თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 11:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1675,
კომენტარები: 8
"რამდენიმე ჩვენგანმა მსაჯს კუთხურის დადებაც კი ვთხოვეთ"
კრის სმოლინგის ექსკლუზიური ინტერვიუ პსჟ-ს დამარცხების შემდეგ.
კრის სმოლინგმა პსჟ-სთან საოცარი მატჩი ჩაატარა. ინგლისელი აღფრთოვანებული იყო მიღებული შედეგით. სმოლინგის განცხადებით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა მის ცხოვრებაში.

-კრის, ოთხშაბათს საღამოს ყველაფერი იყო, რაც "იუნაიტედს" ასე დიდებულად აქცევს ხოლმე: სირთულეებისა და კრიტიკისა გადალახვა, ბოლომდე ბრძოლა, შედეგის შემოტრიალება და ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა. თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე, როგორი გრძნობა დაგეუფლათ ოთხშაბათს საღამოს პარიზში?
-"ეს დაუჯერებელი შეგრძნება იყო და დაუჯერებელი მომენტი. ეს ემოციები სეზონის ბოლომდე გაგვყვება. გვქონდა ტრავმები, ყველა ფიქრობდა, რომ ამ მატჩში "ქამბექის" გაკეთება შეუძლებელი იყო და თანაც ისეთ დიდებულ კლუბთან როგორიც გახლავთ პსჟ. ვფიქრობ, რომ პარიზელები არც კი უშვებდნენ გავარდნის შესაძებლობას. მგონია, რომ ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორია ნამდვილი "იუნაიტედი". რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მერე სერ ალექსისა და ერიკ კანტონას ხილვა დამატებითი ბედნიერება იყო. ყველა ერთად ვიყავით და აღვნიშნავდით ამ დიად მომენტს. ყველა ბედნიერი იქნება, რომ ამ დროს ამ კლუბის ნაწილია."

-თქვენ გასახდელში მოსული ადამიანები ახსენეთ. იქ ძალიან ბევრი მანჩესტერელი იყო, მათ შორის პატრის ევრაც. რა განწყობა ტრიალებდა თქვენთან 30 წუთის შემდეგ?
-"მეგონა, რომ მალე გასახდელი აფეთქდებოდა. ვფიქრობ, რომ ყველა მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა ჩვენი შედეგისგან. რა თქმა უნდა, ტიტული არ მოგვიგია, მაგრამ მნიშვნელობით ეს მატჩი ჩემს კარიერაში ფინალებისა და მოგებული ტიტულების ტოლფასია, სწორედ მათ რიგებში მოვიზრებ."

-ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ ის კადრები, სადაც გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავთ. როგორი გრძნობაა ეს თქვენთვის, როგორც ფეხბურთელისთვის? ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი ნამდვილი სიგიჟეა...
-დიახ, რა თქმა უნდა. ეს ნამდვილი სიგიჟეა. ის ფაქტი, რომ მათ წინ ამ ყველაფრის გაკეთება მოვახერხეთ, ყველაზე საოცარი რამაა. იმ მომენტში, როცა რეშმა გოლი გაიტანა ყველა იმ კუთხეს მივცვივდით და მთელი ენერგიითა და ემოციით ვყვიროდით! გასახდელში ლუკს ველაპარაკე. ორივე ვცდილობდით, აგვეხსნა, თუ რა ტრიალებდა ჩვენს შიგნით. ესეთი მომენტები... ეს უბრალოდ საოცარი შეგრძნებაა, მეტს ვერაფერს ვიტყვი."

-ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და მალევე მოვახერხეთ გოლის გატანა, თუმცა შემდგომ პსჟ-მ ანგარიში გაგვითანაბრა. იმ მომენტში რაზე ფიქრობდით?
-"როდესაც რომმა გაიტანა, ამან ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა და შემდეგ მათი პასუხიც მივიღეთ. ცოტათი უნდა მოვშვებულიყავით და გრძნობებს არ ავყოლოდით. ჩვენ გეგმა გვქონდა რომელსაც უნდა გავყოლოდით, თანაც იმ გოლს ბევრი არაფერი შეუცვლია, ჩვენ მაინც გვჭირდებოდა სამი ბურთის გატანა. 10 წუთი ისევ შტორმის ქვეშ ვიყავით, მაგრამ შემდგომ მატჩის გაკონტროლება დავიწყეთ."

