ეშლი იანგის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ეტაპზე გასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა მის კარიერაში. გუშინდელ მატჩში "იუნაიტედის" გამარჯვებას არავინ ელოდა, თუმცა "წითლებმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს. "ძალიან მაგარი შეგრძნება და გამოცდილებაა და სწორედ იმის გამო, რომ პირველ მატჩის შემდეგ ჩამოგვწერეს."
"ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო და აღარანაირი შანსი აღარ გვრჩებოდე, მაგრამ გასახდელში სულ სხვა სიტუაცია იყო. ფეხბურთელებს, მწრთვნელს, ყველას ჰქონდა რწმენა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. უბრალოდ გამარჯვება არ კმაროდა, ბევრი ბურთი უნდა გაგვეტანა. ვიცოდით, რომ მატჩში შანსები გვექნებოდა და ყველა უნდა გამოგვეყენებინა."
"შესვენებაზე ბევრი ვისაუბრეთ. ვიცოით, რომ წინ მთელი 45 წუთო გვქონდა და ჯერ კიდევ არაფერი არ იყო დასრულებული. ბოლო წუთამდე ვაპირებდით თამაშს და ასეც მოვიქეცით."
"ახალგაზრდებისთვის ეს მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავდა. არ შემიძლია მარკუს რეშფორდის გამბედაობა არ აღვნიშნო. ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვია, რომელმაც აუღელვებლად და პროფესიონალურად შეასრულა თავისი საქმე. მას ნამდვილად რკინის ნერვები აქვს."
"აღნიშვნები ყველაფრის მაჩვენებელია. ეს ყველასთვის ძალიამ, ძალიან ბევრს ნიშნავდა და გუშინ ამას კარგად დაინახავდით."
"არ დაგავიწყდეთ საიდან მოვედით და საიდან მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ძირითადი შემადგენლობიდან ათი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული. ეს დაუჯერებელი მიღწევაა და ჩვენ ყველა აღფთოვანებულები და აღელვებულები ვართ."
"ვფიქრობ, პარიზელები პირველივე ტაიმში ავანერვიულეთ. ყველა აღელდა, ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც, მაგრამ იმ მომენტში ამისთვის არ გვეცალა, იმ მომენტში საკუთარ თავზე უნდა მოგვეხდინა კონცენტრირება."
"ჩვენ მწრთვნელების მიერ დადგენილი გეგმა გვქონდა, რომელსაც დეტალურად უნდა მივყოლოდით. ასეც გავაკეთეთ, ზედმიწევნით შევასრულეთ დავალება და პარიზელები განვარისხეთ. ისინი პასს იქ ვეღარ აკეთებდნენ სადაც სურდათ, რადგან ჩვენ ყველა სივრცეს ვკეტავდით."
"იუნაიტედის" გულშემატკივრების დანახვა იმ კუთხეში, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო. ისინი იმდენად ომეხიანები იყვნენ, ვერაფრით დაიჯერებდით, რომ მხოლოდ ერთი კუთხე ჰქონდათ დაკავებული. ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან. მაშინაც კი როცა პსჟ-მ გაგვიტანა ვიცოდით, რომ ჯერ კიდევ არაფერი იყო დასრულებული და ასევე ფიქრობდნენ ჩვენი გულშემატკივრებიც. ვიცოდით, რომ კიდევ იქნებოდა მომენტები, კიდევ იქნებოდა შანსები, ყველაგერი წინ იყო. მარტივი არ იყო, ძალიან, ძალიან რთული აღმოჩნდა. ეს უბრალოდ დაუჯერებელი ღამე იყო."