თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2019, 19:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1856,
კომენტარები: 10
"სულაც არ მენდომებოდა, რომ ისინი მიტევდნენ"
ოლე გუნარი მატჩის წინ დიდი პარტნიორობის ჩამოყალიბების იმედს გამოთქვამს.
ოლე გუნარ სოლსკიაერი ეთანხმებას მოსაზრებას რომელუ ლუკაკუსა და მარკუს რეშფორდის შესახებ იმის თაობაზე, რომ მათ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევაში დიდებული პარტნიორობის ჩამოყალიბება შეუძლიათ.

ეს დუეტი ერთმანეთის კონკურენტად მოიაზრება ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. ლუკაკუმ ორჯერ გაიტანა, რომელთაგან მეორე გოლი რეშფორდის დარტყმულს მოჰყვა, ხოლო ინგლისელმა შეხვედრის გადამწყვეტი პენალტი გარდასახა გოლად.

მატჩის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში მათ ინტერვიუც კი ერთობლივად მისცეს და როგორც ჩანს, ბრწყინვალე ტანდემის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანს შეუძლია ფლანგზე თამაშიც - რასაც ლუკაკუ ჩვენი მომდევნო მეტოქის წინააღმდეგ ინგლისის თასის მატჩში აკეთებდა, ხოლო რეშფორდი ფლანგიდან თავისი გამწვავების უნარით ცნობილია.

ენტონი მარსიალის დაბრუნება სოლსკიაერს დამატებით შესაძლებლობას მისცემს შეტევაში ოთხეულისთვის ბრძოლაში კონკურენტის წინააღმდეგ, თუმცა არ არსებობს ნორვეგიელზე უკეთესი შემფასებელი ამ საქმეში, ვინაიდან თავადაც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი შემსრულებელი იყო კლუბის ისტორიაში.

"არა მგონია, ლუკაკუსთვის ბევრი რამ შეცვლილიყო. რა თქმა უნდა, მას მანამდეც სთხოვდნენ ფლანგზე თამაშს და მომენტების შექმნას, მაგრამ ახლა უფრო მეტადაა სიღრმეში შეწეული და საჯარიმოშიც ხშირად აღმოჩნდება. ჩვენ გვინდა, რომ ლუკაკუ პირდაპირი უყურებდეს კარს და არ იდგეს კარისკენ ზურგით.

რა თქმა უნდა, შეტევაში ორი ფორვარდითაც გვითამაშია, როგორც პსჟ-სთან იყო რეშისა და რომელუს დაყენებით. ისინი ერთად ძალიან ლამაზ პარტნიორობას ჩამოაყალიბებენ და მე რომ მცველი ვიყო, საერთოდ არ მენდომებოდა, რომ მათ შემომიტიონ!"


ორივე ფეხბურთელი ბრწყინავდა ბარიზში და იმედია, მათგან უფრო მეტს ვიხილავთ სეზონის მიწურულს. თუმცა, სოლსკიაერს მიაჩნია, რომ რეშფორდის შემთხვევაში დიდ განვითარებას ვერ ხედავს, რადგან საკმარისად დიდი დრო არ გაუტარებია კლუბში, ხოლო რაც ნახა, მასში ეჭვი მანამდეც არ ეპარებოდა.

"სამ თვეში ფეხბურთელში დიდ სხვაობას ნამდვილად ვერ დაინახავ. ჯერ 21 წლისაა, ამიტომ გეპატიება, თუკი ზოგჯერ მწვერვალს იპყრობ, შემდეგ კი სიმწვავეს კარგავ.

რეშთან სამართლიანი რომ ვიყო, სულაც არ ველოდები მისი თამაშისგან სტაბილურობას, მაგრამ მაინც კარგად თამაშობს. მისი საშემსრულებლო ოსტატობა, ბურთის დარტყმა, მიდგომა - ეს ყველაფერი მუდამ მისი თანმდევი იქნება.

სავარჯიშო სესიების დასრულების შემდეგ მას ყოველთვის იმ აზრით ვმუხტავ, რომ იმდენივე გოლი უნდა გაიტანოს, რამენიც რომმა. ის ყოველთვის უნდა გამოეხმაუროს ისეთ მარტივ გოლებს, როგორებიც რომს ჰქონდა ბოლო მატჩებში. რეშის გოლები ზოგჯერ "მსოფლიო" გოლებს ჰგავს და ბურთს სენსაციურად ურტყამს. შესამშნევია გაუმჯობესება, პროდუქტიულობა და ცვლილება კრიშტიანუ რონალდუს მსგავს გოლებთან შედარებით ახალგაზრდობიდან დღემდე.