-წარსულში გითქვამთ, რომ ვიდეო მსაჯის დიდი მოყვარული ხართ და, სავარაუდოდ, ოთხშაბათის შემდეგ უფრო მეტად შეგიყვარდებოდათ, მაგრამ შეგიძლიათ, რომ იმ ხუთწუთიანი ლოდინის ემოციები გაგვიზიაროთ?
-"ძალიან ქაოტური სიტუაცია შეიქმნა. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ჩვენგანი იმასაც კი ეუბნებოდა მსაჯს, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეგრძელებინა თამაში და კუთხური დაენიშნა, რადგან ვიცოდით რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა დარჩენილი. შემდეგ მან თქვა, რომ ვიდეო მსაჯმა რაღაც ანიშნა, ჩვენ დავინახეთ, რომ პენალტის ინციდენტს ამოწმებდნენ. პირველი, რაც ვიგრძენი შოკი იყო, რადგან არც კი ვიცოდი რა ხდებოდა, მე ამ დროს დაცვაში ვიდექი და არაფერი დამინახავს. მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი ეკრანზე გვაჩვენეს და ყველამ ნახა, თუ რა ხდებოდა. რთული იყო დალოდება. ვფიქრობ, რომ ეს სისტემა მომავალში ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის."

-მოგეწონათ რეშფორდის დარტყმული პენალტი?
-"(იცინის) ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტას შეუძლია ასეთ სიტუაციებში ისე მშვიდად ყოფნა, როგორც ეს რეშმა შეძლო. გაოცებული და მოხარული ვარ, რომ მან ასეთ მომენტში ასეთი ბურთის გატანა შეძლო. ეს დიდებულ ფეხბურთელად ქცევის ნიშანია."

-ორიოდე სიტყვა ახალგაზრდებზეც: პარიზში რამდენიმე ახალგაზრდა გყავდათ წაყვანილი, ჩონგსა და მეისონს კი მეორე ტაიმში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. როგორ გრძნობდნენ ისინი თავს?
-"ისინი საოცრები იყვნენ. დანარჩენებიც, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ, ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ უკვე ბოლო რამდენიმე თვეა. ისინი არც შეშინებულები იყვნენ და არც ანერიულებულები, უბრალოდ ბედნიერებას გრძნობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ გუნდს დახმარებოდნენ."

-ხალხი ძალიან ბევრს საუბრობდა პსჟ-ს ფორმის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება კი მაინც მათი თავდასხმისკენ იყო მიმართული. ყველა ამბობდა, რომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მბაპეს შეჩერება, თუმცა თქვენ და ვიქტორი საოცრები იყავით იმ ღამეს. ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს, ასე არ ფიქრობთ?
-"დიახ და არის კიდეც. იმ მატჩში ყველა მათ შეტევის ხაზზე საუბრობდა და განსაკუთრებით მბაპეზე და ეს გასაგებიცაა, რადგან ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ თამაშის გეგმა გვქონდა და ყველანაირად ვაპირებდით მათ განრისხებას. ვიცოდით, რომ კონტრშეტევებზე შანსებს მივიღებდით. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. შესაძლოა, რომ ისინი უფრო მეტი დროის განმავლობაში ფლობდნენ ბურთს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენ უკეთესი შანსები გვქონდა. ძალიან დიდი მადლობა ყველა ფეხბურთელს და მწრთვნელს გეგმისთვის, ეს საოცარი იყო და ამ მომენტში ამის განხორციელება უბრალოდ დაუჯერებელია."

-და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს, როგორი იყო მეორე დღე ამ დიდებული ღამის შემდეგ. რა იგრძენით, როცა სახლში დამშვიდდით და დალაგდით?
-"ახლაც ტრიალებს ემოციების ზღვა ჩემში. ის შეგრძნებები არ მტოვებს და ვიმედოვნებ, რომ სწორედ ესე იქნება კვირის მატჩისთვისაც."


წყარო:ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
9 მარტი 2019 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სმოლმა მაგრად გამოასწორაა თამაში იმედიაა ესეე გააგრძელებს
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს ის სმოლინგია ფერგის ეპოქის დროს რო იყო აშკარად მოუმატა ამ ბიჭმა
0
№3
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2019 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ცოტა უფრო სტაბილურად რომ თამაშობდეს კარგი იქნება, შეცდომები აქ ისეთი უპატიებელი, ლინდელოფი უფრო მომწონს. love am
0
№4
ავტორი: shotkin
9 მარტი 2019 13:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა არსენალს უნდა დავადოთ რა იდელური იქნება
0
№5
ავტორი: 100%Red
9 მარტი 2019 13:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ბეილზე იწერება, არ ვიცი ჭორია თუ რა, მარა მე სანჩო მირჩევნია რააა
მოვა ბეილი დარწმუნებული ვარ იქნება ალექსისივით angry
0
№6
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2019 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
DZaan magrad idga smolingi DZaan ❤️
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
10 მარტი 2019 10:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: 100%Red
აუ ბეილზე იწერება, არ ვიცი ჭორია თუ რა, მარა მე სანჩო მირჩევნია რააა
მოვა ბეილი დარწმუნებული ვარ იქნება ალექსისივით angry

ასეთ სისულელეს აღარ იზამენ მემგონგი.აქცენტი ახალგაზრდებზეა აღებული და ბეილი ვერ ჯდება ამ სქემაში
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2019 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კუთხურს აშკარად ჯობდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top