თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 15:11
ავტორი: Billy,
ნანახია: 2193,
კომენტარები: 10
დალოს ეფექტი
პორტუგალიელმა მცველმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს "მანჩესტერის" სატრანსფერო პოლიტიკაში.
დალოს ეფექტი
"მანჩესტერ იუნატედმა" £686.7 მილიონი დახარჯა ტრანსფერებში სერ ალექსის წასვლის შემდეგ, თუმცა მათი ერთ-ერთი ყველაზე იაფი შენაძენი სატრანსფერო სტრატეგიის ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს.

"იუნაიტედის" გამორჩეულ ევროპულ ქამბექს პარიზში დაცვის სულელური თამაშიც ახლდა თან. ტრიუმფს "პარკ დე პრენსზე", რომელიც ყველაზე გამორჩეული მომენტია ოლეს სამწვრთნელო კარიერაში, გუნდი ვერასოდეს მიაღწევდა, ერიკ ბაიი მარჯვენა ფლანგზე რომ დარჩენილიყო.

ბაიის აქამდე არასოდეს ეთამაშა მარჯვენა ფლანგზე და ალბათ აღარც არასდროს ითამაშებს. მარკო ვერატი მიეშველა "იუნაიტედს", როდესაც მან დაზიანება მიაყენა კოტ-დ'ივუარელს და იძულებული გახადა სულშერი 36-ე წუთზე მის ნაცვლად დიოგუ დალო შემოეყვანა. დალო ათი წუთის შემოსულიც არ იყო მინდორზე და მან უკვე ტყავი გააძრო მასსავით რისკის მოყვარულ ფლანგის მცველ ხუან ბერნატს.

სულშერი, რომელიც, ალბათ, ფიქრობდა რა მოემოქმედებინა იუნაიტედის გამოუცდელი სკამით, სადაც აკადემიის 4 თინეიჯერი იჯდა ჯამურად 6 თამაშით ძირითად გუნდში (ყველა შეცვლაზე), ნატრობდა უფრო გამოცდილ მოთამაშეს, რომელიც თამაშს შეცვლიდა. ეს მხოლოდ გასულ შაბათს მოხდა, როდესაც დალოს შემოსვლამ დამუხტა იუნაიტედი და თამაში შემოატრიალებინა საუთჰემპტონთან და შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელი თინეიჯერი მცველი უკვე უფრო სასარგებლო შემტევი მოთამაშეა გუნდისთვის, ვიდრე ალექსის სანჩესი. "იუნაიტედს" კი კარგად ახსოვს მათ გუნდში 20 ნომრით მოთამაშე სხვა სუპერცვლილება.

ჟოზე მოურინიომ დიოგუს "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი ათი წლის მარჯვენა მცველი უწოდა. დალო "იუნაიტედის" ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც პრესნელ კიმპემბეზე ხელით თამაშის დაფიქრირებას ითხოვდა. "მე ეს უკვე ვიცოდი" - დააწერა დალომ საკუთარ ინსტაგრამ სთორის. წარწერას იქვე ხელით მითითების, დაკუნთული მხრის, ამაყი სახის ემოჯიები და ჰაშთაგები #Penalty და #GoCheckThatVAR მიამატა. მოურინიო მას აშკარად სოციალურ მედიაში მუშაობაზეც ავარჯიშებდა.

მოურინიოს კვალი მთელი გასული კვირის განმავლობაში იგრძნობოდა - ლი გრანტი ანდრეას პერეირას მოჭრილი დარტყმის დახვეწაში ეხმარებოდა, რამაც შედეგი საუთჰემპტონთან გამოიღო; ასევე, დალოს ჩართვები და ფრედის წვლილი. დალოს, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ძირითად შემადგენლობაში ჯამში 10 თამაში აქვს დაწყებული, შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ ზაფხულის გამორჩეული ტრანსფერი. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მან უკვე უნიკალური კვალი დატოვა იუნატედში.

გასულ ზაფხულს ფლანგის მცველის შეძენა კლუბისგან ექსპერიმენტული გადაწყვეტილება იყო. დალოს მხოლოდ 8 შეხვედრა ჰქონდა პორტუში ჩატარებული და მისი სახელი პორტუგალიის გარეთ ცოტამ თუ იცოდა. მიუხედავად ამისა, მოურინიომ დაარღვია ტრადიცია და გაიფორმა თანამემამულე.

