თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 13:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 18
"ჩვენ ჩამოგვწერეს და ამან ყველაფერი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა"
ეშლი იანგი მატჩის შემდეგ.
ეშლი იანგის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ეტაპზე გასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა მის კარიერაში. გუშინდელ მატჩში "იუნაიტედის" გამარჯვებას არავინ ელოდა, თუმცა "წითლებმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს.

"ძალიან მაგარი შეგრძნება და გამოცდილებაა და სწორედ იმის გამო, რომ პირველ მატჩის შემდეგ ჩამოგვწერეს."

"ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო და აღარანაირი შანსი აღარ გვრჩებოდე, მაგრამ გასახდელში სულ სხვა სიტუაცია იყო. ფეხბურთელებს, მწრთვნელს, ყველას ჰქონდა რწმენა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. უბრალოდ გამარჯვება არ კმაროდა, ბევრი ბურთი უნდა გაგვეტანა. ვიცოდით, რომ მატჩში შანსები გვექნებოდა და ყველა უნდა გამოგვეყენებინა."

"შესვენებაზე ბევრი ვისაუბრეთ. ვიცოით, რომ წინ მთელი 45 წუთო გვქონდა და ჯერ კიდევ არაფერი არ იყო დასრულებული. ბოლო წუთამდე ვაპირებდით თამაშს და ასეც მოვიქეცით."

"ახალგაზრდებისთვის ეს მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავდა. არ შემიძლია მარკუს რეშფორდის გამბედაობა არ აღვნიშნო. ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვია, რომელმაც აუღელვებლად და პროფესიონალურად შეასრულა თავისი საქმე. მას ნამდვილად რკინის ნერვები აქვს."

"აღნიშვნები ყველაფრის მაჩვენებელია. ეს ყველასთვის ძალიამ, ძალიან ბევრს ნიშნავდა და გუშინ ამას კარგად დაინახავდით."

"არ დაგავიწყდეთ საიდან მოვედით და საიდან მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ძირითადი შემადგენლობიდან ათი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული. ეს დაუჯერებელი მიღწევაა და ჩვენ ყველა აღფთოვანებულები და აღელვებულები ვართ."

"ვფიქრობ, პარიზელები პირველივე ტაიმში ავანერვიულეთ. ყველა აღელდა, ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც, მაგრამ იმ მომენტში ამისთვის არ გვეცალა, იმ მომენტში საკუთარ თავზე უნდა მოგვეხდინა კონცენტრირება."

"ჩვენ მწრთვნელების მიერ დადგენილი გეგმა გვქონდა, რომელსაც დეტალურად უნდა მივყოლოდით. ასეც გავაკეთეთ, ზედმიწევნით შევასრულეთ დავალება და პარიზელები განვარისხეთ. ისინი პასს იქ ვეღარ აკეთებდნენ სადაც სურდათ, რადგან ჩვენ ყველა სივრცეს ვკეტავდით."

"იუნაიტედის" გულშემატკივრების დანახვა იმ კუთხეში, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო. ისინი იმდენად ომეხიანები იყვნენ, ვერაფრით დაიჯერებდით, რომ მხოლოდ ერთი კუთხე ჰქონდათ დაკავებული. ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან. მაშინაც კი როცა პსჟ-მ გაგვიტანა ვიცოდით, რომ ჯერ კიდევ არაფერი იყო დასრულებული და ასევე ფიქრობდნენ ჩვენი გულშემატკივრებიც. ვიცოდით, რომ კიდევ იქნებოდა მომენტები, კიდევ იქნებოდა შანსები, ყველაგერი წინ იყო. მარტივი არ იყო, ძალიან, ძალიან რთული აღმოჩნდა. ეს უბრალოდ დაუჯერებელი ღამე იყო."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
7 მარტი 2019 13:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
მთელი ღამე და დღეა გუშინდელზე ვფიქრობ და უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ მსაჯის სიმამაცე.ქების მეტი არაფერი ეკუთვნის.ძალიან ძნელად მისაღები იყო ეგ გადაწყვეტილება და ვაჟკაცურად მოიქცა და მადლობა ამის გამო
4
№2
ავტორი: 100%Red
7 მარტი 2019 13:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
არ მინდოდა გახსენება მარა წარმოიდგინეთ ჩმოუს რო ექნა ეს...




