თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2019, 22:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2921,
კომენტარები: 13
"ეს შეუძლებელი არ არის"
ოლე გუნარი მატჩის წინ.
პრესაში ბევრი დაიწერა პარიზელებისა და მანჩესტერლების დაპირისპირების შესახებ. ბევრის განცხადებით, "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უკვე დაკარგულია, თუმცა ოლე გუნარი ასე არ ფიქრობს. იხილეთ ნორვეგიელის სრული პრესკონფერენცია:

ყველაფრის დასალაგებლად კარგი გეგმა გვჭირდება.

"ხვალინდელი ამოცანა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. პირველ რიგში, სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ და მხოლოდ ასე მოვახერხებთ პარიზელების დაფრთხობას. თუ ნახევარი საათი დარჩება და ერთი გოლი გატანილი გვექნება, ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს. მაგრამ ამისათვის კარგი გეგმა გვჭირდება, რომელსაც ძალიან კარგად შევასრულებთ. მარტივი არ იქნება, პსჟ ძალიან კარგი გუნდია. ასე რომ დაველოდოთ ხვალინდელ საღამოს."

სერ ალექსი ფეხბურთელებს არ დაელაპარაკება.

როდესაც ჟურნალისტებმა იკითხეს გაესაუბრება თუ არა სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთელებს მატჩის წინ, ოლე გუნარმა მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა: "არა."

ჩემპიონთა ლიგაზე უცნაური რაღაცები ხდება.

"რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და გაგვიკეთებია კიდეც. ბოლო წლების განმავლობაში უცნაური შედეგები ვიხილეთ, "იუვენტუსმა" სახლში წააგო "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ. იმის წინა წელს პსჟ-მ "ბარსელონას" წინააღმდეგ, როცა ყველაფერი თითქოს უკვე გარკვეული იყო. ძალიან ბევრი მაგალითია, როცა ყველაფერი შემოტრიალებულა."

"რაც შეგვეხება ჩვენ, ეს ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია. ფეხბურთელები გასვლაზე ყველაფერს იდეალურად აკეთებენ. დავამარცხეთ "არსენალი", "ჩელსი", "ტოტენჰემი" და თავდაჯერებულები ვართ. რწმენა გვაქვს და ხვალ სწორედ ამ რწმენით ვითამაშებთ."

ჩემი მოგონებები 1995 წელს "მოლდეში".

"იმ მომენტში უშანსოდ ვიყავით. სახლში დავმარცხდით, ასე რომ არავის ჰქონდა იმდი. მახსოვს ის მატჩი, პსჟ-ს გავუტანეთ და ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოგონებაა. მაშინ ძალიან კარგი გუნდი იყო, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთესები არიან. მათი განვითარება უბრალოდ ფანტასტიკურია."

ჩვენი მოტივაცია მეოთხედფინალში გადასვლაა.

"როდესაც შენი არავის სჯერა, აუცილებელია, რომ შენთვითონ აღმოაჩინო შენში რაღაც რწმენა, ხასიათი და შენით გააკეთო ეს ყველაფერი. ისტორიის შექმნა მოტივაცია არ არის, მოტივაცია რაღაც ცალკეული ეტაპების გავლაა. ეს ფეხბურთელები წაგებას მიჩვეულნი არ არიან და საერთოდ არ არიან ბედნიერები "ოლდ ტრაფორდზე" მიღებული შედეგით. მაგრამ ვიცით, რომ მათი დონის ვართ და ამას ხვალ დაგანახებთ."

იმედია, მბაპეს შეჩერებას შევძლებთ.

"მან თავისი კარიერა უკვე ფანტასტიკურად დაიწყო. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და საინტერესო იქნება მისი მომავალი კარიერის ხილვა, მაგრამ, იმედია, რომ ხვალ მის შეჩერებას შევძლებთ. ის ბრწყინავს. მსოფლიოზე მისი ყურება ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ ხვალ იმედია, ვიქტორი და დანარჩენები მის შეჩერებას შეძლებენ."

სიახლე ალექსის სანჩესის შესახებ.

"როგორც ჩანს ის ცოტა ხნით გამოგვაკლდება. მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ალბათ, თამაშს ოთხი ან ექვსი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება."

უილიამსი მოედანზე გამოსასვლელად მზადაა.

"ბრენდონს ორივე მხარეს შეუძლია თამაში. ის ძალიან სწრაფია და პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენთან ერთად გამოემგზავრა. არ ველოდით, რომ ის შემადგენლობაში დაგვჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. უეცრად მიიღო შანსი. აკადემიაში სწორედ ამიტომ არიან, ჩვენ მათი გვჯერა და შესაძლოა, უეცრად მოუწიოთ თამაში. სწორედ ამიტომ გვყავს კარგი მწრთვნელები მათთვის."

ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშეც შეგვიძლია თამაში.

