თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 22:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1614,
კომენტარები: 5
ფრედი: "ყველამ ჩამოგვწერა, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელთ"
ფრედის ექსკლუზიური ინტერვიუ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ.
ფრედი:
ფრედმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ისინი კლუბს ყოველთვის გვერდში უდგანან და მათი მხარდაჭერა დასაფასებელია.

-ოთხშაბათ საღამოს მოპოვებული გამარჯვება ნამდვილ "მანჩესტერ იუნაიტედს" აღწერს. თქვენთვის როგორი შეგრძნება იყო?
-ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. თამაშამდე ყველამ ჩამოგვწერა და არანაირი შანსი არ დაგვიტოვა. ყველას საწინააღმდეგო დავუმტკიცეთ. გამარჯვება მოვიპოვეთ და ყველა გაოცებული დავტოვეთ. თითოეულ ჩვენგანს უნდა მიულოცოთ, რადგან ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ოთხშაბათმა საღამომ ნამდვილად ყველას დაანახა ჩვენი ძალა. ძალიან ბედნიერები ვართ შემდეგ ეტაპზე ყოფნით. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, გასაოცარი და სასიამოვნო მომენტი იყო.

-იყო თქვენთვის ცნობილი "იუნაიტედის" "ქამბექების" შესახებ? ოლემ ძალიან ხომ არ დაგსტრესათ ამით თამაშამდე?
-რა თქმა უნდა, ჩემთვის "იუნაიტედის" ისტორიის შესახებ ცნობილია. ეს დიდებული კლუბია და ეს მაისური მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით ამის შესახებ. რაზეც ოლე გუნარმა გვესაუბრა, იმას ნამდვილად არ დავუსტრესივართ. პირიქით, ძალიან დაგვამშვიდა და უბრალოდ დარწმუნდა, რომ თავაწეულები გავიდოდით მოედანზე. ის არის პიროვნება, რომელიც დიდი ხანია "წაგებული მატჩების" ბედს წყვეტს. მან უბრალოდ ძალა შეგვმატა. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

-რამდენად ისიამოვნეთ გოლების აღნიშვნებით?
-მე მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი გოლის გატანის მომენტში და კიდევ უფრო ბედნიერი ვიყავი, როცა მსაჯმა სასტვენს ჩასტვინა. ოთხშაბათ საღამოს მიხარია, რომ მოედანზე ყოფნის შანსი მქონდა. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი მანჩესტერული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ყველაფერი, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოადგენს.

-ოლემ თქვენზე ძალიან ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარეთ. თქვენ როგორ გრძნობდით თავს თამაშის შემდეგ?
-რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო ჩემთვის. დიდი ხანია მოედანზე ყოფნის საშუალება არ მომცემია და ეს იმედგამაცრუებელი იყო ჩემთვის, მაგრამ თავი არასდროს დამიხრია, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ვმუშაობდი და ვიცოდი, რომ ჩემი დრო დადგებოდა. ჩემთვის ოლე გუნარი საუკეთესო საუკეთესო მასწავლებელია. ოლე, მაიკლი და ყველა მესაუბრა, მეხმარებოდნენ, რომ პსჟ-სთვის მზად ვყოფილიყავი. ვიცოდი, რომ ეს გარდამტეხი მომენტი იქნებოდა ჩემს კარიერაში. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო, ჯერ არაფერი მოგვიგია. აუცილებლად, უნდა განვაგრძო ბევრი მუშაობა. გუნდმაც ბევრი უნდა იშრომოს, რათა "იუნაიტედი" კუთვნილ ადგილს დაუბრუნოს.

