გუნდი ლონდონში გაემგზავრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ლონდონში გაემგზავრნენ. ხვალ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.
გუნდთან ერთად ივარჯიშეს ხუან მატამ, ნემანია მატიჩმა, ენტონი მარსიალმა და ანდერ ერერამ, რომლებმაც "ლივერპულთან" მატჩამდე და მატჩში მიღებული ტრავმები უკვე მოიშუშეს, თუმცა ლონდონში მხოლოდ მატიჩი მარსიალი გაემგზავრნენ.
სერიოზული არ აღმოჩნდა ერიკ ბაიის ტრავმაც, რომელიც აფრიკელმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში მიიღო. კოტ-დ'ივუარელი გუნდს ლონდონში გაჰყვა.
პრემიერ ლიგის გასულ ტურში, "საუთჰემპტონთან" მიღებული ტრავმის გამო გუნდს ალექსის სანჩესი გამოაკლდა. ინგლისური მედია იუწყება, რომ ჩილელი ფეხბურთელი "იუნაიტედს" ორი თვით ვერ დაეხმარება.
ვარჯიშში მონაწილეობა ლინგარდმაც მიიღო, თუმცა თუმცა ფოტოგრაფების თვალსაწიერში ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემტევმა "არსენალთან" ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა.
გუნდთან ერთად არ იმყოფებიან ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი და ფილ ჯონსი.
გუნდის სრული წინასწარი განაცხადი:მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრანტი.
მცველები: დალო, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, იანგი, სმოლინგი, როხო.
ნახევარმცველები: პოგბა, მატიჩი, მაკტომინეი, ფრედი, პერეირა.
თავდამსხმელები: ლუკაკუ, რეშფორდი, გრინვუდი, მარსიალი, ჩონგი.