"ეს ერთ-ერთი ისეთი სიტუაციაა, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ მათ გარეშეც მოვახერხებთ კარგი გუნდის დაყენებას. გასულ თამაშში არავინ დაგვიკარგავს და ალექსისი ერთადერთი იყო, რომლის დაბრუნებაც ვერ მოხერხდა."

მსურს, რომ კლუბს განვითარებაში დავეხმარო.

"მე უფრო და უფრო ბევრს ვსწავლობ ფეხბურთელების შესახებ. რა თქმა უნდა, როცა იგებ და აგებ სხვადასხვა რამეებს სწავლობ, სხვადასხვა ინფორმაციას იღებ. მე მათ ინდივიდუალურად ვესაუბრები ხოლმე, გვსურს, რომ ურთიერთობა დავხვეწოთ."

"მინდა, რომ კლუბი განვითარდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მინდა, რომ ფეხბურთელებიც განვითარდნენ, ეს მწრთვნელისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მიზანია. ვცდილობ, რომ მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო. კარგია, როცა ამას ახერხებ. საოცარი იქნებოდა, ეს ყველაფერი თავადაც ოცდაათი წლის წინ რომ მცოდნოდა, ამგვარად მათთვის მეტი გამოცდილების გაზიარებას მოვახერხებდი."

რა შეცდომები დავუშვით პსჟ-ს წინააღმდეგ.

"როდესაც ბურთი გავუშვით, იმედგაცრუებულნი ვიყავით და მომდევნო 10 წუთი უბრალოდ კონცენტრირებას ვერ ვახერხებდით, სწორედ აქ შეგვექმნა ყველაზე მეტი პრობლემები. მათ დიდი სივრცეები დავუტოვეთ, როცა ისინი კონტრშეტევაზე ძალიან კარგები არიან."

"იმ ათი წუთის პერიოდში ვფიქრობდი, რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ გოლის გატანა, ყოველ წუთს, როცა ბურთს მოიხელთებდნენ. მეორე ბურთის შემდეგ დავლაგდით, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო."

ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომ რეშფორდის დებიუტი ინსიპრაციად აქციონ.

"ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდის ოცნებაა "იუნაიტედში" გამოჩენა და გუნდისთვის იმ მნიშვნელობის ფეხბურთელად ქცევა, როგორადაც რეშფორდი იქცა. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობდა და ფეხბურთელებს ამის რწმენა უნდა ჰქონდეთ. ხვალინდელი საღამო, შესაძლოა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შანსის მიცემის საღამო აღმოჩნდეს."

არცერთი მისია არ არის შეუძლებელი.

"ეს მისია შეუძლებელი არ არის, მაგრამ რთულია. როგორც აღვნიშნე, პირველი გოლი მალევე უნდა გავიტანოთ და სცენარი სრულიად შეიცვლება. ფეხბურთი ტექნიკური და ტაქტიკური თამაშია, მაგრამ ამასთან ერთად გონებაც უნდა ჩართო. მოულოდნელი გოლები ყველაფერს ცვლის. თუ პირველ გოლს გავიტანთ, ჩვენს თავს მეტად ვენდობით და შესაძლოა, მათ საკუთარ თავში ეჭვი შეიტანონ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი გოლი გავიტანოთ."

თამაშს არასდროს მივუდგებით ისე, როგორც წაგებულს.

"შეგიძლიათ ილაპარაკოთ და თქვათ, რომ პსჟ წნეხის გარეშე თამაშობს და ჩვენთვის ყველაფერი უკვე დამთავრებულია, მაგრამ ჩვენ ამას არც არასდროს ვიტყვით და არც არასდროს მივუდგებით რომელიმე მატჩს ასე. რა თქმა უნდა, ვწუხვართ წაგებული მატჩის გამო და ვიაზრებთ რამდენად რთული სამუშაო გველის წინ, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული. ყველა ელის, რომ პარიზელები მარტივად გავლენ ფონს, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" და ამ ფეხბურთელების შემთხვევაში არასდროს მოხდება."

"ჩვენ გვეტკინა, თანაც ძალიან გვეტკინა. ვფიქრობ, სიამაყეც შეგველახა, ასე რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით და ხვალ ფეხბურთელები ყველაფერს დატოვებენ მოედანზე. თუ ცხრა ან ათი ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, ყველაფერი შესანიშნავად იქნება."

პრემიერ ლიგის პოზიცია თამაშზე გავლენას არ მოახდენს.

"ხვალინდელი მატჩის დროს პრემიერ ლიგა დაივიწყეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, მაგრამ ხვალ სხვა ჩემპიონატია. ჩვენ კარგ თამაშს ვთამაშობთ და მუდმივად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი."

"ფეხბურთელები საოცრად თამაშობენ, მთელი სეზონის განმავლობაში ვითარდებიან, ბევრს მუშაობენ და არ ნებდებიან. ვნახოთ, რას ვიზამთ ხვალ. იმედია, ისინი ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებენ."