იუნაიტედმა საბოლოოდ ამ ტრანსფერში 19 მილიონი ფუნტი გადაიხადა - ზუსტად იმდენი, რაც 2001 წელს გუნდს რუდ ვან ნისტელროი დაუჯდა. იმ ეპოქაში, სადაც ელიტური ფლანგის მცველების ფასები 50 მილიონი ფუნტიდან იწყება, "იუნაიტედმა" დაუმუშავებელი ძვირფასი ქვა იპოვა და დღეს მისი ფასი, სულ მცირე, გაორმაგებულია.

რა არის ასეთი გასაოცარი დალოს ტრანსფერში და რატომ არის ის კლუბის პოლიტიკიდან გადახვევა? მოურიიოს ჰქონდა ტენდენცია, რომ მოეთხოვა უკვე აღიარებული მოთამაშეები, ხოლო ვუდვორდს ჰქონდა ტენდენცია, რომ დაბრმავებულიყო კაშკაშა ვარსკვლავებით. სუპერვარსკვლავების კლუბში მოყვანის სტრატეგიამ აშკარად ვერ იმუშავა სათანადოდ, მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბა ამტკიცებს საკუთარ უმაღლეს კლასს, ხოლო რომელუ ლუკაკუ ნელ-ნელა იწყებს მასზე გაცემული ავანსების გამართლებას. ჰენრიხ მხითარიანი, რადამელ ფალკაო, ანხელ დი მარია, მეორე სეზონის ზლატანი და ბოლოს უკვე ალექსის სანჩესი - "იუნაიტედს", რა თქმა უნდა სჭირდება მნიშვნელოვანი ტრანსფერები, თუმცა მათ ფინანსურ საკითხებზეც უნდა იზრუნონ.

ლუკაკუ უკვე აღარაა მინო რაიოლას კლიენტი, შესაბამისად პოგბა რაიოლასთან დაკავშირებულ ერთადერთ მოთამაშედ რჩება კლუბში. ხოლო ჟორჟე მენდეშის ერთადერთი წარმომადგენელი დე ხეაა. იუნაიტედი ნელ-ნელა იწყებს სახელოვან აგენტებთან შეხმატკბილებული ურთიერთობის გაწყვეტას და ამ მხრივ ფერნანდო ფელიცევიჩი შეიძლება უკანასკნელი ბენეფიციარი იყოს.

ერთი დღით ადრე, სანამ წითელი ეშმაკები თავად დაწერდნენ ისტორიას პარიზში, ისინი ადევნებდნენ თვალს აიაქსის ჩატარებულ გაკვეთილს იმ გუნდით, რომელიც უფრო ნაკლები უჯდება ამსტერდამულ კლუბს, ვიდრე გარეთ ბეილის ხელფასი პერესს. უსამართლობა იქნება "პსჟ" "იუნატედის" შეხვედრაც გოლიათისა და დავითის ბრძოლას შეადარო, თუნდაც 10 ფეხბურთელის არყოფნის გათვალისწინებით, თუმცა მათი და აიაქსის შედეგები საბოლოოდ სენსაციურ მოვლენად განიხილება.

ეს მაგალითია იმის, რომ სწორი მიდგომით ნაკლებიდან მაქსიმალური შედეგი შეიძლება მიიღო. "იუნაირედი" მზადაა დახარჯოს წარმოუდგენლად დიდი თანხა ელიტური ცენტრალური მცველის საყიდელად და გადაიხადონ 100 მილიონ ფუნტზე მეტი შესაბამისი პროფილის ფეხბურთელში. თუმცა ეს შეიძლება ანომალია იყოს. ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების შეფერხება იმ სამ უმთავრეს მიზეზში სახელდება, რის გამოც მოურინიო კლუბიდან დაითხოვეს. ხოლო სულშერის გაბედულება, რომ არ გაჩერებულიყო მხოლოდ 19 წლის ჩონგზე და დაყრდნობოდა 17 წლის მეისონ გრინვუდს სრულად ესადაგება კლუბის კულტურას - გწამდეს ახალგაზრდების.

