა, შემადგენლობაში იყო როხოც.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლე გუნარმა ტრავმების შესახებ ისაუბრა და გულშემატკივარს გუნდის სიახლეები მიაწოდა "ვულვზთან" მატჩის წინ. ოლე გუნარს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს თუ რომელ ჩემპიონატს მიანიჭებდა უპირატესობას, პრემიერ ლიგას, ინგლისის თასს, თუ ჩემპიონთა ლიგას, რაზეც პრესამ შემდეგი პასუხი მიიღო:

"არ ვფიქრობ, რომ არჩევა დაგვჭირდება. ტრავმები ცუდია, მაგრამ ამავდროულად მან სხვადასხვა ფეხბურთელს გზა გაუხსნა და მათ სათამაშო დრო მივეცით. თანაც ეს ფეხბურთელები უკვე ბრუნდებიან, შესაძლოა "ვულვზთანაც" კი იხილოთ."

"სანაკრებო შესვენების შემდეგ კი აუცილებლად მთელი შემადგენლობით დაგიბრუნდებით. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა, რომლებსაც ძირითადი შემადგენლობის შეცვლა მოუწიათ, თავიანთ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი. ყველაფრისთვის მზად ვიქნებით და სამივე ჩემპიონატში ღირსეულად ვიასპარეზებთ."

ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ პარასკევს გამართულ ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდიც. აქედან გამომდინარე, ტრიო სულ მალე დაბრუნდება.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2019 14:23
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სეზონის დასკვნითი ფაზაა, აუცილებელია შემადგენლობის სრული მზადყოფნა. იმედია ტრავმები აღარ შეგვაწუხებს.
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
11 მარტი 2019 15:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Svani
სეზონის დასკვნითი ფაზაა, აუცილებელია შემადგენლობის სრული მზადყოფნა. იმედია ტრავმები აღარ შეგვაწუხებს.

სვანი მუხბე ახლა დავაკვირდი რამდენი სტატია გაქვს გამოქვეყნებული. საღოლ შენ და მადლობა
0
№3
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Iset etapze gadavdivart ro tramvebi namdvilad agar gvinda
0
№4
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2019 20:22
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Svani
სეზონის დასკვნითი ფაზაა, აუცილებელია შემადგენლობის სრული მზადყოფნა. იმედია ტრავმები აღარ შეგვაწუხებს.

სვანი მუხბე ახლა დავაკვირდი რამდენი სტატია გაქვს გამოქვეყნებული. საღოლ შენ და მადლობა

გენაცვალე ძმაო ამის აღნიშვნისთვის და დაფასებისთვის დიდი მადლობა. სულ აღნიშნავ ამას და მადლიერებას გამოხატავ. სასიამოვნოა იმის გაგება როდესაც შენ შრომას თუნდაც ერთ მადლობას ეუბნებიან, კარგი კაცი ხარ და შემოგევლე გულში. სრული ენთუზიაზმით საიტის სამსახურში ))
0
№5
ავტორი: dybbuk
11 მარტი 2019 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კარგი ამბებია, მთავარია ახლა მალე აღიდგინონ ფორმა და ჩვეულ კონდიციებში ჩადგნენ, ყველა დარჩენილი თამაში ფინალის ტოლფასია ისეთი რასკლადი გაიჩითა, ეპლში 4 გუნდი იბრძვის ლიგაზე მოსახვედრად, მოდუნების საშუალება არ არსებობს და ყველა თამაშში მაქსიმალურად მოუწევთ დახარჯვა, ეს არაა მარტივი ამბავი, მაგრამ ოლეს ხელში ლიგის მოგებაზეც გაიწევს ეს გუნდი და ფიზმომზადების სტაფმა უნდა იმუშაოს მაგრად რომ არ გადაიწვან ფეხბურთელები
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2019 23:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა დაცარიელდა ლაზარეთი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top