თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2013, 17:30
ავტორი: Esi,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 17
ანდერსონი:"შეხვედრა ნანიმ მოიგო"
ოლივეირა ანდერსონმა ლუის ნანიზე ისაუბრა...
ანდერსონი:
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ოლივეირა ანდერსონმა გუშინდელ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა,კერძოდ კი პორტუგალიელ ლუის ნანიზე,რომელიც საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში.მანჩესტერელებმა მეტოქე 2-1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.ბრაზილიელი ფეხბურთელი სერ ალექს ფერგიუსონის როტაციის შემდეგ,რომელიც მან რედინგთან მატჩში მიმართა,ანდერსონი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ წინა შეხვედრიდან,რომელიც იუნაიტედმა რეალის წინააღმდეგ გამართა,სასტარტოში მხოლოდ დავიდ დე ხეა,ფილ ჯონსი და დანი უელბეკი იყო.ფილ ჯონსმა ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო,რის ნაცვლადაც ლუის ნანი გამოვიდა მოედანზე და საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ იუნაიტედის მხრიდან,ჯერ მან თვითონ გაიტანა გოლი,ხოლო შემდეგ ხავიერ ერნანდესს გაატანინა.

როდესაც ბრაზილიელ ფეხბურთელს კითხეს ლუის ნანიზე,მან თქვა,რომ ის საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში.

"ყველამ იცის ნანის შესაძლებლობები"-განუცხადა ანდერსონმა MUTV-ს

"ვიცი,რომ ნანის ხშირად ვერ ხვდება მანჩესტერის სასტარტო შემადგენლობაში,მაგრამ ის როდესაც მოედანზეა მაშინ კლუბისთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ძალიან ბევრის სარგებელიც მოაქვს გუნდისთვის იმ კონკრენტულ შეხვედრაში.გუშინ გამართულ შეხვედრაზე კი თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ნანიმ მოიგო ეს შეხვედრა"

"ეს იყო რთული მატჩი,მწვრთნელმა სრულიად განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და თითოეული ჩვენგანი ვაკეთებდით ყველაფერს,რათა ეს შეხვედრა მოგვეგო და ვფიქრობ,რომ ეს სამუშაო,რაც ჩვენზე იყო დაკისრებული შევასრულეთ,რაც ძალიან მნიშნველოვანია"

"ყოველი შეხვედრა არის რთული,რადგანაც თითოეულ ჩვენგანს სურს მიიღოს ყველა შეხვედრაში მონაწილეობა,ყველას მოგების წყურვილი კლავს და სწორედ ამიტომაც ჩვენს სამუშაოს ძალიან კარგად ვასრულებთ.მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენგანს ეს გამარჯვება."

"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კლუბი,რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ წელს ყველაფერი,სადაც კი მანჩესტერ იუნაიტედი მონაწილეობს"

"თითოეული თასი,სადაც ჩვენ ვართ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ყველას სურს,რომ თავისი ფორმის პიკში იყოს-მაგრამ ჩვენ გვყავს კარგი გუნდი,კარგი შემადგენლობით.ეს არის შესანიშნავი გრძნობა ჩემთვის,რომ ვუთხრა ჩემს ოჯახსა და ბავშვებს,რომ მე "FA CUP"-ი მოვიგე მანჩსტერ იუნაიტედთან ერთად"



წყარო:manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
19 თებერვალი 2013 17:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მაგრად მევასები ანდოოო love
0
№2
ავტორი: Amanda Seyfried
19 თებერვალი 2013 17:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგარი კაცია ოლივეირა,ნანიზე მართალს ბაზრობს winked
0
№3
ავტორი: VaRdo
19 თებერვალი 2013 17:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ისე გუშინ სმოლინგზე არ იკაიფეთ? მარჯვენა კრაიზე რამდენიც უდნა ამოეტანა იმდენჯერ ბურთი ეჭრა და ტრიბუნებზე გადააგდო. ტიპი დებილია თუ რა სჭირს? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Shako Jones
19 თებერვალი 2013 17:36
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
VaRdo,
დონ დლო :D
0
№5
ავტორი: VaRdo
19 თებერვალი 2013 17:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Shako Jones
VaRdo,დონ დლო :D

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _


დონ დლო კი არა მოუმატოს დროზე თორე ისეთი სიფათი აქვს მარტო მაგიტომ უნდა სცემო : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Lukza
19 თებერვალი 2013 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
სმალლინგიი არგამახსენოთ derpwhy :D რა უნდა მაგას საერთოდ , აუუ ვიდაა ძააან გიჯია love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2013 17:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ყოველი შეხვედრა არის რთული,რადგანაც თითოეულ ჩვენგანს სურს მიიღოს ყველა შეხვედრაში მონაწილეობა,ყველას მოგების წყურვილი კლავს და სწორედ ამიტომაც ჩვენს სამუშაოს ძალიან კარგად ვასრულებთ.მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენგანს ეს გამარჯვება."


რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი am მე მჯერა თქვენი am
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
19 თებერვალი 2013 17:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სმოლინგს მართლა დონდლო სახე აქვს wink
0
№9
ავტორი: IJay
19 თებერვალი 2013 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ნანისთვის იყო ეს თამაში გამოსაცდელს ვერ ვიტყვი მაგრამ დაახლოებით ასე, რაც მთავარია თავისი საქმე გააკეთა და ანახა ფერგის, გუნდს და მთლიანად ფეხბურთის სამყაროს რომ ისევ კარგ ფორმაშია.
0
№10
ავტორი: Jubo
19 თებერვალი 2013 17:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რა ქნა ასეთი, ვერ ვუყურე ჩავუჯდები ცოტა ხანში smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top