საჯარიმოდან ბევრი გოლი გააქვს და ახლა რეშმა სწორედ ეს უნარი უნდა გააუმჯობესოს - ბურთის შეგდება კარში, საჯარიმოში მოძრაობები. ზოგჯერ საჯარიმოში უნდა დარჩეს და უფრო ხშირად უნდა განერიდოს ცენტრალურ მცველებს. მას ვუთხარი, რომ საჯარიმოში დარჩენით 5-10 გოლით მეტს გაიტანს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2019 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა მაგრად შეეწყვნენ ერთმანეთს და იმედია ესე გააგძელებენ love
0
№2
ავტორი: K1llsw1tch
8 მარტი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ოლეზე უკეთესად ვინ განუვითარებს რეშს მკვლელის ინსტინტქს? love
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
8 მარტი 2019 22:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დარტყმის სტილი აქვს უცნაური ძალიან.უბრალოდ შეიძლება არ მოგეწონოთ რასაც ვიტყვი მაგრამ ამ ბიჭს ინტელექტის პრობლემა უფრო აქვს ვიდრე მონაცემების და ტექნიკის.ისეთ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ან ისე დადის ზოგჯერ გეგონება პირველად შევიდა მოედანზეო.გადამწყვეტ მომენტებში უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.არ ვიცი ეს შეიძლება ასაკთან ერთად მოვოდეს მაგრამ რავი ამის სახეს რო შევხედავ მაშინვე სირაქლემა მახსენდება:)გავს ისე ძაან.მინდა რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს ძალიან მინდა და ამაში ოლე დაეხმარება მაგრამ ამ ეტაპზე რავიცი.
P.S.ისე იმ პენალტის დარტყმით დაამტკიცა რომ ნერვების პრობლემა არ აქვს ნაღდად ან ნერვები არ აქვს საერთოდ:))
0
№4
ავტორი: VALERI.s
8 მარტი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მაგრად მიყვარს რეში და მაგრადაც მეიმედება. ერთი რაღაც მინდა ავღნიშნო, რომ ყველა იმას იძახის ბუფონმა შეცდომა დაუშვა მეორე გოლზეო ის კი არავის გახსენებია რეშფორდს რა სახიფათო დარტყმები აქვს. მეკარის წინ ეცემა ბურთი და ძალიან ძნელი მოსაგერიებელი ხდება მისი დარტყმული.
0
№5
ავტორი: levionok
8 მარტი 2019 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რონალდოს 3 წლის განმავლობაში სანაძლეოები ქონდა ბაბუსთან პირველ წელს 12 და ვერ გაიტანა და წააგო მეორე წელს 14 და ვერ გაიტანა და წააგო და მესამე წელს 15 და გაიტანა და ბაბუს მოუგო ნანატრი ჯილდო ასე რომ არც მას გაჰქონდა 50-50 გოლი საწყის წლებში როგორც ის მერე ჩამოყალიბდა ავტომატ კალაშნიკოვად ასე რომ რეშფორდი იქ არის სადაც უნდა იყოს და ვინ იცის რა მოხდება 2-3 წელიწადში
0
№6
ავტორი: kobinio
8 მარტი 2019 23:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
დარტყმის სტილი აქვს უცნაური ძალიან.უბრალოდ შეიძლება არ მოგეწონოთ რასაც ვიტყვი მაგრამ ამ ბიჭს ინტელექტის პრობლემა უფრო აქვს ვიდრე მონაცემების და ტექნიკის.ისეთ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ან ისე დადის ზოგჯერ გეგონება პირველად შევიდა მოედანზეო.გადამწყვეტ მომენტებში უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.არ ვიცი ეს შეიძლება ასაკთან ერთად მოვოდეს მაგრამ რავი ამის სახეს რო შევხედავ მაშინვე სირაქლემა მახსენდება:)გავს ისე ძაან.მინდა რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს ძალიან მინდა და ამაში ოლე დაეხმარება მაგრამ ამ ეტაპზე რავიცი.
P.S.ისე იმ პენალტის დარტყმით დაამტკიცა რომ ნერვების პრობლემა არ აქვს ნაღდად ან ნერვები არ აქვს საერთოდ:))