"შენ უყურებ ფეხბურთელებს და იმედიანად ხარ, რომ მათ, ვისაც კლუბი გაიფორმებს, აქ ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში დარჩებიან." - თქვა სულშერმა პარასკევს. "ასე რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ უდგებით ამ საკითხს." იუნატედს სჭირდება მეტად ჩართოს გრინვუდი, ჩონგი ენჯელ გომესი და ჯეიმზ გარნერი გუნდში. თავის მხრივ, დალოს მალე ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდება ინგლისელი ითან ლერდის სახით.

ისიც კი უკეთესი მარჯვენა მცველია, ვიდრე ერიკ ბაიი.

ავტორი: სემუელ ლაკჰარსტი
წყარო
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Billy
9 მარტი 2019 15:14
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 15
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი და ხანდახან სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ეს ბიჭი თამაშს ცვლის, ეს ბიჭი აშკარა განსხვავებას იძლევა. და მართლაც სიმბოლურია, რომ ოლეს 20 ნომრიან მაისურს ატარებს - ადამიანის, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა სიტუაციის გარდატეხა.
0
№2
ავტორი: glory28
9 მარტი 2019 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
20 ნომრიანი მაისური სულშირის მაისურის ჩაცმა და მერე როგორც ოლე შემოდიოდა მეორე ტაიმიში და გუნდს გადარჩენდა მსგავსად ეგრე არის დალოტი ბოლო ორ თამაში გარდატეხა შეაქვს შემოსვლის შემდეგ !!!!!
1
№3
ავტორი: Mike
9 მარტი 2019 15:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
სემუელ ლაკჰარსტის სტატიები მაგრად მომწონს, ნამდვილი მანჩესტერელია, ჩემთვის დალო იდეალური მარჯვენა მცველია, უშიშარი, კარგი ტექნიკით და ფიზიკურობით, რათქმაუნდა იქნება შეცდომები მაგრამ აუცილებლად დაიხვეწება და ერთერთი საუკეთესო იქნება დარწმუნებული ვარ
1
№4
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2019 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magari bichi izdeba DZaan ❤️
0
№5
ავტორი: giorgi_mg
9 მარტი 2019 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბაის მაგარი მიასხა და მართალიც არის. სიმართლე გითხრათ მარჯვენა მცველის ყიდვის აუცილწბლობას ვეღარ ვხედავ, თუ მითუმეტეს დალო გვყავს და ერთი წელიც იანგიც რჩება.
0
№6
ავტორი: sandroo
9 მარტი 2019 20:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
პირველ რიგში მადლობა ავტორს თარგმნისთვის.
რაც შეეხება დალოს, მაგრად რო ათამაშდა ეგ ფაქტია, მაგრამ არანაკლებ მოულოდნელობა იყო ჩემთვის ლინდელოფის ასე ათამაშება. მე მაგალითად ვემხრობი ვარსკვლვების ნაცვლად ახალგაზრდების მოყვანას, ნუ პოგბას დონე თუ არაა მინიმუმ ან ვაან დეიკის თავის პოზიციაზე
0
№7
ავტორი: stepno
9 მარტი 2019 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარი ბიჭი გვყავს feel
0
№8
ავტორი: David_Beckham7
10 მარტი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის და მონდომებული რომ არის ძაან ვხედავთ ყველა ამიტომ დრო უნდა მიეცეს და უფრო გაიზრდება და დაიხვეწება. ბიჭებო კომენტარებს ვუყურებ ხოლმე.და არსვის არ აღუნიშნავს მგონი პსჟ სთან ფრედის თამაში მომეწონა ძაან თქვენ რას ფიქრობთ?
0
№9
ავტორი: tupaca
10 მარტი 2019 04:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: David_Beckham7
ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის და მონდომებული რომ არის ძაან ვხედავთ ყველა ამიტომ დრო უნდა მიეცეს და უფრო გაიზრდება და დაიხვეწება. ბიჭებო კომენტარებს ვუყურებ ხოლმე.და არსვის არ აღუნიშნავს მგონი პსჟ სთან ფრედის თამაში მომეწონა ძაან თქვენ რას ფიქრობთ?

მეც მომეწონა მაგრამ ჯერ არაფერს ვამბობ თვალი რო არ ეცეს :))
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2019 11:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დალო არი მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ დიდი ფულის გადახდა არაა წარმატებული ტრანსფერის გარანტი. უხმაუროდ მოვიდა ეს ბიჭი და უკვე დიდი ხმაური ატეხა თავის თამაშით :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top