პირველი მატჩით იმედგაცრუებული ვიყავი.

"უნდა აღვნიშნო, რომ იმედგაცრუებული დავრჩი. უბედურება სწორი სიტყვა არ არის იმ გრძნობის გამოსახატად, რასაც განვიცდიდი. იმედგაცრუებული ვიყავი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა ამდენი ტრავმები გვქონდა, ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ კარის მშრალად შენახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ ასეთი ბურთების გაშვებით იმედგაცრუებული დავრჩი. ასე მარტივად გოლი არ უნდა გაუშვა. როგორც უკვე აღვნიშნე, იმ ათ წუთში მოხდა ყველაფერი."

ჩემპიონთა ლიგაზე პატარა შეცდომებისთვისაც კი ისჯები.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მატჩი გავაანალიზეთ. მატჩის შემდეგ ძალიან მარტივია მშვიდად დაჯდომა და საუბარი: "ეს უნდა გაგვეკეთებინა, ის უნდა გაგვეკეთებინა..." მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეცდომები დავუშვით და თანაც ისეთი შეცდომები, რომლებიც ჩვენ არ უნდა დაგვეშვა. ხანდახან ამ შეცდომების მიუხედავად პრემიერ ლიგაში ფონს გახვალ, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაში. "


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
5 მარტი 2019 22:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მოგებას რა აჯობებს მარა ძაან რთული იქნება, მთავარი ამ ეტაპზე ღირსეული თამაშია.
am
პ.ს. ოლე ოქრო ხარ love
0
№2
ავტორი: Axl
5 მარტი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
შეუძლებელი არაფერია!
1
№3
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2019 22:45
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ბოლომდე გვჯეროდეს !!!
1
№4
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2019 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
მე თქვენი იმედი სულ და ყველა სიტვაციაში მექნება❤️
1
№5
ავტორი: LASHQARA
6 მარტი 2019 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ამ კაცის იმედი ყველა სიტუაციაში მაქ, სასწაულებისაც მჯერა, როგორ გულუბრყვილოთაც არ უნდა ჟღერდეს. love am
0
№6
ავტორი: max_skyline
6 მარტი 2019 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
კაროჩე რეალის სახით თრევა გადის

რა მაგარი კამანდა ყავს აიაქს ტოოო იმენნა დაფრინავენ რაა დაჟე ბლინდი რო დაგევასებააა.

ტადიჩი რა მაგარია ტო იმენნა არწყევინებს რეალის დაცვას ძააააან მაგარიააა რა ჩაუდოო რეალს
1
№7
ავტორი: giorgisamnidze99
6 მარტი 2019 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: max_skyline
კაროჩე რეალის სახით თრევა გადის

რა მაგარი კამანდა ყავს აიაქს ტოოო იმენნა დაფრინავენ რაა დაჟე ბლინდი რო დაგევასებააა.

ტადიჩი რა მაგარია ტო იმენნა არწყევინებს რეალის დაცვას ძააააან მაგარიააა რა ჩაუდოო რეალს

წელს ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნები რო რეალს აღარ ნვახავ ლიგაზე ვინმე რამეს ვერ იტყვის ისაო ესაა ჰალამადრიდისტები პირწმინდათ დაადუღა სანტიაგოზე აიაქსმა რეალი გილოცავთ აიაქის ქართველ გულშემატკივრებს მართლაც მალადეც რა ესე მოუგო რეალს სანტიაგოზე ბევრ გრანდს შეშურდება ბედნიერი ვარ და ხვალ კი ჩვენ თუ გავაგდეთ პარიზი ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება ეგ თუ შევძელით მოგვევით ჩვენ აიაქსი 1/4 ფინალშI
0
№8
ავტორი: MANCHESTERA99
6 მარტი 2019 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Gushin aravis egona rom reali waagebda, es pexburtia, ki parizi am momentshi 2 tavit magla a chvenze kvela komponentshi, magram es pexburtia da saswaulebis gvjera, da tu manches namdvili pani xar da ici rom manche bolomde ibrdzolebs unda gjerodes sapinalo sastvenamde rom sheni gundi amas shedzlebs!!! Psj araaq mentaliteli didi gundis da es ara ertxel daamtkicaaa bolo wlebshi!!! Takshto win Manchester United!!!!!!
0
№9
ავტორი: stepno
6 მარტი 2019 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩვენ არ წაგვიგიაა 4:0 ან 5:0 რომ შანსიი არ გვქონდეეს. ჩვენ წავაგეთ 2:0 და სწრაფი გოლის გატანის შემთხვევაში ყველაფერი იცვლებაა. შეუძლებელი არაფერიაა მითუმეტეს ამ ანგარიშის ამოქაჩვა იუნაიტედისთვის
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2019 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
შანსი მცირეა, თუმცა ყველაფერია შესაძლებელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top