ხომ იცი ძირითადად ერთ აზრზე ვართ მაგრამ აშკარად ამ შემთზვევაში ვერ დაგეთანხმები.რა ლოგიკას ეძებ და ინტელეკტს იმაში როცა ასეთი თავსხმა წვიმაა და იცი რომ მელარეებს უჭირთ სველი ბურთის დამორჩილება,მეტი რა ინტელექტი გინდა გოლად აქცია უაზრო შეტევა.გათვლილი და დამუშავებული დარტყმა იყო.ოლე ამბობს მისი დარტყმა რონალდოს დარტყმას მაგონებსო და შენ იწუნებ lol ევროპა რომ მოვიგეთ მისი ლომის წვლილია და მეოთხედფინალში ჩვენი გასვლაც ბევრად მის კისერზეა.შენ პროსტა არ გევასება ძმაო
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2019 00:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლუკაკუ იმედია შეინარჩუნებს ფორმას
0
№8
ავტორი: stepno
9 მარტი 2019 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლუკაკუუ მოვიდა ხოდზეე და გუნდმაა მოგებები დაიწყოო აიი ესაა როდესაც კარგიი ცენტრფორვარდი გყავს გუნდშიი ლუკა იმენა უნივერსალიაა. არ ვიციი ჟოზეე ესეთს რას ავალებდიი ამ გუნდს ისეთს, რომ მოედანზეე სირბილი არ უნდოდათ. ფაქტია ოლემ გამოაცოცხლა გუნდიი და ერთიანი გახადაა ამიტომაც დადოო შედეგი და უფრო მაგარ შედეგებს ველოდებიი ტიტულებს რაც მთავარია
0
№9
ავტორი: Shota Blues
9 მარტი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ძალიან ბედნიერი ვარ როცა ორივეს მოდედანზე ვხედავ. არა მგონი რომელიმე მათგანს სკამზე დიდი დროით ჯდომა ემუქრებოდეს მომდევნო წელს როგორც ამ სეზონში ორ ფრონტზე მოგვიწევს ბრძლობა და ყველას ამის იმედი ან ილუზია გვაქვს კი არა, უკე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ეს უეკვე სულ სხვა მანიუა: ისეთი როგორსაც ვიცნობდით, როგორიც შეგვიყვარდა და რომელიც თვის ტრადიციულ ფორმას დაუბრუნდა... მანჩესტერში ახალი ეპოქა იწყება: სწორი პოლიტიკა, კონსერტვაული მიდგომები, ბიჭების გაერთიანება, მზერა აკადემიისკენ და ზოგადად ოლეს ფილოსოფია - ეს ყველაფერი წინა პირობაა რამდენიმე დეკადიანი ისტორიის დასაწერად GGMU!!!
ანტონი მარსიალი ჩემი აზრით მარცხენა ფლანგის სრულუფლებიანი მესაკუთრე და განმგები უნდა გახდეს, იმენა ნოტარიუსით დაუმოწმონ. ცენტრი და მარჯვენა ფლანგი კი რაშფორდი ლუკაკუსია, ამათ უფრო შეუძლიათ ორივე პოზიციაზე სასარგებლო იყონ. თამაშის მიმდინარეობისას ადგილებს კარგათ ცვლიან, ერთმანეთს უგებენ. მოკლეთ პრობლემა არ იქნება არც ქაგალდზე და არც მოედანზე გადანაცვლების გაკეთება ეტყობათ რომ ბევრს მუშაობენ, ყოველჯერზე უფრო და უფრო გააზრებულია პასები თუ გახნა და უბურთოდ გაქცევა. ანტონი კი ყველაზე შედეგიანიც და ეფექტრუიც მარცხნიდან არის და არა ცნტრში ან მარჯვნივ
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
10 მარტი 2019 19:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ხომ იცი ძირითადად ერთ აზრზე ვართ მაგრამ აშკარად ამ შემთზვევაში ვერ დაგეთანხმები.რა ლოგიკას ეძებ და ინტელეკტს იმაში როცა ასეთი თავსხმა წვიმაა და იცი რომ მელარეებს უჭირთ სველი ბურთის დამორჩილება,მეტი რა ინტელექტი გინდა გოლად აქცია უაზრო შეტევა.გათვლილი და დამუშავებული დარტყმა იყო.ოლე ამბობს მისი დარტყმა რონალდოს დარტყმას მაგონებსო და შენ იწუნებ lol ევროპა რომ მოვიგეთ მისი ლომის წვლილია და მეოთხედფინალში ჩვენი გასვლაც ბევრად მის კისერზეა.შენ პროსტა არ გევასება ძმაო[/quote]
მაგ დარტყმაზე სრულებით არ მითქვამს ძმა.მაგ დარტყმაზე სხვა სტატიაზე დავწერე ზუსტად რო ძალზედ უცნაურად ურტყამს და ზუსტადაც ის მიკვირდა მეტჯერ რატო არ ურტყამდნენ შორიდან კარში.ამ ჯერზეც ერთ აზრზე ვართ დამერწმუნე.ამ თამაშში მე არაფერი საპდეტენზიო არ მქო და და ზოგადად ვინ ვარ მე რომ რამე პრეტენზია მქონდეს რეშთან რომლის ფრჩხილის ზომაც არ გამიკეთებია მე.ხოდა უბრალოდ ვამბობდი სხვა სიტუაციებში აქვს ძალიან უაზრო გამოხტომები და გადაწყვეტილებები.ამ თამაშშიც ლაივი რომ იდო საიტზე ყველა იმას წერდა რას დასეირნობსო.იყო მომენტებიც ამ თამაშში მაგალითად მარცნიდან შესვლისას ლუკაკუზე პასი რომ არ გააკეთა დაარტყა სრულად ალოგიკურად.მერე იყო და ჯარიმა რო ვითომ გაათამაშა და მეორე აუტზე გადაუშვა.უბრალოდ არის მომენტები თამაშში როდესაც ფეხბურთელი რაღაცას გააკეთებს და გარდატეხას შეიტანს თამაშში და ის მომენტი ჩრდილავს სხვა ნაბოთავებს.მე ვერ მომინელებია სუპერ თასზე მისი ერთი ერთზე ვერ გატანილი ბურთიც.მაგრამ ამათ არ ვგულისხმობდი საერთოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top