დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური საპასუხო შეხვედრა. ინგლისის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", შინ 0-2 წაგების შემდეგ, სტუმრად ყველასთვის მოულოდნელად, ტომას ტუხელის "პარი სენ ჟერმენს" 1-3 სძლია და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს, აღნიშნულ შეხვედრაში გუნდის 10 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მიღებული წითელი ბარათის გამო, გუნდის ერთ ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამაც გამოტოვა.
ამ გამარჯვებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.
"იუნაიტედი" გახდა პირველი და ერთადერთი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც შინ, წაგებული 0-2 - ის შემდეგ გასვლით მატჩში გამარჯვება და შემდეგ რაუნდში ასპარეზობა მოიპოვა. მსგავსი რამ აქამდე არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.