wink
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
7 მარტი 2019 13:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: 100%Red
არ მინდოდა გახსენება მარა წარმოიდგინეთ ჩმოუს რო ექნა ეს...




wink

ვერ იზამდა და ამაშია ზოგადად სხვაობა და არა სტრატეგიებში
1
№4
ავტორი: Smoke - N
7 მარტი 2019 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
იანგ წინა თამაშიც შენ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვი და მაგიტომაც დაისაჯა და გუშინაც ბევრი შეცდომები გქონდა და ბაიისაც ანალოგიური შეცდომები ჩაიდინა.დალო ჩემი აზრით ძირითადში უნდა ათამაშონ რომ გამოცდილება მიიღოს და კაი მცველი ჩამოყალიბდეს
2
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2019 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცივ გონებაზე უფრო მაგარი შეგრძნებაა როცა აცნობიერებ რა სიტუაციაში მოვიგეთ :)
1
№6
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: Dato kutaisi
მთელი ღამე და დღეა გუშინდელზე ვფიქრობ და უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ მსაჯის სიმამაცე.ქების მეტი არაფერი ეკუთვნის.ძალიან ძნელად მისაღები იყო ეგ გადაწყვეტილება და ვაჟკაცურად მოიქცა და მადლობა ამის გამო

ძალიან დიდი მადლობა სკომინას:))
1
№7
ავტორი: solskjaer
7 მარტი 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
რა ხდებოდა სოციალურ ქსელში საუკეთესო სიახლე გამოდიოდა და იქნებ ამ თამაშზეც დადოთ?
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
7 მარტი 2019 14:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193

ფოტოშოპში შევიტანე გოლის მომენტი.ვენიშინგ ფოინტი არის სიბრტყის განსაზღვრა და შეხედეთ როგორ არის პასის მომენტი.მბაპე კარგად არ ჩანს მაგრამ დიმარია პასიური ამ პასის დროს არაა შესაბამისად ეს გოლი ოფსაიდია.კიდევ კარგი რომ ამის მტკიცება აღარ გვიწევს თორე ეგ პასიური ოფსაიდი არაა
2
№9
ავტორი: Axl
7 მარტი 2019 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ასე არ გამხარებია არაფერი ამ ბოლო დროს :)) და ესენი თუ გამახარებდნენ თანაც ასე, რა მეგონა.
1
№10
ავტორი: 100%Red
7 მარტი 2019 14:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ბარემ დავწერ
გუშინ რამდენი იანგი მიიღებდა ბურთს თვალზე ხელს ვიფარებდი
რაარი ამდენი ხანია თამაშობ და ბურთს ვეღარ აჩერებ მაგისდედავატირე, პასი ხო აღარ იცის საერთოდ.
ცენტრი იყო მაგარი მონდომებული 1000% პროცენტი დადეს, რაც შეეძლოთ და არშეეძლოთ ყველაფერი აკეთეს, მეტს ვერც მოთხოვ პერეირას და მაკტომინეის.
ხოდა რეშიც არ მომწოონს მოუკლო საგრძნობლად, დალო კაი იყო ნუ ის შეცდომა ძაააააალიან კოშმარი იყო კიდე კაი გადავრჩით, მარა ვის არ მოსვლია თან ჯერ პატარაა, იანგს მაინც მირჩევნია. აქვს მაგ ბიჭს ფანტაზია და შეუძლია გამწვავება.
რავი ვნახოთ
წინ არსენალია, ემირეითზე ცეცხლი უნდა დაინთოს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top