-გულშემატკივრები ყოველთვის მხარში გიდგანან. თქვენი სახელი ოლეს ჩანტშიც ისმის. გაგიგიათ ოდესმე? ან თუ გაგიგიათ რამდენად სასიამოვნოა ამის მოსმენა?
-ჩემი მოსვლის დღიდან გულშემატკივრები ყოველთვის გვერდში მიდგანან, თუნდაც მაშინ, როცა კარგად არ ვთამაშობდი, კარგად კი არა ძალიან ცუდად ვთამაშობდი. გულშემატკივრები ყოველთვის ჩემთან იყვნენ და სჯეროდათ ჩემი, მაშინაც კი, როცა მოედანზე ყოფნის შანსი არ მეძლეოდა. ასე რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ჩემი სახელი მესმის. მართლა მადლიერი ვარ ყველა გულშემატკივრის. ვუსმენ და ძალიან ვამაყობ, საოცარია მათ წინ თამაში.

-იმ ხუთ წუთზე რას იტყვით, რომელშიც გადაწყვეტილების გამოტანას ელოდით? რეშფორდის შესრულებულ პენალტზე რას იტყვით?
-იმ მომენტში, როცა მსაჯს ველოდით თავში ძალიან ბევრი რამე გვიტრიალებდა. იქვე ვიდექი და ვიდეოს კარგად ვხედავდი. ზუსტად ვიცოდი, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო და ასეც მოხდა. მარკუსი გამოვიდა და თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია. ის ნამდვილი ტიტანივით მოიქცა, ყველა ამას ვერ შეძლებდა. ისინი უბრალოდ უარს იტყოდნენ და სხვას გადააკისრებდნენ ამ პასუხისმგებლობას. ის ძალიან ძლიერია და საოცრად შეასრულა დაკისურებული მოვალეობა.

-თქვენ გასახდელში განსაკუთრებული სტუმრები გეწვივნენ სერ ალექსი და ერიკ კანტონა - მანამდე თუ შეხვედრილხართ მათ?
-სერ ალექსი მანამდე მინახავს. ის ვარჯიშებზე მოდიოდა ხოლმე და ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის. მის გვერდით ვვარჯიშობდი. ერიკ კანტონას კი პირველად შევხვდი და რა თქმა უნდა, ესეც დიდი პატივია. ამ ორი ფიგურის ირგვლივ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. მათ კლუბი ძალით უყვართ. მათი გასახდელში ყოფნა კარგ ატმოსფეროს ქმნის. ისინი კლუბის ისტორიის უდიდესი ნაწილები არიან და მათ ანგარიშზე უამრავი ტიტულია. ძალიან გვინდა, რომ მათგან რჩევები მივიღოთ და ამის შედეგად განვვითარდეთ.

-და ბოლო შეკითხვა, თქვენთვის აქვს რამე მნიშვნელობა ვის შეხვდებით მეოთხედფინალში?
-ჩვენ ჩვენით ვერ ავირჩეთ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ყველა დიდებული კლუბია და ყველას განსხვავებული სირთულის შექმნა შეუძლია. ძალიან რთული მატჩები გველის წინ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ლიგის მოგება გვსურს.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
9 მარტი 2019 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბიჭებო ამ თემას არ ეხება მაგრამ თუ სადმე მოიპოვება ინფორმაცია აი მაგალითად 2000-2005 რა ხელფასები ქონდათ ბიჭებს მაგ პერიოდში ძაან საინტერესო იქნება
0
№2
ავტორი: stepno
9 მარტი 2019 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფრდი მე პირადად ძალიან მომეწონა პსჟ-სთან იმედია მოუმატებს კიდე love
0
№3
ავტორი: ikeoni
10 მარტი 2019 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა კარგად იდგა და იმედია ესე გააგძელებს
0
№4
ავტორი: giorgi_mg
10 მარტი 2019 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართლა კარგად ითამაშა იმის პირობაზე რომ პრაქტიკა არ ქონდა. ისეთი შეგრძნება მაქვა ამ ბიჭზე ან ძალიან მაგრად ათამაშდება ან საერთოდ ვერაფერს იზავს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2019 11:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოჩნდა რო შეუძლია ფრედს გუნდისათვის სარგებლის მიცემა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top